ფერან ტორესი ბარსელონას კაპიტნობისთვის იბრძოლებს

ფერან ტორესი ბარსელონას კაპიტნობისთვის იბრძოლებს

“ბარსელონაში” ჯერ კიდევ გაურკვეველია, ვინ იქნება კაპიტანი 2025/26 წლების სეზონის დასაწყისში, რადგან მარკ-ანდრე ტერ შტეგენის გარშემო დაძაბულობა გრძელდება.

გერმანელმა მეკარემ უკვე გაიკეთა ზურგის ოპერაცია და სეზონის დასაწყისს გამოტოვებს, თუმცა ეს მხოლოდ ნაწილია მის ისტორიაში. ტერს შტეგენი უკმაყოფილოა კლუბის გადაწყვეტილებით – “ბარსელონა” ცდილობს მისი გაშვებას, რადგან უკვე შეიძინა ჟოან გარსია, ხოლო ჰანსი ფლიკმა გერმანელს აუწყა, რომ მესამე მეკარე იქნება.

მან საჯაროდ განაცხადა, რომ სამი თვე ვერ ითამაშებს, რაც ბევრმა ჩათვალა, რომ მიზნად ისახავდა “ბარსელონას” მიერ საგანგებო ტრავმის წესის გამოყენების დაბლოკვას, რათა კლუბს მისი ხელფასის სივრცის გამოყენება არ შესძლებოდა ჟოან გარსიას რეგისტრაციისთვის.

კაპიტანი არჩეული ჯერ არ არის

ამ დაპირისპირებამ გამოიწვია ხმები, რომ ტერს შტეგენი შესაძლოა კაპიტნობის სტატუსსაც დაკარგავს. ჰანსი ფლიკმა ამ დღეებში თქვა, რომ გადაწყვეტილება გუნდში კენჭისყრით უნდა გადაწყდეს.

ფეხბურთელები მხარს ტერს შტეგენს უჭერენ

ფრენკი დე იონგმა, “ბარსელონას” 7-3 გამარჯვების შემდეგ “სეულთან”, განაცხადა:

ჩემთვის მარკი კაპიტანია, ისევე როგორც გასულ სეზონში. ის მსოფლიო დონის მოთამაშეა და ყოველთვის ყველაფერს აკეთებს კლუბისთვის. მე მხარს ვუჭერ მარკს და, რაც ვიცი, გუნდიც ასე ფიქრობს.


ტორესიც გამოჩნდა კაპიტნის თემაში

ამავე თამაშში კაპიტნის სამკლაური პირველ ტაიმში რონალდ არაუხოს ეკეთა, მეორეში – გავის, ხოლო ბოლო ათ წუთში – ფერან ტორესს.

ტორესმა აღიარა, რომ ჯერ არ იცის, იქნება თუ არა კენჭისყრა, მაგრამ კაპიტნობის სურვილი მიანიშნა:

როცა “ბარსელონას” მაისურის ჩაცმაც დიდი პატივია, წარმოიდგინეთ რას ნიშნავს კაპიტნის სამკლაური. ეს მამოტივირებს ვიმუშაო უფრო მეტი და იმედია, მომავალში კიდევ ბევრჯერ მექნება მისი ტარების შანსი.


უახლოესი თამაშები

  • აგვისტოს 4 – “დეგუ” vs “ბარსელონა” (ტურის დასასრული)

  • აგვისტოს 10 – ჟოან გამპერის თასი – “ბარსელონა” vs “კომო”

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი

კომენტარები (5)

  • პენდრაგონი
    პენდრაგონი ვეტერანი
    04 აგვ 2025, 00:53

    ძირითადში ჩაჯექი შენ და გეყოფა

  • MESSI 2017
    03 აგვ 2025, 20:32

    ციტატა: Rick Sanchez
    1. რაფინია
    2. ინიგო
    3. ლევა
    4. გავი
    აი ეს უნდა იყოს კაპიტნების ოთხეული წესით, მაგრამ ყ*ეობა წესების მიხედვით ფრენკის და არაუხოს უწევთ.


    გავი არანაირად გავის მაგივრად პედრი ან ფრენკი უნდა იყოს

  • nika 54
    03 აგვ 2025, 10:57

    ამან ლევანდოვსკი შეცვალოს დასტოინად და კაპიტანი კი არა მაიორი გახდეს თუ უნდა.

  • Rick Sanchez
    03 აგვ 2025, 00:32

    1. რაფინია
    2. ინიგო
    3. ლევა
    4. გავი
    აი ეს უნდა იყოს კაპიტნების ოთხეული წესით, მაგრამ ყ*ეობა წესების მიხედვით ფრენკის და არაუხოს უწევთ.

  • MESSI 2017
    02 აგვ 2025, 22:09

    იმ კლუბის დდშვც სადაც ფერან ტორესი და არაუხო კაპიტნები იქნებიან❤️ და კასადოს ნაირი ბიჭებს გასაყიდად სვამენ