“ბარსელონას” გერმანელი მეკარე და ჯერჯერობით გუნდის პირველი კაპიტანი მარკ-ანდრე ტერ შტეგენი კატალონიური კლუბისთვის პრობლემების შექმნას განაგრძობს.
Mundo Deportivo-ს ცნობით, ტერ შტეგენმა უარი თქვა, ხელი მოაწეროს ოპერაციის შემდეგ შედგენილ სამედიცინო ანგარიშს იმისათვის, რომ “ბარსამ” ეს ანგარიში ლა ლიგაში გადააგზავნოს და გერმანელი მეკარის ხელფასის 80%-ით სხვა ფეხბურთელები დაარეგისტრიროს.
მას შემდეგ, რაც ტერ შტეგენმა ოპერაციის გაკეთება გადაწყვიტა, მან ეს ინფორმაცია საჯაროდ პირველად თავად გაავრცელა და განცხადებას ისიც დაურთო, რომ 3 თვეში დაბრუნდება. სამთვიანი ტრავმა საკმარისი არაა იმისათვის, რომ “ბარსელონამ” მის ნაცვლად ლა ლიგაში სხვა ფეხბურთელი დაარეგისტრიროს. გავრცელებული ცნობებით, ტრავმის მკურნალობას რეალურად 4 თვეზე მეტი დასჭირდება, თუმცა ტერ შტეგენს არ სურს, ეს ოფიციალურად აღიაროს და დოკუმენტს ხელი მოაწეროს, რაც “ბარსას” პრობლემებს უქმნის.
Mundo Deportivo-ს ცნობით “ბარსელონამ” ტერ შტეგენის წინააღმდეგ დისციპლინური წარმოება უკვე დაიწყო, რამაც, შესაძლოა, ფეხბურთელის დაჯარიმება გამოიწვიოს. ხელმძღვანელობაში სჯერათ, რომ ფეხბურთელის ასეთი საქციელი კლუბსა და თანაგუნდელებს აზიანებს.
კასადო როგორ უნდა გაყიდო ბარსას მომავალია.ან ინიგოს რატომ ყიდიან.უმაღლეს დონეზე ჩაატარა სეზონი
ცუდად სრულდება ეს ისტორია.
მე არვიცი ამას რისი იმედი აქვს, დავიჯერო რაშფორდი და გარსია ამას როდისმე დაუვიწყებენ, გუნდში რო მივა არ შერცხვება მაინც რო გუნდს ამხელა პრიბლემას უქმნის?
არა ეგრე მარტივად საქმე რეგისტრაცია სჭირდება ახალ ფეხბურთელებს ან B გუნდიდან რომ გადმოგყავს, ძირითადის ფეხბურთელები რომლებთანაც ადრე გქონდა კონტრაქტი გაფორმებული რეგისტირებული არიან, ანუ ყოველ წელს ხელახალი რეგისტრაცია არ მიდის, მხოლოდ ახალი ფეხბურთელების რეგისტრაცია გიწევს.
ერთადერთი რაც შეუძლია ბარსას არის კონტრაქტის გაწყვეტა, მაგრამ მაგ შემთხვევაში 45 მილიონი უნდა გადაუხადონ შტეგენს, ხოდა მაგდენი ფული რომ არ გვაქვს იმედია ახსნა არ დამჭირდება.
აი, ასეთ დღეში ჩააგდო შტეგენმა ბარსა, ნუ ხელმძღვანელობის ბრალი რომ არის მაგას არ უნდა ბევრი კამათი, შტეგენის იმედად არ უნდა ყოფილიყო ადეკვატური ხელმძღვანელობა.
ახლა დაგვჩა ორი გზა – ან ვყიდით ფერმინს და კასადოს, ან ვერ ვარეგისტრირებთ გარსიას და რაშფორდს სანამ ვინმე არ დაიმტვრევა
ოღონდ ეგ ვინმე ისეთი უნდა დაიმტვრეს დიდი ხელფასი რომ აქვს 
ხო მართლია ფეკრინი დ აკასდო უნდა გაიყიდოს 😀 სხვა ნაგავჯ არაა გუნდში😂😂 ვახ ბიჭოო გაგიჟდებ კაცი 4 კაცია გასაყდიი მნამადე და კასადო და ფერმინის გაყიდვაო😂😂😂
ვინ არის ის 4 აბა ?
არაუხო არ იყიდებაო თქვეს, არადა არაუხო უნდა გაეყიდათ, ხოდა თუ არაუხოს არ ვყიდით მაგალითად მარტინი რომ გავყიდოთ ეგ არ გვშველის, ანუ ისეთი ხალხი უნდა გაიყიდოს, რომლებშიც ბევრს გადაგვიხდიან და სწორედ მაგიტომ იწერება კასადოს და ლოპესის გაყიდვაზე, რომლებშიც 45 მილიონს მაინც გადაიხდიან.
იმედია შჩესნის იმედზე არ დავრჩებით