workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
10 წელი თბილისური სუპერ თასიდან

10 წელი თბილისური სუპერ თასიდან

დღეს 11 აგვისტოა და თავს უფლებას ვერ მივცემდით, “ბარსელონას” თბილისური საღამო არ გაგვეხსენებინა. დღეს 10 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც “ბარსამ” თბილისში “დინამო არენაზე” ითამაშა.

ზუსტად 10 წლის წინ, 2015 წლის 11 აგვისტოს, თბილისში “ბარსელონასა” და “სევილიას” შორის ყველაზე სანახაობრივი ევროპის სუპერ თასის ფინალი ვიხილეთ. 120 წუთიანი დრამატული შეხვედრა კატალონიური გუნდის გამარჯვებით ანგარიშით 5-4 დასრულდა.

ევროტურნირების ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო ფინალად აღიარებული თამაში ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის იმდროინდელ გამარჯვებულებს შორის გაიმართა. ანგარიში მატჩის დასაწყისში ბანეგამ გახსნა, რის შემდეგაც “ბლაუგრანა” მესის (2), რაფინიასა და სუარესის გოლებით 3-ბურთიანი სხვაობით წინ გავიდა. თითქოს ყველაფერი დასრულებული იყო, მაგრამ რეიესმა, გამეირომ და კონოპლიანკამ ტერ შტეგენის კარი 3-ჯერ აიღეს და შედეგად დამატებითი დრო მივიღეთ. “ბარსას” პედრომ მოაგებინა, რომელმაც მაგიურ 115-ე წუთზე გამარჯვების გოლი გაიტანა და “ბლაუგრანას” მაისურით კარიერაში ბოლო ბურთი მიითვალა.

გამოსარჩევია, რომ ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელმა ორივე გოლი ულამაზესი საჯარიმო დარტყმით გაიტანა და რა თქმა უნდა, შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.

“ბარსელონას” მაშინდელი შემადგენლობა: ტერ შტეგენი; ალვესი, პიკე, მასკერანო (პედრო 93′), მატიე; ბუსკეტსი, რაკიტიჩი, ინიესტა (რობერტო 63′); მესი, რაფინია (ბარტრა 78′), სუარესი.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (7)

  • პენდრაგონი
    პენდრაგონიshield ვეტერანი
    schedule 13 აგვ 2025, 06:19
    #7

    დაუვიწყარი თამაში იყო❤️

  • me da barca
    schedule 12 აგვ 2025, 02:06
    #6

    რა ბედნიერი ვიყავი ამ დღეს.
    ბილეთი ახლაც შენახული მაქვს.

  • Rick Sanchez
    schedule 12 აგვ 2025, 01:25
    #5

    როგორ გავმაზე ეს მატჩი😃

  • gbafbdfbcvbcvb
    schedule 11 აგვ 2025, 23:40
    #4

    აქ გამოჩნდა დაცვის სისუსტე ის ძეგლი არაფრის ამღები იყო უნდა დაეთრიათ ტიაგო სილვა და ინიგო რომ მიადგნენ არდა თურანს

  • nika 54
    schedule 11 აგვ 2025, 17:41
    #3

    ეგრე იყო მესიმ ერთი ჯარიმა მარცხენა ფრთიდან დაარტყა მეორე მარჯვენიდან, მეორე დარტყმას 15-20 მეტრიდან ვუყურებდი და სუნთქვა შემეკრა, თითქოს ვარჯიშზე იყო ისე წყნარად დაარტყა. ნეტა იამალი მივა მაგ დონეზე.

  • Mariami Kh
    schedule 11 აგვ 2025, 15:22
    #2

    საოცარი ემოციები იყო 🥹 6 წლიანი გულშემატკივრობის შემდეგ პირველად თბილისში ვიხილე ბარსას თამაში ლაივში, ემოციები დღემდე მომყვება, მახსოვს 4-1 ის დროს ვიძახდი არ მინდა მალე დასრულდეს თამაშითქო და ამიხდა. 120 წუთის განმავლობაში ვუყურებდი საკუთარი თვალებით იმას, რასაც ბარსას შემოქმედება ჰქვია 🥹 ამ დღის მერე უფრო გამიმძაფრდა სიყვარული ბარსელონას მიმართ. შემდეგ უკვე ბარსელონაში კამპ ნოუზე და მონჟუიკზე დავესწარი თამაშებს.
    იმედია წელს დავიბრუნებთ დიდებას ევროტურნირებზე და ავწევთ სანატრელ ჩლ-ს 11 წლის შემდეგ

  • Alien messi
    schedule 11 აგვ 2025, 15:16
    #1

    ყველას ვულოცავ ჩემი თამადობით ვინც ამ მატჩს დაესწროო ❤️ საოცარი მოგონებები დამიტოვა…