workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ტერ შტეგენის უარი და ბარსელონას ახალი პრობლემა

ტერ შტეგენის უარი და ბარსელონას ახალი პრობლემა

“ბარსელონას” გერმანელი მეკარე და ჯერჯერობით გუნდის პირველი კაპიტანი მარკ-ანდრე ტერ შტეგენი კატალონიური კლუბისთვის პრობლემების შექმნას განაგრძობს.

Mundo Deportivo-ს ცნობით, ტერ შტეგენმა უარი თქვა, ხელი მოაწეროს ოპერაციის შემდეგ შედგენილ სამედიცინო ანგარიშს იმისათვის, რომ “ბარსამ” ეს ანგარიში ლა ლიგაში გადააგზავნოს და გერმანელი მეკარის ხელფასის 80%-ით სხვა ფეხბურთელები დაარეგისტრიროს.

მას შემდეგ, რაც ტერ შტეგენმა ოპერაციის გაკეთება გადაწყვიტა, მან ეს ინფორმაცია საჯაროდ პირველად თავად გაავრცელა და განცხადებას ისიც დაურთო, რომ 3 თვეში დაბრუნდება. სამთვიანი ტრავმა საკმარისი არაა იმისათვის, რომ “ბარსელონამ” მის ნაცვლად ლა ლიგაში სხვა ფეხბურთელი დაარეგისტრიროს. გავრცელებული ცნობებით, ტრავმის მკურნალობას რეალურად 4 თვეზე მეტი დასჭირდება, თუმცა ტერ შტეგენს არ სურს, ეს ოფიციალურად აღიაროს და დოკუმენტს ხელი მოაწეროს, რაც “ბარსას” პრობლემებს უქმნის.

Mundo Deportivo-ს ცნობით “ბარსელონამ” ტერ შტეგენის წინააღმდეგ დისციპლინური წარმოება უკვე დაიწყო, რამაც, შესაძლოა, ფეხბურთელის დაჯარიმება გამოიწვიოს. ხელმძღვანელობაში სჯერათ, რომ ფეხბურთელის ასეთი საქციელი კლუბსა და თანაგუნდელებს აზიანებს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (45)

  • ზებულონი
    schedule 09 აგვ 2025, 00:16
    #45

    კასადო როგორ უნდა გაყიდო ბარსას მომავალია.ან ინიგოს რატომ ყიდიან.უმაღლეს დონეზე ჩაატარა სეზონი

  • Rick Sanchez
    schedule 07 აგვ 2025, 21:43
    #44

    ცუდად სრულდება ეს ისტორია.

  • nika 54
    schedule 07 აგვ 2025, 14:51
    #43

    მე არვიცი ამას რისი იმედი აქვს, დავიჯერო რაშფორდი და გარსია ამას როდისმე დაუვიწყებენ, გუნდში რო მივა არ შერცხვება მაინც რო გუნდს ამხელა პრიბლემას უქმნის?

  • Damien12
    schedule 07 აგვ 2025, 07:51
    #42

    ციტატა: MESSI 2017

    ციტატა: Damien12

    ციტატა: C.PC5
    როარ დაარეგისტრირონ საერთოდ რა ფეხებს მოჭამს კლუბს? რამე სამართლებრივი ბერკეტი აქვს კლუბის მიმართ? მთავარი ხო ლალიგაა და ტებასს დაურეგისტრირებელი ფეხბურთელების ხელფასიც აინტერესებს? არ დავარეგისტრირებდი ლალიგაში და არც ლიგაზე, ხელფასს ისე მივაშავებდი და გავახმობდი სახლში აბა ეს ტრიბუნაზე აღარ მოემ*ღნერება უკევა ვიცით

    არა ეგრე მარტივად საქმე რეგისტრაცია სჭირდება ახალ ფეხბურთელებს ან B გუნდიდან რომ გადმოგყავს, ძირითადის ფეხბურთელები რომლებთანაც ადრე გქონდა კონტრაქტი გაფორმებული რეგისტირებული არიან, ანუ ყოველ წელს ხელახალი რეგისტრაცია არ მიდის, მხოლოდ ახალი ფეხბურთელების რეგისტრაცია გიწევს.

    ერთადერთი რაც შეუძლია ბარსას არის კონტრაქტის გაწყვეტა, მაგრამ მაგ შემთხვევაში 45 მილიონი უნდა გადაუხადონ შტეგენს, ხოდა მაგდენი ფული რომ არ გვაქვს იმედია ახსნა არ დამჭირდება.

    აი, ასეთ დღეში ჩააგდო შტეგენმა ბარსა, ნუ ხელმძღვანელობის ბრალი რომ არის მაგას არ უნდა ბევრი კამათი, შტეგენის იმედად არ უნდა ყოფილიყო ადეკვატური ხელმძღვანელობა.

    ახლა დაგვჩა ორი გზა – ან ვყიდით ფერმინს და კასადოს, ან ვერ ვარეგისტრირებთ გარსიას და რაშფორდს სანამ ვინმე არ დაიმტვრევა smile ოღონდ ეგ ვინმე ისეთი უნდა დაიმტვრეს დიდი ხელფასი რომ აქვს tired_face


    ხო მართლია ფეკრინი დ აკასდო უნდა გაიყიდოს 😀 სხვა ნაგავჯ არაა გუნდში😂😂 ვახ ბიჭოო გაგიჟდებ კაცი 4 კაცია გასაყდიი მნამადე და კასადო და ფერმინის გაყიდვაო😂😂😂

    ვინ არის ის 4 აბა ?
    არაუხო არ იყიდებაო თქვეს, არადა არაუხო უნდა გაეყიდათ, ხოდა თუ არაუხოს არ ვყიდით მაგალითად მარტინი რომ გავყიდოთ ეგ არ გვშველის, ანუ ისეთი ხალხი უნდა გაიყიდოს, რომლებშიც ბევრს გადაგვიხდიან და სწორედ მაგიტომ იწერება კასადოს და ლოპესის გაყიდვაზე, რომლებშიც 45 მილიონს მაინც გადაიხდიან.

  • ნინო
    schedule 07 აგვ 2025, 01:04
    #41

    იმედია შჩესნის იმედზე არ დავრჩებით