workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჰანსი ფლიკი: 4-დან 4 მოგება ელ კლასიკოში!

ჰანსი ფლიკი: 4-დან 4 მოგება ელ კლასიკოში!

ჰანსი ფლიკი ელ კლასიკოს ყოველთვის იგებს! გერმანელმა მწვრთნელმა რეალ მადრიდს პირველი 4 დაპირისპირებიდან ოთხივე მოუგო – ამაზე უკეთესი შედეგი (5 მოგება) მხოლოდ პეპ გვარდიოლას აქვს.

გუშინწინდელი 4-3 მოგება, 1902 წლის 13 მაისს (პირველი მატჩი ამ გუნდებს შორის, რომელიც ბარსამ 3-1 მოიგო) დაწყებული ისტორიის უახლესი ფურცელია. 123 წლის შემდეგ, ბარსელონა ჰანსი ფლიკთან ერთად ისტორიის ახალ თავს წერს. 

4-დან 4 მოგება კარლო ანჩელოტის გუნდის წინააღმდეგ: ამით გერმანელი არასდროს იღლება. ეს ყველაფერი ნიუ იორკში, ამხანაგური მატჩით (თუმცა ეს შეხვედრა სტატისტიკაში არ ითვლება) დაიწყო, რომელშიც კატალონიურმა გრანდმა “ლოს ბლანკოსი” პაუ ვიქტორის დუბლით დაამარცხა. შემდეგ კი ფლიკმა რეალ მადრიდს 4 ოფიციალური დაპირისპირება მოუგო: 4-0, 5-2, 3-2 და 4-3ბარსელონამ 16 გოლი გაიტანა და მხოლოდ 7 გაუშვა.

პეპ გვარდიოლამ პირველი 5 მატჩი 2008-2010 წლებში მოიგო: მათ შორის იყო ლეგენდარული 6-2 სანტიაგო ბერნაბეუზე და ასევე ლეგენდარული 5-0 კამპ ნოუზე.

ჰანსი ფლიკი მსგავსი ისტორიის წერას მიუყვება და მომავალ სეზონში კარგი შანსი ექნება, გვარდიოლას აჯობოს კიდეც.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (6)

  • Leao
    schedule 14 მაი 2025, 01:20
    #6

    გინებაშივარ სულ დადეთ ახალი რამე ან გააუქმეთ ვაფშე

  • me da barca
    schedule 13 მაი 2025, 23:23
    #5

    ციტატა: MALUMA
    ჩემი აზრით გვარდიოლას და ენრიკეს შემდეგ საუკეთესო მწვრთნელია გუნდის ისტორიაში

    ვაა, დაკარგული კაცი დაბრუნდა? smiley

  • Johan Cruyff 14
    schedule 13 მაი 2025, 20:56
    #4

    ფლიკი საუკეთესო მწვრთნელი ამისთვის მოსაყვანია ვინც უნდა და მერე ნახავთ თქვენ მოგებების სერიებს 7:0 და 8:0 – ებს

  • nika 54
    schedule 13 მაი 2025, 19:31
    #3

    ციტატა: პენდრაგონი
    “ლა ლიგის 35-ე ტურში "ბარსელონამ" საკუთარ მოედანზე "რეალი" 4:3 დაამარცხა, რითაც ჩემპიონობისკენ უდიდესი ნაბიჯი გადადგა. ესპანეთის ფეხბურთის ასოციაციამ დღეს კატალონიელთა მე-5 გაუქმებული გოლის მომენტში მთავარი არბიტრის ალეხანდრო ერნანდეს ერნადესის VAR-თან საუბარი გამოაქვეყნა, ერთ-ერთი უცნობი პიროვნების წარმოთქმულმა სიტყვებმა კი მორიგი სკანდალი წარმოშვა.

    მოგეხსენებათ, კომეპნსირებულ დროში ფერმინ ლოპესს გოლი იმიტომ გაუუქმეს, რომ მას ზუსტი დარტყმის განხორციელებამდე ბურთი ხელზე მოხვდა.

    VAR-ზე მომუშავე ფერნანდეს მუნუერა მთავარ მსაჯს ეუბნება, რომ ბურთის ხელზე შეხება დააფიქსირეს და სანახავად თავად წავიდეს, ამ დროს კი ისმის უცნობი ხმა, რომელიც ამბობს – "მადლობა ღმერთს".

    ერნანდეს ერნადედსმა ფართო რაკურსი მოითხოვა, რის შემდეგაც თავის კოლეგებს განუცხადა, რომ ხელით თამაში აშკარა იყო და გოლი გააუქმა.”

    კარგით ბიჭოოო ასეც არ შეიძლება🤣🤣🤣🤣🤣🤣

    ხელით კი არ ითამაშა ვალვერდეს უკნიდან ამორტყმული ბურთი მოხვდა ნახევარი მეტრიდან და რა უნდა ექნა, მითუმეტეს როგორც ამბობენ ხელის შემდეგ ვალვერდემ დაიბრუნა ბურთი, მაგრამ ლოპესმა ისევ აართვა და ეს უჯვე სხვა მომენტია, ვინაიდან პირველ მომენტში ვალვერდეს დარჩა ბურთი ლოპესმა კი იბრძოლა და მეორედაც აართვა. ასე რომ გოლი იყო 100%-იანი და და ეს ყველაზე კარგად რეალმა იცის. ის ხმაც რო ისმის ეტყობა პერესი იყო ვარის ოთახში.

  • Rick Sanchez
    schedule 13 მაი 2025, 08:49
    #2

    3-2ის გარდა ყველა კლასიკოში ამოტ*ნა თან რეალი.

  • პენდრაგონი
    პენდრაგონიshield ვეტერანი
    schedule 13 მაი 2025, 06:05
    #1