workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
იამალის აგენტებს სურთ, ლამინი გუნდის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდეს

იამალის აგენტებს სურთ, ლამინი გუნდის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდეს

“ბარსელონას” 17 წლის ვარსკვლავი ლამინ იამალი რომ კონტრაქტს გაახანგრძლივებს, ამაში ეჭვი არავის ეპარება, მაგრამ მანამდე მხარეებმა გარკვეული დეტალები უნდა შეათანხმონ.

COPE-ს ჟურნალისტი ვიქტორ ნავარო იტყობინება, რომ იამალის აგენტებმა “ბარსელონას” სთხოვეს, მათი კლიენტი კლუბის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდეს. ისინი მიიჩნევენ, რომ ესპანელი ვუნდერკინდი ამას იმსახურებს. ამის არგუმენტი ისაა, რომ ლამინი გუნდის საუკეთესო მოთამაშეა, რადგან მოედანზე ყველაზე მეტ შანსს, სხვაობას ქმნის, აქვს რაღაც განსხვავებული და ინტერვიუებისთვის ყველაზე მოთხოვნადი ფეხბურთელია. ასევე იგრძნობა, რომ იამალი კლუბს ფინანსურად ყველაზე მეტად დაეხმარება, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც 10-ნომრიან მაისურს ჩაიბარებს.

წყაროს ცნობებით, “ბარსელონას” ეს ყველაფერი ესმის, მაგრამ კატალონიურ კლუბს წარსულის შეცდომების გამეორება არ სურს.

“ბარსას” ახლანდელი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელები რობერტ ლევანდოვსკი და ფრენკი დე იონგი არიან, თუმცა ივარაუდება, რომ ნიდერლანდელი ნახევარმცველის კონტრაქტის გახანგრძლივების შემთხვევაში მისი ხელფასი შემცირდება.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (42)

  • nika 54
    schedule 23 მაი 2025, 20:08
    #42

    რომელი აგენტები, მენდეში არ არის ამის აგენტი? თუ მეტი ყავს? 17 წლის ბიჭს რათ უნდა "აგენტები", აგენტი არ ყოფნის?

  • geobcn33
    schedule 23 მაი 2025, 09:07
    #41

    ციტატა: ChuxrELia
    ძმაკაცი ცხოვრობს ბარსაში და საიდანღაც მოხვდა ლამინის მამასთან და მის მეგობრებთან სადღც ბარში, შრშან ზაფხულში. ხოდა კითხა რა შეიცვალა შენს ცხოვრებაშიო და ლამინის მამამ ადრე თუ 30 ევროიან ტისკს ვეწეოდიო, ეხლა 100 ევროიანზე ვარ გადასულიო. ასე რომ დიდი შანსია მამამისმა დაღუპოს ეს ბავშვი ისე რომ ლამინმაც არ შეუშალოს ხელი worried


    ზოგადად მამამისი მაგარი ქინძი ტიპია, თან მოროკოელია, + ჩვენი შოთასავითაა😂 რაღაც სლეობა ვიდეოებს იღებს, თვითონ მოროკოელებმა დაჭრეს ზაფხულში ისეთი ამოსული ტიპია😂