workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჰანსი ფლიკის პრესკონფერენცია ესპანიოლთან მატჩის წინ

ჰანსი ფლიკის პრესკონფერენცია ესპანიოლთან მატჩის წინ

ხვალ ესპანეთის ჩემპიონატის 36-ე ტურის მატჩში “ესპანიოლს” სტუმრად დავუპირისპირდებით. “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი ჰანსი ფლიკი მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების წინაშე წარდგა.

“ესპანიოლი” სეზონის მეორე ნახევარში კარგად გამოიყურება. მათ ძალიან მოუმატეს. თამაშის დასაწყისიდანვე აშკარა უნდა იყოს, რომ მხოლოდ მოგებაზე ვართ კონცენტრირებულნი.

კუბარსი კარგადაა.

ჯერ არ გადამიწყვეტია, ვუყურებ თუ არა დღეს “რეალ მადრიდის” თამაშს. მნიშვნელოვანია, რომ ხვალინდელ შეხვედრაზე ვიყოთ ფოკუსირებულები.

იქნება თუ არა ხვალ ცვლილება მეკარის პოზიციაზე? გადავწყვიტე, დღეს სასტარტო შემადგენლობაზე არ ვისაუბრო.

არა მგონია, ახლა ჩემი კონტრაქტის გახანგრძლივებაზე სასაუბროდ შესაფერისი დრო იყოს. მინდა, “ბარსაში” კიდევ ერთი წელი დავრჩე. აქ ძალიან ბედნიერი ვარ.

ანჩელოტიმ ფანტასტიკურად იმუშავა. ის ჯენტლმენია და ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ.

ლევანდოვსკი სათამაშოდ მზადაა.

კრისტენსენი ფანტასტიკურია. ის ვარჯიშებზე ძალიან კარგია.

არაუხოს ვესაუბრე. მილანში შეცდომები ყველამ დავუშვით… ცხოვრება ასეთია. ზოგადად, მიუხედავად პროფესიისა, ზოგჯერ ყველანი ვცდებით. ყველას გამოგვიცდია ასეთი სიტუაციები, რომლებსაც უნდა იცოდე, როგორ გაუმკლავდე. სწორედ ამიტომ მინდა, რონალდი დავიცვა, რადგან ის ერთადერთი არაა, რომელიც შეცდა.

სხვა გუნდებზე არ ვფიქრობ. მთელი ჩემი ენერგია “ბარსელონასკენაა” მიმართულია.

როდესაც ხედავ სტატისტიკას, რომ “რეალ მადრიდი” ჩვენს ნახევარზე 23 წუთი ბურთს არ შეხებია, ეს ჩვენს პრესინგზე მიუთითებს. ეს წარმოუდგენელი სანახავი იყო. მოდით, ვიამაყოთ.

კრისტენსენის დონით გაკვირვებული არ ვარ, რადგან ანდრეასს ვარჯიშებზე ვაკვირდები. ის შესანიშნავი მოთამაშეა, რომელიც ძალიან კარგად მოქმედებს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (59)

  • GiorgiM4
    schedule 11 აპრ 2026, 00:38
    #40

    Frenkie de Jong
    ხო მარა კონტრაქტს რომ ახალგრძლივებ ავტომატურად ბევრად გაზრდილ ხელფასს იღებს, შეიძლება ფიქრობს დღეს თუ არა ხვალ მაინც მიყიდის ვინმე გრანდიო, და მართალიცაა, პრაიმში მყოფ ერთ ერთ საუკეთესო მოთამაშეში ვინმე მაინც გაიქნევს დიდ ფულს, სიტი, იუნაიტედი, ლივერპული, ნიუკასლი იხოდება, პსჟ, რავი მანდ არ დატოვებენ.
    ისიც შეიძლება ფიქრობდეს თუ არც გავიყიდებიო… წარმოიდგინე კლუბმა რომელმაც მოგხოდა და გაგაქაჩინა, შენც ცდილობ რომ პატივი სცე და მაქსიმალური სარგებელი ნახოს შენგან.

  • CHEPE
    schedule 11 აპრ 2026, 00:30
    #39

    მბაპეს სიმულატი დედაც კიდე😄😄😄 ასწავლეს არა რეალში ეგეთები😄😄😄 სიმულაციაზე არც გადახედეს პენლის მომენტს აარტყავდნენ წითელს და ამიტომ🤣🤣🤣🤣

  • Visca-barca
    schedule 11 აპრ 2026, 00:28
    #38

    ჩემი ნება რო იყოს ხვალ დავასვენებდი იამალს პედრის და ყველას თითქმის ესპანიოლია მეტოქე და ატლეტიკოზე ნაკლებო ნაჯახები არც ეგენი არიან

  • Frenkie de Jong_
    schedule 11 აპრ 2026, 00:25
    #37

    ციტატა: GiorgiM4

    ციტატა: Frenkie de Jong_
    შლოტენბერგმა გაახანგრძლივა
    რა იდიოტი უნდა იყო
    ბარსა , რეალს უნდოდეს შენი ყიდბა და დორტმუნდში რჩებოდე


    მაგას იმიტომ აკეთებენ რომ უფრო მეტი ფული აიღონ, ტრანსფერის მსურველებს უფრო მეტის გადახდა მოუწევთ და თვითონაც მეტი რჩებათ, კლუბსაც პატივს სცემენ ვინც გააქაჩინა, ასე ვთქვათ


    ხო მაგრამ ისედაც ქონდა კონტრაქტი კაი ხანი
    ხელფასი მოითხოვა 15 მილიონი
    და რეალმა უარი უთხრა

    ციტატა: Barca

    ციტატა: Frenkie de Jong_
    შლოტენბერგმა გაახანგრძლივა
    რა იდიოტი უნდა იყო
    ბარსა , რეალს უნდოდეს შენი ყიდბა და დორტმუნდში რჩებოდე


    ბასტონი ჯობს


    მე შლოტენბერგი მირჩევნია
    მაგ 3 ეულიდან ყველას
    მიკი , ბასტონი ნიკოდან

  • Vaiman.vamsdrane2
    schedule 11 აპრ 2026, 00:23
    #36

    აუუუ გაგლიჯა ლემარიმ ლუნინის კარი. აქაც თუ ჩაისვარა რეალმა და ხვალ ბარსა ბ უნდა გამოიყვანოს.

  • GiorgiM4
    schedule 11 აპრ 2026, 00:21
    #35

    ციტატა: Frenkie de Jong_
    შლოტენბერგმა გაახანგრძლივა
    რა იდიოტი უნდა იყო
    ბარსა , რეალს უნდოდეს შენი ყიდბა და დორტმუნდში რჩებოდე


    მაგას იმიტომ აკეთებენ რომ უფრო მეტი ფული აიღონ, ტრანსფერის მსურველებს უფრო მეტის გადახდა მოუწევთ და თვითონაც მეტი რჩებათ, კლუბსაც პატივს სცემენ ვინც გააქაჩინა, ასე ვთქვათ

  • Barca
    schedule 11 აპრ 2026, 00:17
    #34

    ციტატა: Frenkie de Jong_
    შლოტენბერგმა გაახანგრძლივა
    რა იდიოტი უნდა იყო
    ბარსა , რეალს უნდოდეს შენი ყიდბა და დორტმუნდში რჩებოდე


    ბასტონი ჯობს

  • Frenkie de Jong_
    schedule 11 აპრ 2026, 00:13
    #33

    შლოტენბერგმა გაახანგრძლივა
    რა იდიოტი უნდა იყო
    ბარსა , რეალს უნდოდეს შენი ყიდბა და დორტმუნდში რჩებოდე

  • kuko
    schedule 11 აპრ 2026, 00:13
    #32

    ჟირონას მეკარემ რა ქნა თუ მჯეროდეს 😃😃

  • Barca
    schedule 11 აპრ 2026, 00:13
    #31

    ციტატა: kuko
    მომენტების მაქსიმალური რეალიზაციაა საჭირო. იმას ვერ ვიტყვით რომ გუნდმა ცუდად ითამაშა და მეტოქემ აჯობა, აშკარად ყველაზე უკეთ ბარსელონა გამოიყურებოდა მაგრამ მაინც წააგეს, აქედან გამომდინარე არსებობს რაღაც შანსები შემდეგ ეტაპზე გასასვლელად, უბრალოდ თავიაანთ თავებს უნდა გადაახტნენ და ორმაგი მონდომებით უნდა გამოვიდნენ სათამაშოდ. რაც მთავარია ხვალ ყველა ძირითადის ფეხბურთელმა უნდა დაისვენოს, ეგრე თუ არ მოხდა ატლეტიკოსთან ნახევარი გუნდი გაიტრამვება

    ციტატა: Barca
    სწორი ტაქტიკა და სწორი ხასიათით თუ ითამაშებენ არის შანსი. დაცვაში შეცდომები მინიმალურზე უნდა დაიყვანო როგორც კოპას მეორე თამაშში და არის შანსი. შემტევებმა მომენტები უნდა გამოიყენონ რაც შეიძლება.
    ვინ უნდა დადგეს არ ვიცი რას ფიქრობთ თქვენ?


    ყველა შემტევი სტილის ფეხბურთელი უნდა იყოს ძირითადში, ფერმინი-ოლმო განსაკუთრებით


    იამალი ფერმინი ოლმო და ტორესი უნდა დადგეს. ტორესი პრესინგის გამო

  • kuko
    schedule 11 აპრ 2026, 00:04
    #30

    მომენტების მაქსიმალური რეალიზაციაა საჭირო. იმას ვერ ვიტყვით რომ გუნდმა ცუდად ითამაშა და მეტოქემ აჯობა, აშკარად ყველაზე უკეთ ბარსელონა გამოიყურებოდა მაგრამ მაინც წააგეს, აქედან გამომდინარე არსებობს რაღაც შანსები შემდეგ ეტაპზე გასასვლელად, უბრალოდ თავიაანთ თავებს უნდა გადაახტნენ და ორმაგი მონდომებით უნდა გამოვიდნენ სათამაშოდ. რაც მთავარია ხვალ ყველა ძირითადის ფეხბურთელმა უნდა დაისვენოს, ეგრე თუ არ მოხდა ატლეტიკოსთან ნახევარი გუნდი გაიტრამვება

    ციტატა: Barca
    სწორი ტაქტიკა და სწორი ხასიათით თუ ითამაშებენ არის შანსი. დაცვაში შეცდომები მინიმალურზე უნდა დაიყვანო როგორც კოპას მეორე თამაშში და არის შანსი. შემტევებმა მომენტები უნდა გამოიყენონ რაც შეიძლება.
    ვინ უნდა დადგეს არ ვიცი რას ფიქრობთ თქვენ?


    ყველა შემტევი სტილის ფეხბურთელი უნდა იყოს ძირითადში, ფერმინი-ოლმო განსაკუთრებით

  • Barca
    schedule 10 აპრ 2026, 23:49
    #29

    სწორი ტაქტიკა და სწორი ხასიათით თუ ითამაშებენ არის შანსი. დაცვაში შეცდომები მინიმალურზე უნდა დაიყვანო როგორც კოპას მეორე თამაშში და არის შანსი. შემტევებმა მომენტები უნდა გამოიყენონ რაც შეიძლება.
    ვინ უნდა დადგეს არ ვიცი რას ფიქრობთ თქვენ?

  • Wesleyy
    schedule 10 აპრ 2026, 23:44
    #28

    Visca-barca,
    ცუდად ვარ იმენა დრო ნელა გამყავს არმინდა იმის წარმოდგენა რო ბარსა გავარდება

  • დავითი958
    schedule 10 აპრ 2026, 23:35
    #27

    რეალმა დაკარგოს კიდევ ქულები ჟირონასთან და ეგ ვაფშე დასასრული იქნებოდა 30 წუთია ჯერ მაგრამ არამგონია დაკარგონ ჟირონა ძაან უკლასნო გუნდია რაღაცნაირი

  • GiorgiM4
    schedule 10 აპრ 2026, 23:34
    #26

    მართლა არ მესმის პესიმიზმის განმეორებით შეხვედრაზე, რა თქმა უნდა ფავორიტი უკვე პ-რ-ო-ჭ-ლეტიკოა, მარა ბარსაც შეიძლება თავისუფლად გავიდეს, და ჩემი აზრით დაიძაბება კიდეც სიტუაცია ამ მხრივ.
    მარა რომც არ დაიძაბოს, გული კი დამწყდება მარა ძალიანაც არა, რადგან მგონია რომ არაა ეს ბარსა საჩემპიონო გუნდი, ამ ბავშვებში დიდი პოტენციალი კი არის, და ვფიქრობ რომ ლიგებს დაალაგებენ, მარა ჯერ ძალიან პატარები არიან და თან რამდენიმე პოზიცია აშკარად ძალიან სუსტი გვაქვს, პსჟ, ბაიერნი და არსენალი აშკარად ბარსაზე უკეთესები არიან დღეს, თუნდაც შარშანდელი სეზონი აიღეთ, ინტერმა ორ თამაშში 7 გოლი შეგვიგდო, (შარშანდელი ბარსა უკეთესი იყო დღევანდელზე) + მერვე გოლზე გაგვიმართლა რომ მხითარიანს ფრჩხილი ქონდა თამაშგარეში, და პსჟმ რა დღეში ჩააგდო ეგ ინტერი, უშანსოდ ამოტენა რასაც ქვია.

    ლა ლიგის ეს ძველი ტაბლო თუ რაც ქვია, აშკარად უფრო ლამაზი ყოფილა ვიდრე ახალი

  • არისტაფანი
    schedule 10 აპრ 2026, 23:29
    #25

    არაფერი შეუსრულებელი მისია არ არის. ლენგლე იქნება ძირითადში და მთელი 90 წუთი ჩაჯმულები ჩადგებიან თავიანთ ნახევარზე. მთავარია პირველ რიგში შექმნილი შანსების მესამედი გოლად აქციონ ( თუ გრანდი ვართ ეს ასეც უნდა ქნან გრანდის ფეხბურთელებმა) და მეორე დაცვაში იდიოტური შეცდომები კი არა შეცდომაც არ უნდა დავუშვათ, ფაქტია უიღბლო გუნდად ჩამოვყალიბდით ( ეს კლასის ნაკლებობაა პირვერ რიგში) და ისე ხდება ლიგაზე რომ ყველა ჩვენი შეცდომა დამღუპველია. დარწმუნებული ვარ პირვერ ტაიმში თუ ერთით ნოლი წავიყვანეთ თავის ვირთხა მწვრთნელიან მასაჟისტიანად მანდრაჟი დაეწყებათ ნაჯახებს. პირველი თამაშის მსაჯობაც აუცილებლად დადებითად იმოქმედებს წესით განმეორებით თამაშის მსაჯზე. მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ნერვებს აყვნენ და იუხეშონ. დიდი ალბათობით სწორი თამაშის შემთხვევაში არ არსებობს ატლეტიკოსნაირმა ნაჯახებმა წითლის გარეშე დაამთავრონ თამაში. მოკლედ შანსი არის სადღაც 30 % და ეს ცოტა ნაღდათ არ არის❤️✊სადღაც გადამწყვეტ ეტაპზე ჩვენც ხომ უნდა გაგვიმართლოს ათ წელიწადში ერთხელ. იგივე ხომ არ შეიძლება ლამინი დაფრინავდეს და გოლი ვერ გაქონდეს? ერთი რამ ზუსტად ვიცი ტორესი არ უნდა გააკარონ არც ერთი წუთი მოედანს და რაშფორდი მაწსიმუმ ერთი ტაიმი. ხო კიდე რაშფორდი 10 მილიონადაც არ უნდა მოვიყვანოთ. 18 წლის რომ იყოს შეიძლება მაგრამ 28 წლის შემტევი ფეხბურთელი ამხელა გამოცდილებით, რომ 10 დან 9 შემთხვევაში ფინიშზე არასწორ გადაწყვეტილებას იღებს, ეგეთმა ბარსაში კი არა ბრაიტონშიც არ უნდა ითამაშოს. მჯეროდა და მეიმედებოდა მაგრამ აი სამშაბათს აქვს უკანასკნელი შანსი იდიოტი არ იყოს🥺

  • Visca-barca
    schedule 10 აპრ 2026, 23:28
    #24

    ციტატა: Wesleyy
    დღიდან დღემდე ყოველ წამს წუთასს ღამებიი არ მძინავს რემონდატაზე ვფიქრობ უნდა შედგეს რაა ღმერთით


    მეც ეგრე ვარ ერთი სული მაქვს სამშაბათი როდის მოვა

  • Wesleyy
    schedule 10 აპრ 2026, 23:23
    #23

    დღიდან დღემდე ყოველ წამს წუთასს ღამებიი არ მძინავს რემონდატაზე ვფიქრობ უნდა შედგეს რაა ღმერთით

  • Vaiman.vamsdrane2
    schedule 10 აპრ 2026, 23:03
    #22

    ლა ლიგაში ტაბლო და გუნდების განლაგების გრაფიკული დიზაინი შეიცვალა. ეს მარტო ამ ტურში იქნება თუ 2017 წლამდე რაც იყო იმ რეტრო სტილს დაუბრუნდნენ? ძველი უფრო ლამაზი იყო ჩემთვის.

  • Frenkie de Jong_
    schedule 10 აპრ 2026, 23:00
    #21

    რაფინია რო იყოს კიდე ვიფიქრებდი რო რემონტადაააა შეილება იყოს მაგრამ ამ რაფას გარეშე და თან მადრიდში?