workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

error დღეს თამაშია!
MATCHDAY
ლა ლიგა schedule 23:00

ბარსელონა

ბარსელონა ლოგო
--:--
ბილბაო ლოგო

ბილბაო

arrow_forward მატჩ-ცენტრი
ფლიკის გადაწყვეტილება შჩესნიზე – შტეგენის აღშფოთების მიზეზი

ფლიკის გადაწყვეტილება შჩესნიზე – შტეგენის აღშფოთების მიზეზი

“ბარსელონა” ემზადება “ესპანიოლის” მეკარის, ჟოან გარსიას ხელმოწერის ოფიციალურად გასაჟღერებლად. ეს ნაბიჯი შესაძლოა სერიოზულად აისახოს მარკ-ანდრე ტერ შტეგენის მომავალზე, რომელიც დგას რთული არჩევანის წინაშე – დარჩეს გუნდში სათამაშო დროის გარეშე თუ მოძებნოს ახალი კლუბი.

გაზეთ Sport-ის ცნობით, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის განმეორებითი მატჩის წინ, მილანში, ტერ შტეგენის აგენტმა კლუბის სპორტულ დირექტორ დეკუს აცნობა, რომ გერმანელი მეკარე ტრავმისგან სრულად განიკურნა და მზად იყო თამაშისთვის.

თუმცა, ჰანსი ფლიკმა და მისმა სამწვრთნელო შტაბმა მაინც ვოიცეხ შჩესნი აირჩიეს. გავრცელებული ინფორმაციით, მათ ეს გადაწყვეტილება ტერ შტეგენის სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობამ მიაღებინათ.

ამ გადაწყვეტილებით იმედგაცრუებულმა ტერ შტეგენმა უარი თქვა მილანში გამგზავრებაზე და “ბარსელონაში” დარჩა, სადაც ინდივიდუალურად ივარჯიშა. აღსანიშნავია, რომ ჟიულ კუნდემ, მიუხედავად იმისა, რომ დაშავებული იყო, მაინც იმგზავრა გუნდთან ერთად.

ტერ შტეგენის ეს გადაწყვეტილება “ბარსელონაში” უკვე არსებულ დაძაბულობას კიდევ უფრო ამძიმებს და შესაძლოა, კლუბსა და მეკარეს შორის ურთიერთობის საგრძნობლად გაუარესების მიზეზად იქცეს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (5)

  • nika 54
    schedule 08 ივნ 2025, 14:08
    #5

    მაგარი ბოღმა ყოფილა, დარწმუნებული ვარ ჩვენ წაგებასაც იზეიმებდა "ვიწრო წრეში" ცოლთან ერთად.
    გაუშვით დროზე ფული აღარ გვჭირდება ტრანსფერებისთვის?

  • La Pulga10
    schedule 08 ივნ 2025, 11:24
    #4

    წადი ძმა და პრაქტიკა მიიღე სხვა გუნდში. თორემ დარჩები ისევ მსოფლიოს გარეშე. ძლივს შანსი მიეცა რომ გერმანიის ძირითადის მეკარე იყოს.

  • C.PC5
    schedule 08 ივნ 2025, 10:14
    #3

    ისე გამოდის რომ გასახდელში შტეგენი არაა მთლად სასურველი ფიგურა, ადრე მესის თუ გაეჭიმა ტიპი და ახლა მთელ გუნდს ფაქტიურად, ესეიგი ძალიან მაგარი ეგოისტია, ეგეთი ან სკამზე რა ჯანდაბად გვინდა? ბოლო ტურში პენია რომ დააყენა ფლიკმა მანდ გამოჩნდა უკვე რა მომავალიც ელოდა ამას.

  • პენდრაგონი
    პენდრაგონიshield ვეტერანი
    schedule 08 ივნ 2025, 07:25
    #2

    თუ დაძაბულობაა არ ღირს ამის გამო სიტუაციის არევა, სჯობს გაუშვან

  • Messi 10
    schedule 08 ივნ 2025, 06:38
    #1

    პსჟ-ს პრეზიდენტმა ლა ლიგაში გოლის გატანა უფრო ადვილია ვიდრე ლიგა ერთშიო 😂😂😂😂😂😂😂😂 ანუ რა გონია, რომ ლიგა 1-ში რეალ მადრიდის, ატლეტიკოს, ბარსას, ბილბაოს დონის გუნდია რომელიმე? 😂😂😂😂