workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ოფიციალურად: ინიგო მარტინესმა ბარსელონა დატოვა

ოფიციალურად: ინიგო მარტინესმა ბარსელონა დატოვა

ბარსელონამ ინიგო მარტინესის კლუბიდან წასვლა ოფიციალურად დაადასტურა.

ფეხბურთელს ბარსას მაისურით გატარებული ორი სეზონის განმავლობაში გამოჩენილი პროფესიონალიზმის, ძალისხმევისა და მონდომებისთვის მადლობას ვუხდით. მას მომავალში საუკეთესოს ვუსურვებთ. მადლობა ყველაფრისთვის, ინიგო. კულე სამუდამოდ.

— წერია ოფიციალურ განცხადებაში.

ბასკი მცველი ბარსელონაში 2023 წელს გადმოვიდა. პირველ სეზონში, ჩავი ერნანდესის ხელმძღვანელობით, მან 25 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, ჰანსი ფლიკის მოსვლის შემდეგ კი გაიბრწყინა და ქომაგებს თავი შეაყვარა. გასულ სეზონში მარტინესმა გუნდთან ერთად ლა ლიგა, კოპა დელ რეი და ესპანეთის სუპერ თასი მოიგო. ჯამში, ინიგომ ლურჯ-ბროწეულისფერი მაისურით 71 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 6 ასისტი მიითვალა.

გავრცელებული ინფორმაციით, მარტინესი ალ ნასრში გადავა. ინიგოს კონტრაქტში ჰქონდა პუნქტი, რომლის თანახმადაც, საუდის არაბეთიდან მიღებული შეთავაზების შემთხვევაში, მას თავისუფალი აგენტის სტატუსით წასვლა შეეძლო. ფეხბურთელს შემოთავაზებები გასულ წელსაც ჰქონდა, ამჯერად კი მან დიდ ხელფასზე უარი აღარ თქვა. მისი წასვლა კატალონიურ გრანდს სახელფასო ფონდში დაახლოებით €14 მილიონს გამოუთავისუფლებს, რაც სხვა მოთამაშეების რეგისტრაციაში დაეხმარება.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (9)

  • nika 54
    schedule 11 აგვ 2025, 18:34
    #9

    ძალიან დიდი ბურჯი დავკარგეთ დაცვაში.

  • Barca
    schedule 10 აგვ 2025, 11:02
    #8

    ციტატა: Damien12
    სტილი რა შუაშია ?
    ფლიკის სტილი იყო როდესაც ლიგის ნახევარფინალი ამოგვაცალა ჯიბიდან ? არაუხო დაბალი IQმქონე ფეხბურთელი სტაბილურად ვერსად ვერ იქნება. ტოპი


    ციტატა: Damien12
    სტილი რა შუაშია ?
    ფლიკის სტილი იყო როდესაც ლიგის ნახევარფინალი ამოგვაცალა ჯიბიდან ? არაუხო დაბალი IQმქონე ფეხბურთელი სტაბილურად ვერსად ვერ იქნება. ტოპი


    სანამ იმ წითელს აიღებდა მაქამდე ხო კარგი იყო და კარგად თამაშობდა?

  • Damien12
    schedule 10 აგვ 2025, 08:13
    #7

    სტილი რა შუაშია ?
    ფლიკის სტილი იყო როდესაც ლიგის ნახევარფინალი ამოგვაცალა ჯიბიდან ? არაუხო დაბალი IQმქონე ფეხბურთელი სტაბილურად ვერსად ვერ იქნება. ტოპი

  • Albicelecte
    schedule 10 აგვ 2025, 02:56
    #6

    არაუხო უნდა ჩელსის და ვენებს იჭრისო, 50 ლიმონიდან იწყებს ვაჭრობას და თუ ასე მოხდა, 60-ში გაუშვებ და ყველა მოთამაშე დარეგისტრირებულ…. იქეტა წლიდან შტეგენ ნაქსუი და ეგაა;
    მეტყვით, დაცვის ცენტრში ვინ უნდა დააყენოო, მაგრამ კრისტენსენი ცოხალია და კუბარსი უკვე გამოცდილია, კუნდეც და ერიკ გარსიაც, ორივე ამპლუით ცენტრალური მცველია, ანუ მარტინსაც სინჯავს ამ პოზიციაზე და ფორტს არ ყიდიან როგროც ჩანს და ფლანგისთვის ინახავენ…
    ეს იმას ნიშნავს, რომ ბალდე-ტორენეტსი-მარტინი ფლანგი, მარტინი ხანდახან შემოიწევს ცენტრში; კუნდე-ფორტი აქეთა ფლანგი და კუბარსი-კრისტენსენი-გარსია ცენტრი, არაა ცუდი სიტუაცია

  • lesane C
    schedule 10 აგვ 2025, 01:00
    #5

    ციტატა: Barca
    არაუხო უბრაოოდ ამ სტილს ვერ ერგება რა თორე ახლა სხვაგან შეიძლება ერთ ერთი საუკეთესო მცველი იყოს


    ვერც სხვაგან ვერ იქნება, ტიპმა ის არ იცის შემტევს საიდან უნდა დაუდგეს, დუმფრიზმა ბავშვივით მოატყუა

  • Barca
    schedule 10 აგვ 2025, 00:54
    #4

    არაუხო უბრაოოდ ამ სტილს ვერ ერგება რა თორე ახლა სხვაგან შეიძლება ერთ ერთი საუკეთესო მცველი იყოს

  • marco reus 11
    schedule 10 აგვ 2025, 00:18
    #3

    კაროჩე თუუ მაინც არავის ყიდულობენ დაცვაში და ამ გუნდის დდშვც

  • პენდრაგონი
    პენდრაგონიshield ვეტერანი
    schedule 10 აგვ 2025, 00:13
    #2

    თუ ბაზარზე გასვლას არ ვაპირებთ, ან მართლა მარტინი უნდა დადგეს, ან ბე გუნდში გვყვავს ორი ცაცია მცველი, ალვარო კორტესის და ანდრეს კუენკას სახით, იმედია ამ ორიდან ერთი მაინც გაამართლებს

  • Rick Sanchez
    schedule 09 აგვ 2025, 23:45
    #1

    ობამეიანგის წასვლის მერე ამ კაცის წასვლა გამიტყდა ყველაზე მეტად, ასე არ მწყენია ტრანსფერი რამდენი ხანია…