Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, ლუის დიასმა ლივერპულთან კონტრაქტის გახანგრძლივებასა და საუდის არაბეთიდან მიღებულ უდიდეს შეთავაზებაზეც უარი თქვა, რადგან ბარსელონაში გადმოსვლა სურს.
კოლუმბიელი ფეხბურთელის აგენტმა ლივერპულს შეატყობინა, რომ დიასს მხოლოდ ბარსაში ტრანსფერი აინტერესებს. Sport-ის ცნობით, კატალონიური გრანდი ლუისის შეძენაზე ოპტიმისტურადაა განწყობილი, მაგრამ €80 მილიონს (რასაც მერსისაიდელები ითხოვენ) არ გადაიხდის – კლუბი იმედოვნებს, რომ მას უფრო იაფად იყიდის.
ფასის შესაძლო დაკლებას ფეხბურთელის სურვილი და ის ფაქტიც უწყობს ხელს, რომ ლუისს ინგლისურ კლუბთან კონტრაქტი 2 წელში ეწურება. ამასთან, ჯერემი ფრიმპონგის დამატებისა და ფლორიან ვირცის გადაბირებაზე მუშაობის ფონზე, ლივერპულს ფული ძალიან სჭირდება, რაც ბარსელონას აფიქრებინებს, რომ დიასზე მოლაპარაკებები დიდხანს არ გაიწელება. თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავა, ტრანსფერი პრესეზონამდე უნდა მოესწროს.
ბარსა რამდენიმე კვირაა, ლუისის გარემოცვასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. ჟოან ლაპორტა და დეკუ აფასებენ იმ ფაქტს, რომ დიასი ბარსელონას ქომაგია. ასევე, მათ ახსოვთ, კლუბის სიყვარულმა გასულ ზაფხულში დანი ოლმოსა და ნიკო უილიამსს შორის რამხელა სხვაობა წარმოაჩინა.
მაგის დედა ვატირეე ამაში თუ 80 გადაიხადეს და კვარაში თავის დროზე 70 არა
ღმერთო რამე თუ გვეშველება რა დიასი😂😂😂
მაშინ როდესაც ცენტფორვარდი გვჭირდება და ალვარესი ისე გადავიდა ჯერ სიტიში და მერე ატლეტიკოში, არც შევიმჩნიეთ მისი არსებობა, რა დიასი რის დიაცი, თანაც ესეთ ფასად? 30 მილიონზე მეტი მარლა არ ღირს ასაკის გათვალისწინებით , ბარსელონადან გავა პენსიაში 30 წლის ასაკში!!!
ალბათ დააკლებენ
50 ზე მეტის გადახდა არ შეიძლება ამაში, რა უბედურებაა 80 მილიონი.
იმედია 50-ში ჩაეტევიან და ეს არ ნიშნავს, რომ რაფინია დაკარგავს ადგილს. რაფინია ცენტრიშიც მშვენიერია. პირიქით ლევანდოვსკის თავისტკივილი უფრო იქნება ამის მოსვლა. მოკლედ ფლიკი დაალაგებს სიტუაციას, იმედი მაქვს ფლიკის "ზაკაზია" ეს კონტრაქტი.
მოაშორეთ რა ამას ტორესი მირჩევნია 100 თავით
არმომწონს ეს ფეღბურთელი 80 მილიონის რას თამაშობს ვაფშე 50 მაქსიმუმ 60 მილიონი ამაში 80 ძაან ბევრია
Რაღაც აფსურდი მგონია ამის გადმოყვანა 80 კი არა 60 მილიონიც მეძვირება ამაში ამას მირჩევნია რაშფორდი დაითრიონ 40 დაუჯდებათ მაქსიმუმ ან ვუილიამსზე რატო არ ჩალიჩობენ ნაკრების წევრია შეთამაშების პრობლემა არ ექნება და არც ძვირი დაჯდება
მე თუ მკითხავ სამი მთავარი ტრანსფერით შეიძლება დღეს ბარსაში სიტუაცია დაალაგო რასაც ქვია კარგად და საერთოდ არ ფიგურირებს ვინგერი. 1) – მეკარე და გარსია ჩვენია ფაქტიურად უკვე 2) კარგი ფორვარდი, რასაც ცოცხალი თავით არ აკეთებენ და 3) დავაბრუნებდი ჟოაუ კანსელუს ან მინიმუმ ისეთ განაპირა მცველს მოვძებნიდი ორივე ფლანგზე რომ შეუძლია თამაში და შეტევაში გამწვავებას რომ შეძლებს. ვინგერში ამდენი ფულის გადაყრა არაა ჩემი აზრით კარგი გადაწყევტილება, იმიტომ რომ ჩვენი გაჭირვება მაშინ დაიწყო როცა კუნდე და ბალდე ერთად გამოგვაკლდნენ, მარცხენა ფლანგი მაგის გამო ფაქტიურად აღარ გვქონდა, დაცვაშიც გავიწირეთ და შეტევაშიც მარტინის გამო, რაფინიას კიდე შემქმნელის უნარები არ აქვს, მარა რასაც აკეთებს ერთ-ერთი ყველაზე საჭირო კაცია ეგეც მოედანზე, ამიტო ბალდეს დამზღვევი უნდა გვყავდეს ჩვენ, თორე ფორვარდსაც თუ მოვიყვანთ ფერანს ისევ ფლანგზე მოუწევს თამაში შეცვლებზე, აბა ცენტრში ლევანამ ვრჩებიო და მანდ მაგის ადგილი ნაღდად აღარ იქნება, ამიტო კანსელუ რომელიც ორივე ფლანგზე კარგია და თან შეტევაში ყოველთვის პროდუქტიული, გაჭირვების დროს მაგის დაყენება ვინგერადაც შეიძლება რო რამე და მოკლედ მოაგვარებდა მაგ პრობლემას ჩემი აზრით, ამის მერე უნდა იფიქრო ვინგერის დამატებაზე რომლისთვისაც ფინანსები არ დარჩება სამწუხაროდ ფიზიკურად. დაცვაშიც დასამატებელი არაფერია მე თუ მკითხავ, ჩვენი ვეტერანებიდან თუ ვინმეზე ვიტყვი დარწმუნებით ეს კიდე გაქაჩავს ერთ სეზონს კარგ ფორმაშითქო ინიგოა, კრისტენსენიც როგორ დაბრუნდა კი ვნახეთ, ხოდა ღირს ჩემი აზრით მაგათი ნდობა, ნუ კრისტენსენის ტრავმებია პრობლემა მარა და იმედია მოუგვარებს ფლიკის კამანდა მაგასაც.
ერთი ის არი რო ფლიკს უნდა და აგერაა ბატონო ვნახოთ რასიზავს
ძაან პესიმისტურად უყურებთ ხალხო ამ ტრანსფერს და რატო არმესმის 😃 გასაგებიაა რო 80 მილიონი დიდი თანხაა მარა ხო არიხდიან მაგდენს არაა? 60 მილიონად კიდე თუ გამოვიდა ეგ ტრანსფერია იდეალურია ან რანაირად ჯობს რაშფორდი დიაშს სეზონში შეიძლება 2 თამაში ითამაშოს კარგად და დანარჩენი ჩააგდოს + ტრამვები ეგეთი ოდესღაც სთარბოი ფეხბურთელები იყვნენ ფელიში და დეპაიც და როგორც გაამართლეს კინახეთ ფლიკის ეფექტი სხვარამეა მარა მაგ ტიპის თამაში 50/50 ზეა ნებისმიერ გუნდში დიაში კიდე ზუსტადის კაცია ვინც ფლიკს ჭირდება რაფინიაზე არანაკლებ პრესინგის მანქანაა 90 წუთი შეუძლია თანაბრად სირბილი სტილით ორივეს მირჩევნია ნიკოც და ლეაოც მარა ფლიკის სისტემისთვის დიაშზე სასარგებლო არცერთიიქნება დიაში რაფინია იამალის სამეულიც საინტერესო სანახავი იქნება შეხვედრებში პსჟს ნაირი სისტემით დაახლოებით
რაჩემ ფეხებად უნდათ ეს ნეტა… ნახეს რა
ვინ მოგვცემს ალვარესს თორე ეგ ზუსტად საბარსელონე ფეხბურთელია
იმის მაგივრად რომ ფორვარდზე იჩალიჩონ ესენი 29 წლის ლუის დიასზე ჩალიჩობენ 😃🤦 ლივერპულში რამე გააკეთა ეგეთი რომ თქვა ტოპ დონეა და ღირს ამაში 85 მილიონის გადახდა.გიკორეში 65 მილიონად რავი რთული არ უნდა იყოს მაგრამ ყველას მირჩევნია ალვარესი მოიყვანონ და ჟოან გარსია მოდის ისედაც
80 მილიონად გიოკერესი მოიყვანეთ თქვე დასირებულებო ლევანდოვსკის იმედად რო ტოვებთ გუნდს
ბიჭოო ლუჩოო ძაან მაგარია მარა ამდენის გადახდა მართლა არმინდა,,50 ად მოგვცენ და ბეზ ბაზარ
ცუდი არაა მაგრამ 80 მილიონის გადახდა 28 წლის ფეხბურთელში სისულელე მგონია.3 4 წლით 80 მილიონის გადახდა რავიცი არვიცი
გაააამართლებსს თან ძააან მაგარიც იქნება.. ვნახოთ დაველოდოთ
ხო, გადაიხადონ ამაში 80+… მოვა არ გაამართლებს მერე ვეხვეწოთ ხალხს იყიდონ 30მილიონად 🤡