“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა სეზონის ბოლო მატჩის მოგების შემდეგ კომენტარი გააკეთა.
სეზონის ასე, გამარჯვებით დასრულება გვინდოდა. ახლა დასვენების დროა, მაგრამ ხვალ საწვრთნელ ბაზაზე ვიქნებით და ფეხბურთელებთან, დეკუსთან ვისაუბრებთ.
მეკარის დამატება? არ ვსაუბრობ იმ მოთამაშეებზე, რომლებიც ჩემს გუნდში არ ირიცხებიან. ჩვენ 3 ფანტასტიკური მეკარე გვყავს.
გავიმ ძალიან კარგად ითამაშა, ასევე პედრიმაც.
გასაკვირი არაა, რომ “რეალ მადრიდის” მწვრთნელი ჩაბი ალონსო გახდა. მის ფილოსოფიას ვიცნობ.
პენია ვარჯიშებზე ყოველთვის მაქსიმუმს აკეთებდა. ინიაკი პროფესიონალია, ამიტომ დღეს მან თამაში დაიმსახურა.
ჩემი პირველი სეზონი “ბარსელონაში” ფანტასტიკური იყო. ასეთ მაღალ დონეზე ჩვენი თამაშის ხილვა საოცარი იყო. ყველაზე მნიშვნელოვანი ესაა – ჩვენი სტილი მთელი 90 წუთის განმავლობაში ვაჩვენეთ.
ჩაბი ალონსოს ვიცნობ. მასთან მისაუბრია, როდესაც “ლევერკუზენში” მუშაობდა. მისი საფეხბურთო ფილოსოფია გერმანიაში წარმატებული იყო. მან ბევრი ფეხბურთელი გააუმჯობესა. ბედნიერი ვარ, რომ ალონსოს ახლა ამ პოზიციაზე ვხედავ.
ტერ შტეგენის თამაშზე ვფიქრობდით, მაგრამ გადავწყვიტე, რომ პენია ამ შესაძლებლობას იმსახურებდა.
ზუსტად გვარდიოლას წლებში ბარსელონას უჭირდა ესეთ ავტობუსს გუნდებთან თამაში და მოგებაც კი,ეს მენტალურობა და თავდაჯერება ფლიკმა შემატა გუნდს თორე ახლა ჩავი რომ ყოფილიყო მერვედფინალში ბენფიკა გამოგვაგდებდა მაგრამ დაცვა თუ არ გაძლიერდა აზრი არ ექნება არც რემონტადას არც მოგებას ამიტომ დაცვა უნდა გაძლიერდეს და დანარჩენი უკვე ფლიკმა იცის 🤘✌️
ერთი-ერთმანეთზე არასაიმედოები არიან სამივე.
მემგონი ამ წუთას პენია შტეგენზე და შესნიზე უკეთესი მეკარეა
"ტერ შტეგენის თამაშზე ვფიქრობდით, მაგრამ გადავწყვიტე, რომ პენია ამ შესაძლებლობას იმსახურებდა."
სწორად მოიქცა, საქონლის გაყიდვას რო აპირებ მყიდველს უნდა კარგად შეუფუთო და ისე ანახო.
კლოპი მოტივაციის მისაცემად კარგია კი მარა ფინალებში ჩმორია და რეალსაც ვერაფრით მოუხერხა, მითუმეტეს ამდენჯერ შეხვდნენ. ფლიკი უფრო კარგი ვარიანტია.
100% თრუ, მენტალიტეტი შესძინა და ჟილკა …. მარა ჩემი პირადი მოკრძალებული აზრთი მაინც მიმაჩნია რომ მომავალ სეზონში დაცვა უნდა გამოსწორდეს …. მედალს 2 მხარე აქვს, ერთი ის რომ ამდენი რემონტადა და დაუვიწყარი მომენტები და მეორე ის რომ მოწინააღმდეგე ამდენ გოლს არ უნდა გიტანდეს, ითამაშე შენი სტილი ოღონდ დაცვაშიც შეუბერე რაა 🤞
ჩემი აზრით ფსიქოლოგიურად ესეთი ძლიერი არასდროს ვყოფილვართ, პეპის დროსაც კი. პეპის დროს თავდაჯერება გვქონდა, იცოდნენ რო მოიგებდნენ, გამოდიოდნენ და იგებდნენ. მაგრამ როგორც კი დიდი დაცვითი წინააღმდეგობა გვხვდებოდა მაშინვე ეტყობოდა გუნდს. მარა ესე ამდენი ორ ბურთიანი ჩამორჩენის მოტრიალება თან იმავე თამაშში, ასეთი თავდაჯერება ყველა კლასიკოს წინ, ინტერთან 2-0 ით დავიწყეთ ორივე თამაში მარა რეალურად ორივე მოვუგეთ მადრიდისტა მსაჯობა რო არა. ეგ ყველაფერი ამ კაცის დამსახურებაა და მიხარია რო ამ ახაგაზრდებს ასეთი მწვრთნელი შეხვდათ, თორე ხავის 2-3 წელი რო ემუშავა იამალთან პედრისთან და სხვებთან კიდე, ჩამოუყალიბებდა ჩმორის ფსიქოლოგიას, როგორც ვალვერდეებმა და სხვებმა ჩამოუყალიბეს ალბას და სხვებს. ფლიკი კიდე თუ გაუმაგრებს ფსიქიკას ბიჭებს რო წავა გუნდიდან მერეც გამოადგებათ. კლოპი მინდოდა ყველაზე მეტად ბარსაში და მერე ფლიკი. ზუსტად ამიტო რო ორივეს ეგ შეუძლია, ორივე უკონფლიქტოა და გუნდში სუფთა და კარგ გარემოს ქმნის.
იქით მესი თავისი გუშინწინდელი ჯარიმით პირველ სამეულში შევიდა(რონალდინიოს გადაასწრო) გატანილი ჯარიმების რაოდენობით … პირველზე ჩათლახი ჟუნინიოა არც მიკვირს, ხალხს აძაგძაგებდა ჯარიმა რომ იდებოდა მის წინააღმდეგ 😂ჩვენთვისაც რომ აქვს თან გატანილი 😂
ეჰ ფლიკ ტრანსფერებს თუარ მოთხოვ ამ ღლეპორტას მომდევნო სეზონში ხელებს მოგაწმინდავს როგორც ჩვევია და გაგაჯმეინებს კლუბიდან, მიუხედავად კონტრაქტისა, მაგ გასიებულ ღორს ყველაზე მეტად ეს გამოდის, ყველაფრის სხვაზე გადაბრალება და ნეხვიდან სუფთად ამოსვლა.. ალვარესის მოყვანის დრაკი არაქვს, გიოკერეშით არც ინტერესდებიან, ისაკსაც ვერ მოიყვანენ, ხალიფების გუნდშია და არარელურს მოითხოვენ, დარჩა ერთი შეშკო და ეგ ამინც მოიყვანონ და ლევანდოვსკი გაუშვან
ყველა იმ ტაშს და ქებას იმსახურებ წელს რასაც გიკრავენ და გაქებენ ოღონდ "ხვედელიძე, დაცვას მიხედე დაცვას" შემდეგ სეზონში და ეგაა მისტერ ფლიკ.danke schön!