როდესაც მადრიდის “რეალმა” “ოსასუნა” გაანადგურა, ანგარიშით 7:1, ჰეთ–თრიკის ავტორმა კრიშტიანუ რონალდუმ, მატჩის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა და ძალიან საინტერესო განცხადებაც გააკეთა. როდესაც მას ჰკითხეს, თუ რომელ მწვრთნელთან ჯობია მუშაობა, სერ ალექს ფერგიუსონთან თუ ჟოზე მოურინიოსთან, მან მაგალითად თავისი თავი და მესი მოიყვანა და შედარებაც გააკეთა.
“ძალიან რთულია ამ ორი პიროვნების ერთმანეთთან შედარება. ჟოზეც და სერ ალექსიც ბრწყინვალე მწვრთნელები არიან და ეს ისეთივე აშკარაა, როგორც ის, რომ ლიონელ მესი დღევანდელი ფეხბურთის “ფერარია”, ხოლო მე–”პორშე”. –განაცხადა მსოფლიოს ერთ–ერთმა საუკეთესო ფეხბურთელმა.
როგორც მოგეხსენებათ, ამ სეზონში ესპანეთის პრიმერა დივიზიონში პორტუგალიელს 13 გოლი აქვს გატანილი, ხოლო “ფერარად” წოდებულ არგენტინელს კი–14.



