workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

error დღეს თამაშია!
MATCHDAY
ლა ლიგა schedule 23:00

ბარსელონა

ბარსელონა ლოგო
--:--
ბილბაო ლოგო

ბილბაო

arrow_forward მატჩ-ცენტრი
ესპანეთი ფინალში დამარცხდა — პორტუგალია ერთა ლიგის გამარჯვებულია

ესპანეთი ფინალში დამარცხდა — პორტუგალია ერთა ლიგის გამარჯვებულია

ცოტა ხნის წინ დასრულდა “ალიანც არენაზე”, ერთა ლიგის ფინალში გამართული დაპირისპირება, რომელშიც პორტუგალიამ ესპანეთი დაამარცხა.

“ფურია როხა” ორჯერ დაწინაურდა, მაგრამ უპირატესობა ვერ შეინარჩუნა. პორტუგალიის კარი მარტინ სუბიმენდიმ (21’) და მიკელ ოიარსაბალმა (45’) აიღეს, ესპანეთს კი ნუნუ მენდეშმა (26’) და კრიშტიანუ რონალდუმ (61’) გაუტანეს.

საბოლოოდ, 120-წუთიანი ბრძოლა 2-2 დასრულდა და პენალტების სერიამდე მივიდა, რომელშიც რობერტო მარტინესის შეგირდებმა 5-3 იმარჯვეს — პორტუგალიამ ეს ტურნირი მეორედ მოიგო, რაც საუკეთესო შედეგია.

ესპანეთის შემადგენლობაში ლამინ იამალმა და პედრი გონსალესმა ითამაშეს, პაუ კუბარსი, გავი, ფერმინ ლოპესი და დანი ოლმო კი სკამზე დარჩნენ.

დღეს გაიმართა მე-3 ადგილისთვის მატჩიც — შტუტგარტში საფრანგეთმა გერმანიას 2-0 სძლია (გოლები კილიან მბაპემ და მაიკლ ოლისემ გაიტანეს). მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა მოედანზე 90 წუთი გაატარა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (6)

  • nika 54
    schedule 10 ივნ 2025, 16:37
    #6

    ციტატა: Lasha Tchelidze
    ან ინიგო და ბალდე რატომ არ გამოიძახაა ან ოლმო,კუბარსი და გავი რატომ არ ათამაშაა🤌🏼😀


    თავში აუვარდა დე ლა ფუენტეს, წლის მწვრთნელობაზეა წარდგენილი და გონია მოიგო უკვე.

  • Don_Andresito
    schedule 09 ივნ 2025, 14:10
    #4

    ეს კაცი არის ხორდი როურას კალიბრი, კიდე სეტიენი. 1-0 ზე მზადაა ბურთი გაგორავებინოს და მკაფიოდ გითხრას არ შეუტიოო. ვერ დაუჭერ ბურთს პორტუგალიას, ლიგის მომგები დუო ნახევარდაცვაში, მსოფლიოს საუკეთესო მარცხენა მცველი, გვარდიოლას ფეხბურთელები, ბერნარდო და დიაში და ზოგადად გუნდი რომელიც ასევე ახლოსაა ბურთთან ურთიერთობასთან. დაცვა გყავს პრახადნოი დვორი და ერთანდერთი ნათელი რაც გყავს სწრაფი გარემარბები, ითამაშე ორ ბურთიან უპირატესობაზე შე ჩმორო მახინჯო კაცო, იამალს იმენა დავალებული ქონდა დალოდებოდა ყველას ჩამოსვლას და რამდენჯერ დააგდო ტემპი. ყველა იგივეს აკეთებდა. ბარსა თამაშობდა მაგ საზიზღრობას სეტიენის დროს

  • ChuxrELia
    schedule 09 ივნ 2025, 12:31
    #3

    მომკალი და არ მჯერა დელაფუენტეს მწვრთნელობის. ევროც ყისმათით და ინდივიდუალიზმით მოიგო. ტიპი საიმში არ არის მწვრთნელობის. მსოფლიოზე დელაფუენტეს ესპანეთი ვერ გაცდება მეოთხედ ფინალს სავარაუდოდ, თუ გავა საერთოდ მაქამდე. ფედერაცია საით იყურება ვაბშე, იქეთ პეპს დაეჩალიჩონ, ან დაილია ესპანელი მწვრთნელები?! ეს დებილი როგორ დანიშნეს ვაბშე ვერ ვხდები რა expressionless

  • gettoo_msd
    schedule 09 ივნ 2025, 11:44
    #2

    Lasha Tchelidze, პირადად წააგო დე ლა ფუენტემ,თავისი უაზრო გადაწყვეტილებებით ამოიჩემა დაცვა რომელიც 4 გოლს გაუშვებს წინა თამაში რაღაც უნდა შეცვალო , მინგუესა ათამაშა ამ იდიოტმა.მეორე ტაიმში ჩემი აზრით დავალება ქონდათ არ შეეტიათ მე ასე ვფიქრობ .

  • Lasha Tchelidze
    schedule 09 ივნ 2025, 11:11
    #1

    ან ინიგო და ბალდე რატომ არ გამოიძახაა ან ოლმო,კუბარსი და გავი რატომ არ ათამაშაა🤌🏼😀