ბარსელონა და რაფინია დიას ბელოლი კონტრაქტის გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ — ბრაზილიელი ფეხბურთელი კატალონიურ გრანდში მინიმუმ 2028 წლის 30 ივნისამდე ითამაშებს.
რაფინიამ ახალ კონტრაქტს ხელი დღეს, ბარსას ოფისში მოაწერა, სადაც ჟოან ლაპორტა, რაფა იუსტე და დეკუც იმყოფებოდნენ.

ბრაზილიელი შემტევი ბარსელონამ 2022 წელს, ლიდს იუნაიტედიდან, €58 მილიონად შეიძინა. ბარსას რიგებში მის ანგარიშზე 143 მატჩი, 54 გოლი და 50 ასისტია.
რაფინია ჰანსი ფლიკის ხელში ბოლომდე გაიხსნა, უმაღლეს მწვერვალებს მიაღწია, მიმდინარე სეზონში გუნდის ერთ-ერთ ლიდერად იქცა და ოქროს ბურთის მოგების კანდიდატია. მან ამ სეზონში 56 მატჩში 34 გოლი გაიტანა და 25 ასისტი მიითვალა.
ოქროს ბურთი მიეცით ამ კაცს.
ალბათ გადააბამს, წელს დიდი მოტივაცია მიიღო და საკუთარ ძალებში დარწმუნდა.
ფლიკამდე 87 მატჩში 20 გოლი ჰქონდა. კარიერა დაუქამბექა როჟას. ცხოვრების ბოლომდე მადლიერი უნდა იყოს.
რაც მე და არა მარტო მე ამისთვის მიგინებია ფლიკამდე, დღეს კი ოქროს ბურთის კანდიდატია. აი რამდენს ნიშნავს მწვრთნელი. დარწმუნებული ვარ ჩავის ხელში ეს ისევ ჩინური ბრაზილიელი იქნებოდა, როგორც ყველა ეძახდა რაფინიას.
მიდი რაფო ერთი სეზონი არ უნდა გაგრძელდეს ეგ დონე, 2-3 სეზონი უნდა გადააბა ასეთი