“ბარსელონა” განაგრძობს კონტრაქტების განახლებას და ამჯერად შეთანხმებას მიაღწია 24 წლის მცველ ერიკ გარსიასთან. “ლა მასიადან” წასვლის შემდეგ, ის “მანჩესტერ სიტიში” გადავიდა, სადაც პეპ გვარდიოლას ხელმძღვანელობით დროდადრო თამაშობდა. 2021 წელს, კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ, გარსია “ბარსელონაში” უფასოდ დაბრუნდა.
ერიკ გარსიას ახალი კონტრაქტი
გამოცემა Sport-ის ინფორმაციით, “ბარსელონამ” და გარსიამ უკვე მიაღწიეს შეთანხმებას ხუთწლიან ხელშეკრულებაზე, რომელიც ძალაში იქნება 2030 წლამდე. მიუხედავად იმისა, რომ იანვარში მისი წასვლა თითქმის გადაწყვეტილი ჩანდა, საბოლოოდ გარსიამ ჰანსი ფლიკის ნდობა მოიპოვა – ცენტრალურ მცველად, მარჯვენა მცველად და ნახევარმცველად თამაშით.
ფლიკი აფასებს გარსიას მრავალმხრივობას
გერმანელ მწვრთნელს კონკრეტულად დაუდასტურებია კლუბისთვის, რომ სურს გარსიას შენარჩუნება, რადგან აფასებს მის ტაქტიკურ გონებას და პოზიციურ მოქნილობას.
გარსიას ახალი როლი?
გარსია ერთ-ერთი პირველი გახდება, ვინც ჟიულ კუნდეს განახლებული კონტრაქტის შემდეგ საკუთარ ხელშეკრულებას გაახანგრძლივებს. ასევე მოსალოდნელია ფრენკი დე იონგის კონტრაქტის განახლებაც. ამ სიახლეს თან დაემთხვა ექტორ ფორტის შესაძლო გაყიდვის ამბავი, რაც მიუთითებს, რომ გარსია შესაძლოა გახდეს კუნდეს მთავარი შემცვლელი მარჯვენა ფლანგზე. გაზაფხულზე სწორედ მარჯვენა მცველი ითვლებოდა “ბარსას” ერთ-ერთ სატრანსფერო პრიორიტეტად, თუმცა გარსიას კარგი თამაშის შემდეგ, კლუბმა, შესაძლოა, გადაწყვეტილება შეცვალოს.
ამას გახანგრძლივება ნამდვილად ეკუთვნის, სად და როგორ ითამაშებს ამას იმედია ფლიკი გადაწყვეტს.
არ არის გარსია იმ დონის ფეხბურთელი რა დონეც დაიხატა წინა სეზონში მაგრამ სკამისთვის ასეთი უნივერსალები მშვენიერია. მე პირადად კასადოს გავის და სხვა ახალგაზრდებს უფრო მეტ დროს მივცემდი ვიდრე გარსიას. ფლანგის მცველადაც საერთოდ არ მგონია სწორი მისი მოსაზრება. კუნდე კი კარგია მაგრამ რეალურად მაინც მძიმე მცველია და ალვეშივით შემტევი სტილის არცერთი მარჯვენა ფლანგის მცველი არ გვყავს.
100% საჭირო და ერთგული კაცია.
ამ კაცს ძმაო არასდროს დაუწუწუნია და პრეეტენზია არ ქონია არაფერზე! წადიო უთხრეს წავიდა,მოდიო უთხრეს მოვიდა,ხელფასი დაიკელიო დაიკლო,ზამენა იქნები კი ბატონო ვიქნებიო, ითამაშეო ითამაშა…ეხა დანი ალვეში არაა და არც პუიოლი მარა რასაც აკეთებს მართლა გულით აკეთებს და ეტყობა! ზოგივით ჭუ ჭუ ებ ის წელვა არ დაუწყია <3
Rick Sanchez, ChatGPT-ს იყენებს
ერიკ გარსიამ ბარსელონასთან კონტრაქტი 2030 წლამდე ახანგრძლივებს – შენში ქართული სისხლი ჩუხჩუხი?
ძალიან კარგი ფეხბურთელი გახდა. დაცვის ცენტრშიც კარგია, საყრდენზეც და მარჯვენა მცველზეც. რობერტოს როლის ფეხბურთელია გუნდში
ესეთი ფეხბურთებელი ყველა გუნდს ჭირდება. სათადარიგოზე ჯდომას არასოდეს ითალიკლებს, მწვრთნელთან და გუნდთან კარგი ურთიერთობა აქვს, კარაგდ ვარჯიშობს, ყველგან მზადაა სათამშოდ და რეალურად საკმოად კარგი ხარისხის ფეხბურთს თამაშობს. ეკუთვნის კონტრაქტი!