კარდოზუ ვარელას ირგვლივ მიმდინარე უცნაური სიტუაცია გრძელდება. 16 წლის პორტუგალიელი ვინგერი, რომელიც ადრე ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო აკადემიაში – “პორტუში” თამაშობდა, მოულოდნელად გადავიდა ხორვატიულ მესამე დივიზიონში კარიერის გასაგრძელებლად, რის შემდეგაც “დინამო ზაგრებმა” დაიმატა.
“ბარსელონას” მჭიდრო ურთიერთობა აქვს აგენტ ენდი ბარასთან, რომელიც წარსულში მიკაილ ფაიეს, დანი ოლმოსა და ჟოან გარსიას აგენტიც იყო. ვარელა დიდი ხანია მათ ყურადღების ქვეშ ჰყავთ და ამჟამად, არსებული ცნობებით, “ბარსელონა” დინამოსთან მოლაპარაკებებს აწარმოებს მის ტრანსფერზე.
“ბარსელონა” დინამოსთან მოლაპარაკებებს აწარმოებს
ამ ეტაპზე “ბარსელონა” ტრანსფერის ბოლო დეტალების შეთანხმებას ცდილობს. შეთანხმების მიხედვით, “ბარსა” გადაიხდის 5 მილიონ ევროს ფიქსირებულად, დამატებით კი კიდევ 20 მილიონი ევრო გაიწერება ბონუსებად. აგენტი ბარა ხუთშაბათს შენიშნეს, როცა ის “ბარსელონას” სპორტულ დირექტორ დეკუს და კლუბის პრეზიდენტ ჟოან ლაპორტას ხვდებოდა. ტრანსფერის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, ვარელა მიმდინარე სეზონს “დინამოში” ჩაატარებს, შემდეგ ზაფხულს კი კატალონიაში გადავა.
პორტუ FIFA-ს ჩარევით იმუქრება
“პორტუს” განცხადებით (წყარო: Record / Mundo Deportivo), კლუბის პრეზიდენტმა ანდრე ვილაშ-ბოაშმა ოფიციალური წერილი გაუგზავნა “ბარსელონას”, რომელშიც თავისი უკმაყოფილება გამოხატა მიმდინარე პროცესის მიმართ. “პორტუ” მზად არის “ბარსასთან” ურთიერთობა გაწყვიტოს, თუ ტრანსფერი განხორციელდება, რადგან ისინი ვარელას კვლავ საკუთარ მოთამაშედ თვლიან. ამასთან, საქმე უკვე FIFA-ს წარმოებაშია.
“პორტუ” ბრალს სდებს ვარელას იურისტებს, რომ ისინი ბოროტი ზრახვებით მოქმედებენ და მის ტრანსფერს მხოლოდ ფინანსური სარგებლისთვის იყენებენ. “პორტუს” მტკიცებით, ფეხბურთელი ფაქტობრივად “გატაცებული” იქნა და ხორვატიაში მისი გადაყვანა აგენტებისა და იურისტების ინტერესს ემსახურებოდა. მიუხედავად იმისა, რომ UEFA ჯერჯერობით საქმეში არ ჩარეულა, FIFA-მ გამოძიება უკვე დაიწყო.
“ბარსელონა” გეგმავს ტრანსფერის დასრულებას
კატალონიური მედიის ცნობით, მიუხედავად “პორტუს” მუქარისა, “ბარსელონა” მაინც აპირებს ტრანსფერის განხორციელებას და თვლის, რომ FIFA-ს თავდაპირველი გადაწყვეტილება მათ ამის უფლებას აძლევს.
საფრთხე – სატრანსფერო აკრძალვა
ჯერჯერობით უცნობია, რა შედეგებს მოუტანს “ბარსელონას” ეს ტრანსფერი, თუ FIFA “პორტუს” საჩივარს გაიზიარებს. აღსანიშნავია, რომ 2017 წელს “ბარსელონამ” უკვე მიიღო ერთწლიანი სატრანსფერო აკრძალვა, როცა FIFA-მ დაადგინა, რომ კლუბმა კანონდარღვევით დაიმატა არასრულწლოვანი ფეხბურთელები აზიიდან.
რას გავს ეს მახინჯი, 16 კი არა 27 წლისას გავს.
მოვიდეს, ვნახოთ როგორ განვითარდება
ამდენი პრობლემაა და ესენი კიდევ 16 წლის ბავშვებს ეჩალიჩებიან ისედაც ფიფა, უეფას მიზანში ვყევართ ამოღებული როგორ გაგვამწარონ იმის ფიქრში.