workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ვენგერი: “სიტის” “ბარსელონასთან” შედარება ადრეა”

ვენგერი: “სიტის” “ბარსელონასთან” შედარება ადრეა”

ლონდონის “არსენალის” მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა, ისაუბრა “მანჩესტერ სიტიზე” და მათ ამ ბოლო ხანებში მიღწევებზე. ფრანგი სპეციალისტის აზრით, რობერტო მანჩინის გუნდის კატალონიის “ბარსელონასთან” შედარება ჯერ ძალიან ადრეა.

 

“დიახ, “მანჩესტერ სიტიმ” დაიწყო წარმატებების მიღწევა. კარგად ჩანს, რომ ამ გუნდს გააჩნია დიდი პოტენციალი, თუმცა ჯერ არაფრის თქმა არ შეგვიძლია. თუ ისინი, მაგალითად დეკემბერში კვლავ ასეთ დონეზე იასპარეზებენ, მაშინ მათი შეჩერება უკვე ნამდვილად ძნელი იქნება. არც ინგლისში და არც მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის ჩემპიონატში არ არსებობს კლუბი, რომელსაც სუსტი წერტილი არ გააჩნია. “ქალაქელები” ეფექტურ ფეხბურთს თამაშობენ, მაგრამ “ბარსელონასთან” შედარება ჯერ ადრეა. კატალონიელებმა სამ წელში ორჯერ მოიგეს ჩემპიონთა ლიგა და დაამარცხეს ნამდვილი გრანდები. “სიტის” დასამტკიცებელი აქვს მართლა შესწევს თუ არა ასეთ გუნდებთან ბრძოლა. რაც შეეხება “პრემიერ–ლიგას”, ჯერ მხოლოდ ათმა შეხვედრამ განვლო და არაფერია გადაწყვეტილი ან დასრულებული.” –ციტირებს ვენგერის სიტყვებს “არსენალის” ოფიციალური საიტი.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward