“ბარსელონას” ბრაზილიელმა შემტევმა რაფინიამ Sport-თან სხვადასხვა საკითხზე ისაუბრა.
ოქროს ბურთი
“ოქროს ბურთზე” არ ვფიქრობ. ეს არაა მიზანი, რომელიც დავისახე, თუმცა, თუ მოვიგებ, ეს კლუბსა და ნაკრებში გაწეული შრომის დამსახურება იქნება. ჩემი მიზანი გუნდთან ერთად ტიტულების მოგებაა. ინდივიდუალური ჯილდოები მოგვიანებით მოდის და თუ ასე არ იქნება, არაფერი მოხდება.
ჰანსი ფლიკი
“ბარსაში” ფლიკის წყალობით დავრჩი. ჰანსინ მითხრა, რომ მის გეგმებში მნიშვნელოვანი ფეხბურთელი ვიქნებოდი. ის მოთამაშეებზე ზრუნავს. მისი ადამიანური მხარე, მზრუნველობა, მიუკერძოებლობა… მას თავდაჯერებულობით გამარჯვება სურს.
კაპიტნობა
ძალიან ბედნიერი ვიყავი, როდესაც კაპიტნად ამირჩიეს. აქ თამაში ჩემი ოცნება იყო და კაპიტნის სამკლავურმა ეს კიდევ უფრო განსაკუთრებული გახადა.
ნეიმარი
ნეიმარის “ბარსელონაში” დაბრუნებაზე ბევრი საუბრობდა. მას ვუთხარი: “მოდი, იცი, რომ კლუბს, ფანებს უყვარხარ და შენ დაბრუნებას ყველა ისურვებდა”. თუმცა, საბოლოოდ, ეს ჩემზე ან მასზე დამოკიდებული არ იყო.
სამშობლოში დაბრუნება
ვფიქრობ, ერთ დღეს ბრაზილიის ჩემპიონატში ვითამაშებ, მაგრამ ახლა კონცენტრირებული “ბარსაზე” ვარ და სხვა არაფერზე.
ასეთი გარდაქმნა ერთ სეზონში? არ მახსენდება არავინ. თუმცა დემბელე? მეტი რა გინდა ჩვენთან ლაზარეთის პასტაიანკა კლიენტი იყო და პსჟ-ში ოქროს ბურთზე იქაჩება.
1-2 სეზონიც გადააბი რაფო ასეთი. მომდევნო სეზონში იქნებ ათიანზეც მოისინჯო
მიეცით ამ კაცს ოქროს ბურთი