workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ლიონელ მესი: არ ვფიქრობ, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე ვითამაშებ

ლიონელ მესი: არ ვფიქრობ, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე ვითამაშებ

მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელმა ლიონელ მესიმ, რომელმაც დღეს გამთენიისას ვენესუელასთან, დიდი ალბათობით, არგენტინის ნაკრებში ბოლო საშინაო მატჩი ჩაატარა, თამაშის შემდეგ კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატზე, სავარაუდოდ, მონაწილეობას არ მიიღებს.

არ ვფიქრობ, რომ კიდევ ერთ მსოფლიო ჩემპიონატზე ვითამაშებ. გადაწყვეტილება ჯერ არ მიმიღია. ჩემი ასაკის გათვალისწინებით ყველაზე ლოგიკურია, რომ არ ვითამაშო. ოპტიმისტი და მონდომებული ვარ, მაგრამ ეს დღითი დღე, თამაშიდან თამაშამდე იცვლება.

არგენტინის ნაკრებში თამაში ყოველთვის სასიამოვნოა. მრავალი წლის განმავლობაში “ბარსელონაში” ყოველთვის დიდ სიყვარულს ვიღებდი, მაგრამ ჩემი ოცნება იყო, ეს აქ, ჩემს ქვეყანაში, ჩემს ხალხთან გამომეცადა.

– განაცხადა ლეო მესიმ.

არგენტინამ ვენესუელა 3-0 დაამარცხა, მესი კი “ალბისელესტეს” პოტენციურ ბოლო საშინაო შეხვედრაში დუბლით გამოემშვიდობა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (6)

  • Damien12
    schedule 06 სექ 2025, 17:29
    #6

    ციტატა: nika 54
    აყურებინეთ ჩვენ "ბომბარდირებს" როგორ უნდა ურტყან კარისკენ, სრულიად წყნარად აუღელვებლად. პირველი გოლი ერთი შეხებით კარის შორეულ კუთხეში. მე-2 გოლზე ბურთის თავზე გადაგდება მეკარე და 3 მცველი ედგნენ წინ. ასევე მე-3 არჩათვლილ გოლზე მეკარის თავზე გადაგდება. ნეტა ვარჯიშის შემდეგ თუ რჩებიან ცოტა ხანს მაინც და კარში დარტყმაზე თუ ვარჯიშობენ. რასაც რონალდუ ყველა ვარჯიშის შემდეგ აკეთებს.

    რამდენჯერაც არ უნდა წაიკითხოს დამწყებმა მწერალმა შექსპირი ის შექსპირის დონე ვერ გახდება თუ ნიჭი არ აქვს.
    მესი ერთია და განუმეორებელი, ისევე როგორც შექსპირი, პრუსტი და ჯოისი იყვნენ.

  • LEVANII
    schedule 05 სექ 2025, 17:29
    #5

    Მესის გარეშე მსოფლიო არ იქნება ისეთი კარგი

  • Rick Sanchez
    schedule 05 სექ 2025, 17:12
    #4

    აფერისტობს რაღაცას.

  • პენდრაგონი
    პენდრაგონიshield ვეტერანი
    schedule 05 სექ 2025, 17:11
    #3

    ყველაზე დიდი, ვისაც კი მწვანე მინდორზე ფეხი ოდესმე დაუდგამს❤️

  • nika 54
    schedule 05 სექ 2025, 13:38
    #2

    აყურებინეთ ჩვენ "ბომბარდირებს" როგორ უნდა ურტყან კარისკენ, სრულიად წყნარად აუღელვებლად. პირველი გოლი ერთი შეხებით კარის შორეულ კუთხეში. მე-2 გოლზე ბურთის თავზე გადაგდება მეკარე და 3 მცველი ედგნენ წინ. ასევე მე-3 არჩათვლილ გოლზე მეკარის თავზე გადაგდება. ნეტა ვარჯიშის შემდეგ თუ რჩებიან ცოტა ხანს მაინც და კარში დარტყმაზე თუ ვარჯიშობენ. რასაც რონალდუ ყველა ვარჯიშის შემდეგ აკეთებს.

  • Lasha Tchelidze
    schedule 05 სექ 2025, 11:57
    #1

    ყველაზე დიდი ხარ ლეო❤️🐐