workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

check_circle დასრულდა
MATCHDAY
ლა ლიგა schedule 23:30

ელჩე

ელჩე ლოგო
0 - 5
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
რაფინია 14'sports_soccer ადეიემი 45+3'sports_soccer რაფინია 67'sports_soccer ფერმინი 71'sports_soccer ფერმინი 79'sports_soccer
ვიცოდით, რომ საწყისი წუთები ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა – ჟოან გარსია

ვიცოდით, რომ საწყისი წუთები ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა – ჟოან გარსია

“ბარსელონას” მეკარემ ჟოან გარსიამ, რომლმაც “ნიუკასლთან” სტუმრად ჩემპიონთა ლიგაზე სადებიუტო მატჩი (1-2) ჩაატარა, შეხვედრის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

ასეთ სტადიონზე პირველად თამაში ამაღელვებელია. გამარჯვებით ბედნიერი ვარ.

ვიცოდით, რომ პირველი რამდენიმე წუთი ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა, რადგან “ნიუკასლი” აქტიურ პრესინგს მიმართავდა. მათ სახიფათო მომენტი ჰქონდათ და საბედნიეროდ, ბურთის მოგერიება შევძელი. ამის შემდეგ მოვუმატეთ და მატჩის რიტმში უფრო მეტად ჩავჯექით.

ძალიან ბედნიერი ვარ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ასეთ მატჩებში და ასეთ ჩემპიონატებში შემადგენლობაში ვარ. თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობდი.

მართალია, “ბარსაში” ბევრ სეივს არ ვაკეთებ, მაგრამ ამის ნაცვლად უფრო მეტად ვმონაწილეობ ფეხით თამაშში. ასევე ხშირად მიწევს კარის დატოვება, რის გამოც უფრო ფხიზლად უნდა ვიყო.

ესპანეთის ნაკრებში გამოძახება ჩემზე დამოკიდებული არაა. მუშაობას გავაგრძელებ და თუ ეს მოხდება, ძალიან გამიხარდება.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (8)

  • nika 54
    schedule 21 სექ 2025, 16:44
    #8

    სეივს რო არ აკეთებ მაგაში ნაღდად არა ხარ დამნაშავე, ჯერ არ შეგხვედრია ნამდვილი ცხოველები, მაგრამ იმედია მანამდე კარგ ფორმაში შეხვალ და როცა დაგბომბავენ მომზადებული შეხვდები, სეივებსაც მაშინ გააკეთებ.

  • Bakero
    schedule 20 სექ 2025, 01:42
    #7

    ბრილიანტი heart_eyes სეზონის ტრანსფერი ულაპარაკოდ !

  • me da barca
    schedule 20 სექ 2025, 00:34
    #6

    ციტატა: Rick Sanchez
    საოცარი პასი აქვს, რეაქცია, პოზიციის შერჩევა. იდეალური მეკარეა, ცოტა სიმაღლე აკლია და ჯერ-ჯერობით პენალტებში ვერ შევამოწმეთ.


    193 სმ-ია, რა ცოტაა? ნოიერიც სუსტად 193-ია. მთლად ცხვირბანჯგვლა კურტუას ხელა არაა, მაგრამ არაუშავს.

  • პენდრაგონი
    პენდრაგონიshield ვეტერანი
    schedule 20 სექ 2025, 00:18
    #5

    ჯერჯერობით იდეალური შენაძენია

  • Rick Sanchez
    schedule 19 სექ 2025, 17:42
    #4

    საოცარი პასი აქვს, რეაქცია, პოზიციის შერჩევა. იდეალური მეკარეა, ცოტა სიმაღლე აკლია და ჯერ-ჯერობით პენალტებში ვერ შევამოწმეთ.

  • Moriarti
    schedule 19 სექ 2025, 14:40
    #3

    ძლივს გვეღირსა კარგი მეკარე. ვიცოდი რო კარგი იყო მარა ასეთ მოკლე დროში თუ ესეთ დონედ დადებდა ნაღდათ არმეგონა

  • rivaldo80
    schedule 19 სექ 2025, 14:28
    #2

    კიბორგია ნერვი არ აქვს 👌

  • ☠️•Spooky•☠️
    schedule 19 სექ 2025, 13:21
    #1

    ჩვეულებრივი ცხოველი💙❤️ 25 მილიონად დავითრიეთ ბრილიანტი ბიჭი,ესპანეთშიც გამოიძახებენ მსოფლიოზე ამას. პროსტა გუნდთან ქიმიის გამო შეიძლება ძირითადის მეკარედ არ გაჩითონ.