”ბარსელონას” ნახევარმცველი სიმშვიდეს ინარჩუნებს პრიმერაში მიმდინარე სატურნირო სიტუაციით და გვახსენებს, რომ გუნდი კარგ ფორმაშია და აღნიშნა, რომ განცვიფრებულია იბრაჰიმოვიჩის განცხადებით.
”ბარსელონას” ფეხბურთელმა დღეს პრეს-კონფერენცია გამართა და ”ბლაურანას” გულშემატკივრებს ოპტიმისტური გზავნილი გაუგზავნა. ”ჩამორჩენა ”რეალთან” სამი ქულაა, ხოლო წინ ჩემპიონატის ბევრი მატჩია გასამართი. ჩვენ ახლა ძალიან კარგ დონეზე ვიმყოფებით და საჭიროა ასე გაგრძელება”.
ერნანდესმა ასევე აღნიშნა, რომ კმაყოფილია კვირას ”სან მამესზე” გამართული მატჩით: ”ეს სეზონის საუკეთესო მატჩი იყო საფეხბურთო დონის მიხედვით. ეს ნამდვილი სუპერმატჩი იყო” – განაცხადა მად და დაამატა, რომ ”ასეთი მატჩების გამო უყვართ გუნდი”.
ჩავი დაეთანხმა იმ მოსაზრებას, რომ წვიმამ ”ბარსას” ხელი შეუშალა თამაშში: ”წყალმა ჩვენ მეორე ტაიმში გვავნო. გადამწყვეტ მომენტში ის ჩვენ ბურთის გადაადგილებაში გვიშლიდა ხელს”. ჩავიმ ასევე ”ატლეტიკს” თავდადებული თამაში მოუწონა: ”მათი დამსახურებით თამაში ნამდვილ სანახაობად იქცა”.
ძალიან რთული სეზონი
”ბლაუგრანას” ფეხბურთელმა აღიარა, რომ ეს სეზონი ხდება ძალიან მომთხოვნი კონკურენტების გამო. ”ნათელია, რომ გამარჯვება ძალიან ადვილი არ არის და კიდევ უფრო რთულია გასვლითი მატჩების მოგება, თუნდაც საუბრობდნენ, რომ ეს ორი გუნდის ჩემპიონატია. ყოველწლიურად ეს დიდ ძალებს ითხოვს. ამ სეზონში ყველაფერი უფრო რთულადაა, მაგრამ ჩვენ ამას მუდმივად ვაცხადებთ”.
ძველებური ამბიციები, ისეთივე სურვილი ტიტულების მოგების
ჩავიმ ”ბარსას” ქომაგებს ოპტიმისტური გზავნილი გაუკეთა და შეახსენა ყველას, რომ ”ჩვენ სუპერ გუნდი გვყავს, რომელსაც შეუძლია დიდებული შედეგების მიღწევა”. ასევე მან მიუთითა, რომ გუნდი ტიტულების მოგებას მოწყურებულია.
გაკვირვება და განცვიფრება იბრაჰიმოვიჩის განცხადებაზე
ჩავიმ ასევე იბრაჰიმოვიჩის განცხადებაზეც ისაუბრა. ”იბრაჰიმოვიჩის სიტყვები მაკვირვებს და მონცვიფრებს. ის მოხვდა შესანიშნავ გუნდში და ჩვენ ძალიან ვზრუნავდით მასზე. მე ძალიან გაკვირვებული ვარ”. ამავდორულად ”მაესტრომ” პეპ გვარდიოლა დაიცვა: ”პეპთან ჩვენ ძალიან, ძალიან ბევრი რამ ვისწავლეთ. ის გვიხსნის თამაშის პრინციპებს”.



