Sport-ის ცნობით, მარკ-ანდრე ტერ შტეგენი “ბარსელონას” ხელმძღვანელობასთან შეხვედრას გეგმავს, რათა საკუთარი მომავალი გაარკვიოს.
გერმანელი მეკარე მიიჩნევს, რომ მასზე გავრცელებული ცნობები მისი არაპროფესიონალიზმის შესახებ შეგნებულად ვრცელდება და მიზნად ისახავს მისი წასვლის პროვოცირებას. ტერ შტეგენი მზად არის კლუბის ხელმძღვანელობასთან “ომისთვის”, რადგან მისი კონტრაქტი 2028 წლის ივნისამდეა ძალაში და ის არ გეგმავს რაიმეს დათმობას.
“ბარსელონა” ამჟამად აპირებს “ესპანიოლის” მეკარე ჟოან გარსიას პირველი მეკარედ მოყვანას, ხოლო მეორე ნომრად ვოიცეხ შჩესნი განიხილება.
ასეთ შემთხვევაში, ტერ შტეგენს, შესაძლოა, თასის მატჩების თამაშის უფლებაც არ მიეცეს, თუმცა გერმანელი მეკარე მაინც ფიქრობს, რომ ჯერ კიდევ შეუძლია “ბარსელონას” ძირითადი მეკარე იყოს.
ტერ შტეგენი ბარსას ხელმძღვანელობასთან შეხვედრას გეგმავს
დაერხათ დეკუს და ლაპორტას? ნამდვილად ხელთათმანებით მოვა და დეკუს ესვრის ანუ დუელში გამოიწვევს ალბათ პენლებს დაურტყამენ ერთმანეთს.
შავი პიარის აგორება ჟურნალისტებს რატომ უყვართ ბარსას ფეხბურთელებზე არ მესმის, ბოლო პერიოდში ჯერ ეს, მანამდე დე იონგი, იქ რაფინიაზე ატეხეს ერთი ამბავი გაუშვითო. ვინც გასაკრიტიკებელია მაგათზე რომ ისაუბრონ არა? არაუხო კოცონზეა დასაწვავი, მაგრამ კონტრაქტს უხანგრძლივებენ.
შესნის და პენიას იმედად უნდა დავრჩეთ? კაპიტანი რომ არის და ასე უსინდისოდ რომ აგდებენ მაგიტომ არის გაბრაზებული რა არის ამაში გასაკვირი
ვატყობ დავრჩებით ბოლოს შჩესნის და პენიას იმედად მაქეთკენ მიდის საქმე.
წავიდა მარკის დრო
შეგნებულად ვრცელდება თუ შეუგნებლად რა მნიშვნელობა აქვს თუ მართლა არაპროფესიონალივით იქცევა? პინტოს დონეზეც აღარ არის და აქეთ პრეტენზიები აქვს კლუბის მიმართ, კაპიტანია და პატარა ბავშვივით იბუტება რამე თუ არ მოსწონს.