workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
HERE WE GO! – მარკუს რაშფორდი ბარსელონაში გადმოდის

HERE WE GO! – მარკუს რაშფორდი ბარსელონაში გადმოდის

“მანჩესტერ იუნაიტედის” შემტევი მარკუს რაშფორდი მომდევნო სეზონში “ბარსელონაში” ითამაშებს. ავტორიტეტული სპორტის ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ცნობით ტრანსფერის საკითხი უკვე გადაწყვეტილია.

იტალიელი ჟურნალისტის ინფორმაციით კლუბები იჯარაზე შეთანხმდნენ. “ბარსელონას” ფეხბურთელის გამოსყიდვის უფლება ექნება და არა ვალდებულება. სიტყვიერი შეთანხმება უკვე არსებობს, ახლა კი მცირე დეტალებია დარჩენილი, როგორიცაა ფეხბურთელის ხელფასის საკითხი და გამოსყიდვის უფლების დეტალები.

“ბარსელონამ” სამედიცინო შემოწმების დაგეგმა უკვე დაიწყო, “იუნაიტედი” კი ფეხბურთელს კატალონიაში გამგზავრების უფლებას აძლევს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (84)

  • Rivaldo
    schedule 19 ივლ 2025, 21:33
    #40

    წარმატებები❤️ მშვენიერი გარიგებაა, ფლანგზეც შეუძლია თამაში და ფორვარდადაც. იმედია კრეტინი ნიკო გაისად დაინახავს ამის აღმართულ ჩემიონთა თასს და ბოღმისგან სახლში მისული საერთო დედის ტრა კს დააფარებს თავის ერთუჯრედიან ბოღმა ძმას. 😝

  • Frenkie de Jong_
    schedule 19 ივლ 2025, 21:32
    #39

    როდრიგოს მართლა გაუკეთა ბარსამ შეთავაზება!??
    აჭრელებულია ყველაფერი

  • jacky iakovenko
    schedule 19 ივლ 2025, 21:21
    #38

    ციტატა: me da barca
    ვნახოთ რას იზამს, თუმცა მე დიდად არ მეიმედეა ამისი. ინგლისელი ბარსაში??? განსხვავებული სტილი, გუნდი, ქვეყანა. ვნახოთ საქმეში, როგორ მოერგება გუნდს, სტილს. მე სკეპტიკურად ვუყურებ, შეიძლება ვცდები და კიდევ, იმედია ამის კატასტროფა ხელფასს გაღატაკებული ბარსა არ გადაიხდის მთლიანად და ცამდე ასულ სახელფასო ჭერს კიდევ არ აწევს გასიებული ლაპორტა.


    ამან ხელფასი კატასტროფა კიარა პირიქით შეიმცირა რო პრობლემა არ შექმნილიყო ტრანსფრში

  • me da barca
    schedule 19 ივლ 2025, 21:20
    #37

    ვნახოთ რას იზამს, თუმცა მე დიდად არ მეიმედეა ამისი. ინგლისელი ბარსაში??? განსხვავებული სტილი, გუნდი, ქვეყანა. ვნახოთ საქმეში, როგორ მოერგება გუნდს, სტილს. მე სკეპტიკურად ვუყურებ, შეიძლება ვცდები და კიდევ, იმედია ამის კატასტროფა ხელფასს გაღატაკებული ბარსა არ გადაიხდის მთლიანად და ცამდე ასულ სახელფასო ჭერს კიდევ არ აწევს გასიებული ლაპორტა.

  • Lasha Mamuladze
    schedule 19 ივლ 2025, 21:03
    #36

    ამან ეხლა 2 სეზონი რო ითამაშოს ნორმალურად არ იქმება ცუდი, ალტერნატივებიდან და სიტუაციიდან გამომდინარე კარგი შენაძენი მგონია რაშფორდია ბოლოს და ბოლოს…ვნახოთ იმედია ბაბუა ფლიკი ხოდზე მოიყვანს თან ესეც ისეთი მოტივაციით და შემართებით იქნება კანიდან გამოძვრება მგონია, და ხო კიდე ვენაცვალე ყველა ესეთ ერთგულ ფანს რააა ყოჩაღ ამ ბიჭს

  • Bequsha904
    schedule 19 ივლ 2025, 20:57
    #35

    კეთილი იყოს შენი მობრძანება, მთელი გულით გელოდებით ❤️ დარწმუნებული ვარ ნიკოს აჯობებს და აგერ ნახავთ

  • C.PC5
    schedule 19 ივლ 2025, 20:48
    #34

    მე პირადად მიხარია ამის მოსვლა, ერთი ის რომ დიდი შანსია ფლიკის რეჟიმმა გადაურჩინოს კარიერა, ეს რომ ფორმაშია ორი წლის წინ კი გამოვცადეთ ჩვენ თვითონ ევროპალიგაზე რაც გააკეთა, მეორე ის რომ დიაშის ან ნიკოს მსგავსი მხოლოდ ფლანგზე მოთამაშე ჩვენ ახლა დიდად არ გვჭირდებოდა, ეს უნივერსალია და ყველგან კარგი იქნება სადაც დაგვჭირდება წინა ხაზზე, მესამე ის რომ ფინანსურად ბევრად კარგი ვარიანტია, მეოთხე ის რომ იმ ორისგან განსხვავებით გულით უნდა ბარსაში თამაში. ამდენი მიზეზი მარტო მე ჩამოვთვალე და კიდე იქნება სხვაც ალბათ, ამაზე უფრო საეჭვო ტრანსფერებიც ვნახეთ ბოლო წლებში რომლებმაც გაამართლეს და არავისზე ნაკლებია რაშფორდი, ფელიშივით მაინც ითამაშებს თუ უკეთესად ვერ.

  • jacky iakovenko
    schedule 19 ივლ 2025, 20:42
    #33

    ლინეკერი რა კაცია 😂ინსტაგრამზე პროფილის ფოტოთ მისი და რაშფორდის სურათი დაიყენა 😍

    ტიპმა თავისი ხელფასიც კი შეიმცირა ბარსაში ოღონდ აქ გადმოსულიყო …. აი ასეთები არიან ზუსტად ნამდვილი ფეხბურთელები !!! ასეთი იყო ოლმო თავის დროზე როცა იცოდა რა პრობლემებიც შეიძლებოდა შექმნოდა და შეექმნა კიდეც მარა მაინც არ თქვა უარი გადმოსვლაზე

  • M10 S9 D11
    schedule 19 ივლ 2025, 19:48
    #32

    სულ არაფერს ჯობია ბოლო-ბოლო უნივერსალია შეტევაში ფლანგზეც ათამაშებენ და ცენტრშიც თან მთელი გულით უნდოდა გადმოსვლა და რავი იმედია გაამართლებს

    ისე სიმონსზეც დაიწერა ბარსას უნდა მოყვანაო და ძალიან გამისწორდება თუ მოიყვანეს

  • Messi 10
    schedule 19 ივლ 2025, 19:45
    #31

    ბალდეს ოცნება აუხდინა ფლიკმა და დეკუმ 😂😂😂😂

  • BojanKrkic
    schedule 19 ივლ 2025, 19:43
    #30

    ისეთი გულით მოდის ესბიჭი იმედიმაქვს ათამაშდება.. ნიჭიერი როა ფაქტია უბრალოდ არწაუვიდა კარიერა კარგად.. თუ მოინდომებს ვფიქრობ ბევრს შეგვმატებს

  • OldMember
    schedule 19 ივლ 2025, 19:39
    #29

    რომეუ რატო არ მიდის? ნომინალური მარჯვენა მცველი რატო არ მოყავთ? კუნდემ კიდე ზედიზედ 65 თამაში უნდა ჩაატაროს? რავიცი გარსიას და მარტინს ასე თუ ენდობა ფლიკი დაე იყოს…

  • La Pulga10
    schedule 19 ივლ 2025, 19:36
    #28

    სხვა ვარიანტი არაა რას ვიზამთ. ისევ იჯარა. სადაც ტორესი აათამაშა ფლიკმა,იქაც რაშფორდს მოხოდავს.

  • anlevan
    schedule 19 ივლ 2025, 19:30
    #27

    19-ს თუ აიღებს კარგი ჟესტი იქნება barca-4

  • Frenkie de Jong_
    schedule 19 ივლ 2025, 19:22
    #26

    ციტატა: araujo4
    ისე ბოლოს ინგლისელმა ვინ ითამაშა ბარსაში?)) მე რაც ყურებ 2003 წლიდან არ მახსენდება ინგლისელი


    ლინეკერის მერე მე არავინ მახსენდება

  • Messi 10
    schedule 19 ივლ 2025, 19:15
    #25

    დასაფასებელია ჯერ მარტო ის რომ გულით და სულით უნდოდა ჩვენთან მოსვლა და ყველაფერზე დათანხმდა სხვა ვირთხებისგან განსხვავებით და მერე მეორე საკმაოდ ბიუჯეტურად შეგვიძლია გამოვძვრეთ თუ ათამაშდა… ფორმაში მყოფი რაშფორდი დიასს და ნიკოს ერთად ჯობია 🙂 დემბელე, რაფინია, ფერან ტორესი აათამაშეს წესიერმა მწვრთნელებმა და ვისაც რაშფორდის თინეიჯერობა გვახსოვს ვიცით რა ნიჭის პატრონია… ფსიქოლოგიურად სუსტია მაგრამ გერმანელი მოქოქავს თან საკმაოდ შეკრულ გუნდში მოდის სადაც ყველა ძაან ჩაძმაკაცებულია ერთმანეთთან და ზედმეტი დაძაბული გარემოც არაა რასაც მანიუში მიჩვეულია ამიტომ რავი მგონია რომ გაამართლებს თან მონდომება ექნება საოცარი დარწმუნებული ვარ ღმერთმა საოცარი ქამბექის შანსი მისცა ♥️💙 მიდი რაშფორდ დაადუმე კრიტიკოსები

  • rivaldo80
    schedule 19 ივლ 2025, 19:11
    #24

    სკამზე ამაზე უკეთეს ვის მოიყვანდა კაცი ეს თუ გაიხსნა უდიდესი ტალანტია ტიპს ყველაფერი აქვს მთავარია ფსიქოლოგოურად მოიხოდოს.

  • Mascerano
    schedule 19 ივლ 2025, 19:09
    #23

    ეს თუ მოვიდა დაამტკიცებს რომ დრაკის მოთამაშე ნიკოზე უკეთესი ტრანსფერია. ვისაც ბარსაში თამაში უნდა ყველარისკზე მიდის, როდესაც ასეთი გულით მოდიან უმეტესად ამართლებენ.

  • Nikolay
    schedule 19 ივლ 2025, 18:58
    #22

    Ამას მგონი ფორვარდზეც შეუძლია თამაში და უნივერსალია რა, ნეტა ათამაშდეს როგორც საჭიროა

  • jacky iakovenko
    schedule 19 ივლ 2025, 18:57
    #21

    ციტატა: araujo4
    ისე ბოლოს ინგლისელმა ვინ ითამაშა ბარსაში?)) მე რაც ყურებ 2003 წლიდან არ მახსენდება ინგლისელი


    ბოლო ინგლისელი ვინც ბარსაში იყო არი გარი ლინეკერი 80-იანებში 😂