მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
”ატლეტიკი” 5 სეზონია ”სან მამესზე” ვერ ამარცხებს”ბარსას”

”ატლეტიკი” 5 სეზონია ”სან მამესზე” ვერ ამარცხებს”ბარსას”

”ატლეტიკი”, რომელიც დღეს ”ბარსელონას” უმასპინძლებს ”სან მამესზე” კატალონიელების დამარცხებას შეეცდება, რომელთა დამარცხებასაც საკუთარ კედლებში უკვე 5 სეზონია ვერ ახერხებს.

მასპინძლების ბოლო გამარჯვება 2006 წლის 20 მაისს, პრიმერას ბოლო ტურში დაფიქსირდა. მაშინ ხაიერ კლემენტეს ”ატლეტიკმა” ფრან რაიკაარდის ”ბარსელონა” დაამარცხა, რომელსაც უკვე მოგებული ჰქონდა პრიმერა და ჩემპიონთა ლიგა.

ბასკებმა ეტო’ოს გოლს ირაოლას და ფელიპეს, ასევე ოლეგერის ავტოგოლით უპასუხეს. ის გოლი კამერუნელს იმ სეზონის პრიმერას საუკეთესო მომბარდირის პოზიციების გამყარებაში დაეხმარა.

მას შემდეგ ”ბარსა” არ დამარცხებული ”ბილბაოსთან”. 2007-08 (ლორენტე-ბოიანი) და 2009-10 (ტოკერო-ალვეში) სეზონებში ფრე დაფიქსირდა, ხოლო დანარჩენ სამ შეხვედრაში გამარჯვება კატალონიელებს დარჩათ.

2006-07 სეზონში რაიკაარდის გუნდმა 3:1 გაიმარჯვა (იესტე-პუიოლი, გუდიონსენი, სავიოლა), 2008-09 სეზონში გვარდიოლას გუნდმა ეტო’ოს გოლის წყალობით გაიმარჯვა, ხოლო ბოლოს 2010 წლის 25 სექტემბერს აღმოჩდნენ კატალონიელები ბასკებზე ძლიერები (გაბილონდო-კეიტა, ჩავი, ბუსკეტსი).

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში