workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ეუსებიო: “ჩვენ მოსაგებად ჩამოვედით და მიზნის მიღწევამდე ცოტა დაგვაკლდა”

ეუსებიო: “ჩვენ მოსაგებად ჩამოვედით და მიზნის მიღწევამდე ცოტა დაგვაკლდა”

როგორც მოგეხსენებათ ორი დღის წინ გაიმართა ლიგა ადელანტეს ერთ–ერთი შეხვედრა, სადაც “ბარსელონას” ახალგაზრდულმა გუნდმა, სტუმრად “კორდობასთან” ქულები გაიყო. კატალონიელებმა თავიდანვე შეტევებით დაიწყეს და უკვე მე–5 წუთზე რაფინიას შესანიშნავ გადაცემას ჟერარდ დეულოფეუს გოლი მოჰყვა. შემდეგ “ბლაუგრანას” დუბლები ბურთს მშვიდად აგორავებდნენ, მაგრამ მეტოქემ მაინც მოახერხა რამდენიმე სახიფათო დარტყმის განხორციელება, რომლებსაც ოიერი შესანიშნავად გაუმკლავდა. 70–ე წუთამდე სტუმრები ჩვეულ სტილში თამაშობდნენ, ქმნიდნენ მომენტებს, თუმცა ვერ იყენებდნენ და ამის გამო დაისაჯნენ კიდეც. ანგარიში ბორხამ გაათანაბრა. მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა “ლურჯ–ბროწეულისფერების” მთავარმა მწვრთნელმა ეუსებიომ.

 

“ამ შეხვედრაში ორივე გუნდს ჰქონდა მოგების შანსი. ჩვენ სამი ქულისათვის ვიყავით ჩამოსულები და თავიდანვე ძლიერად შევუტიეთ, რამაც შედეგი გამოიღო და დეულოფეუმ ანგარიში გახსნა. “კორდობამ” ბოლომდე იბრძოლა. მათ სჯეროდათ, რომ შეძლებდნენ თამაშში გარდატეხის შეტანას და გაგვიტანეს კიდეც. მეორე ნახევარში, მასპინძლებს მოგებაც კი შეეძლოთ. ოიერმა ბრწყინვალედ ჩაატარა მატჩი და მისი დიდი დამსახურებაა ბარსელონაში ერთი ქულით რომ დავბრუნდით.” –განაცხადა ეუსებიომ.

 

შეგახსენებთ, რომ “ბარსა ბ” ჩემპიონატის დაწყებიდანვე ცუდად თამაშობდა. მათ ზედიზედ რამდენიმე მნიშვნელოვანი მატჩი წააგეს. შემდეგ, როგორც იქნა გონს მოეგნენ და სამი შეხვედრა გადაბმულად მოიგეს. ახლა კი, სტუმრად 1 ქულა მოიპოვეს და ცხრილში 15 ქულით მე–14 ადგილს იკავებენ.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward