ბარსელონა შვედ ტალანტს იმატებს

ბარსელონა შვედ ტალანტს იმატებს

“კოპენჰაგენის” იმედისმომცემი შვედი ფეხბურთელი რუნი ბარდჯი, დიდი ალბათობით, კარიერას “ბარსელონაში” გააგრძელებს.

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, 19 წლის ტალანტის “ბარსაში” ტრანსფერი ბოლო ეტაპზეა და უკანასკნელი დეტალები უახლოეს დღეებში დაზუსტდება. ბარდჯი “ბლაუგრანას” ივლისიდან შეუერთდება.

ბარდჯი პოზიციით მარჯვენა გარემარბია, რომელზეც შვედეთში დიდ იმედებს ამყარებენ.

Transfermarkt რუნი ბარდჯის 7.5 მილიონ ევროდ აფასებს.

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი

კომენტარები (12)

  • Rick Sanchez
    25 ივნ 2025, 14:30

    სკამზე დაგვაქცევს 2 მილიონიანი კაცი?

  • nika 54
    24 ივნ 2025, 15:49

    არვიცი ამან როგორ მოიშუშა ჯვარედინი მყესების გაწყვეტა, მაგრამ ნიკო რომ მთავარი სამიზნეა ამაზე დროს რატომ კარგავენ ვერ ვხვდები. მოიყვანონ ის უბედური "უმცროსი ძმა" დააკომპლექტონ საბოლოოდ გუნდი და მერე გინდა ბერგვალები მოიყვანონ და უნდათ ჟუტგლები

  • ვისკა ბარსა
    24 ივნ 2025, 15:32

    ციტატა: Albicelecte
    აზრს ვერ ვხედავ, მარჯვენა ფლანგი ხომ ლამინირებულია?


    შემცვლელი იქნება ალბათ იამალის და კუნდეს ფლანგზეც ჩვეულებრივად თამაშობს

  • პენდრაგონი
    პენდრაგონი ვეტერანი
    23 ივნ 2025, 23:48

    მოიყვანონ და ვნახოთ რას იზამს

  • basa7
    23 ივნ 2025, 23:13

    ძაან მაგარი ბიჭია, ძაან მაგარი.

    ვინგერი არაა, მარჯვენა მცველს და ნახ მცველს თამაშობს.

  • Albicelecte
    23 ივნ 2025, 18:39

    აზრს ვერ ვხედავ, მარჯვენა ფლანგი ხომ ლამინირებულია?

  • no name
    23 ივნ 2025, 18:26

    2 მილიონი ევრო უჯდებათ და ბარსა ბ-ში ითამაშებს თავიდან. ტრავმიანია, მაგრამ თუ ჯანმრთელად იქნება ნებისმიერ დროს გავყიდით 20-30 მილიონად. ტრავმამდე რეალს და ბაიერნს უნდოდა მისი დამატება.ჩემპ ლიგაზე ფაქტიურად ამის გოლით გავიდა კოპენჰაგენი მერვედფინალში (2023-ში მანჩესტერთან).

  • Mascerano
    23 ივნ 2025, 18:08

    ეს ფატისავით ტრავმიანია, ამის მოყვანის აზრს ვერ ვხედავ, ერთადერთი მიზანი აქვს ალბათ ლაპორტამ და დეკომ ფული მოტეხოს

  • DesmondHume
    23 ივნ 2025, 18:04

    ციტატა: Levani
    Ჰაილაითები ძალიან კარგი აქვს პროსტა იამალის პოზიციაა და ღირს ამის სკამზე გაფუჭება?


    არ აწყენს იამალს კონკურენცია და ცოტა დასვენება, შეტევაში სკამის დანაკლისი სეზონის ბოლოს ყოველთვის უარყოფითად იჩენს თავს

  • me da barca
    23 ივნ 2025, 17:08

    მეგონა ბარსა ბ-სთვის დაიმატეს.

  • Levani
    23 ივნ 2025, 17:05

    Ჰაილაითები ძალიან კარგი აქვს პროსტა იამალის პოზიციაა და ღირს ამის სკამზე გაფუჭება?

  • Barca
    23 ივნ 2025, 16:37

    ვილიამსზე რა ისმის