“ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი ჰანსი ფლიკი ესპანეთის ჩემპიონატის მე-3 ტურის მატჩში “რაიო ვალიეკანოსთან” სტუმრად გასამართი დაპირისპირების წინ დიდი დილემის წინაშე დგას.
ფლიკმა სეზონის დასაწყისში მიანიშნა, რომ ხანგრძლივი სეზონის გათვალისწინებით, სტაბილურობის შესანარჩუნებლად, როტაცია ხშირად იქნება. კითხვის ნიშნებს ბადებს ცენტრალური თავდამსხმელის პოზიცია, რადგან რობერტ ლევანდოვსკის პირდაპირი შემცვლელი არ ჰყავს, თუმცა აშკარაა, რომ მწვრთნელი გუნდში მეორე 9-იანად ფერან ტორესს მიიჩნევს. გერმანელმა სპეციალისტმა ამ თვის დასაწყისში ლევანდოვსკისთან საუბრისას ცხადყო, რომ მას სასტარტოში ადგილის დასამკვიდრებლად ტორესთან ბრძოლა მოუწევდა, განსაკუთრებით ამ უკანასკნელის ფორმის გათვალისწინებით.
Mundo Deportivo-ს თუ დავუჯერებთ, “რაიოსთან” შეხვედრის წინ ჰანსი სწორედ ამ დილემის წინაშე დგას – ძირითად შემადგენლობაში ტორესი ათამაშოს, რომელიც შესანიშნავ ფორმაშია თუ ლევანდოვსკი, რომელმაც ტრავმა მოირჩინა და სრულ მზადყოფნაშია.
ლევანდოვსკის დაზიანების გამო ფერანმა სეზონის პირველი ორივე ოფიციალური მატჩი სასტარტოში დაიწყო და გოლი ორივე თამაშში გაიტანა. რობერტის დაბრუნებისთანავე მისი სათადარიგოზე დატოვება, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად კარგად გამოიყურებოდა წინასასეზონო მზადებაზე, ასევე არასამართლიანი იქნებოდა.
MD მიიჩნევს, რომ შეტევაში იამალთან და რაფინიასთან ერთად, სავარაუდოდ, კვლავ ტორესი ითამაშებს.
ტორესი იქნება ამ სეზონში ძირითადის კაცი
საქართველო- პორტუგალიას იმ ლეგენდალურ თამაშშიც მაგრა მანერვიულა
მაგრა მინდოდა ბენფიკიდან ბარსას დაეთრია
ეგ ჟოაო ნევეში რაცხა უნიკალური და გამორჩეული ვინმეა, ჯერ კიდევ ბენფიკაში მყავდა შემჩნეული, ბავშვი იყო და ბურთი მაგნიტივით ჰქონდა ფეხზე
ვაბშე არცერთი არ ათამაშოს 😂😂😂
ეგ პედრი და მუსიალა/ვირცი ჩემი ოცნების ნახევარმცველები არიან
Magi cdm ia tu cm??
სმ მაგრამმ ბურთს მაგრად იჭერს
აგერ პსჯ კი თამაშობს სდმ გარეშე და კი მაგარი გუნდი
ეგ პედრი და მუსიალა/ვირცი ჩემი ოცნების ნახევარმცველები არიან
Magi cdm ia tu cm??
ჟააოოო ნევესი რა მაგარი ბავშვია
ეგ პედრი და მუსიალა/ვირცი ჩემი ოცნების ნახევარმცველები არიან
" რობერტ ლევანდოვსკის პირდაპირი შემცვლელი არ ჰყავს, თუმცა აშკარაა, რომ მწვრთნელი გუნდში მეორე 9-იანად ფერან ტორესს მიიჩნევს. Mundo Deportivo-ს თუ დავუჯერებთ, "რაიოსთან" შეხვედრის წინ ჰანსი სწორედ ამ დილემის წინაშე დგას – ძირითად შემადგენლობაში ტორესი ათამაშოს, რომელიც შესანიშნავ ფორმაშია თუ ლევანდოვსკი, რომელმაც ტრავმა მოირჩინა და სრულ მზადყოფნაშია".
თამაშში ხოა 2 ტაიმი, არცერთს არ აწყენინოს და ვინც გაიტანს მომავალშიც ის ყავდეს ძირითადში.
ლევანდოვსკი დავაყენოთ ლა ლიგაში ჩემპიონთა ლიგაზე ტორესი და თამაშის დროს როტაციები ცვალონ ადგილები