“ბარსელონას” ნახევარმცველმა ფერმინ ლოპესმა, რომლის დამატებასაც “ჩელსი” აქტიურად ცდილობდა, “ბლაუგრანაში” დარჩენის გადაწყვეტილებაზე ისაუბრა.
ჩემი პრიორიტეტი ყოველთვის “ბარსელონაში” ყოფნაა. აქ 12 წლის ასაკში მოვედი. ჩემი ოცნება “ბარსელონაში” თამაში, პირველ გუნდში მოხვედრა იყო.
სხვა კლუბების ინტერესი სასიამოვნოა, მაგრამ სიმართლე ისაა, რომ ყოველთვის “ბარსაში” დარჩენასა და წარმატების აქ მიღწევაზე ვფიქრობდი.
ჰანსი ფლიკის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან ყოველთვის აქ ყოფნისთვის, “ბარსაში” სათამაშოდ ვიბრძოდი.
ჩემი მიზანი “ბარსელონაში” დარჩენაა. ფეხბურთში არასდროს იცი, რა მოხდება. არის რაღაცები, რაც შენზე დამოკიდებული არაა, მაგრამ ჩემი პრიორიტეტი ყოველთვის “ბლაუგრანაში” დარჩენა იყო.
– ციტირებს ფერმინის სიტყვებს Mundo Deportivo.
ყოჩაღ რო დარჩა, ხელფასის გაოთხმაგებას შეპირდა ნიუკასლი და კარგია, რო ცდუნებას არ აყვა. არ გავს მორიბას და მის მსგავს ჟუნიორებს მარტო ხელფასზე რო ფიქრობენ.
ძირითადის კაცია ამ წუთას
ფერმინი>ოლმო
გამიხარდა რომ დარჩა, მითუმეტეს ოლმოს ამჟამინდელი ფორმის გათვალისწინებით, საჭიროა ეს ბიჭი.