რეალ მადრიდის დამარცხების (4-3) შემდეგ, ბარსელონას ფეხბურთელმა, ფერან ტორესმა კომენტარი გააკეთა.
კიდევ ერთი ქამბექი – არ ვიცი, როგორ, მაგრამ სიტუაციას ყოველთვის ვატრიალებთ. თუმცა, როცა ამ პროცესში ხარ, დიდად სასიამოვნო არაა.
კუთხურებზე ვმუშაობდით. ჩვენი ფსიქოლოგი გვეუბნებოდა, რომ გოლი ერთად უნდა შეგვექმნა. ბედნიერნი ვართ.
0-2-ს ვაგებდით… ვიცოდით, რომ რეალ მადრიდისთვის არაფერი უნდა დაგვეთმო. გაგვიჭირდა, მაგრამ შედეგი სახეზეა.
ყველა ასისტს ერთი ფასი აქვს – 2-3 წელში მათ არავინ გაიხსენებს (იცინის).
ხუთშაბათს ლა ლიგაში ყველაფერი უნდა დავასრულოთ – ჯერ გადაწყვეტილი არაფერია.
— განაცხადა ტორესმა, რომელმაც რეალ მადრიდის წინააღმდეგ ასისტების ჰეთ-თრიქი შეასრულა.
ფერანი ბოლო 16 წლის განმავლობაში პირველი ფეხბურთელია, ვინც ელ კლასიკოში აქტივში მინიმუმ 3 საგოლე გადაცემა ჩაიწერა (ასეთი რამ უკანასკნელად 2009 წელს დაფიქსირდა, როცა რეალ მადრიდთან 6-2 მოგებულ ელ კლასიკოში ჩავი ერნანდესმა 4 ასისტი გააკეთა). ამასთან, ტორესმა კარიერაში ერთ მატჩში ერთზე მეტი ასისტი პირველად მიითვალა. აღსანიშნავია, რომ ეს ყველაფერი პირველივე ტაიმში მოხდა.
ხუთშაბათს, 15 მაისს, ბარსელონა გასვლაზე ესპანიოლს დაუპირისპირდება – მოგების შემთხვევაში, კატალონიური გრანდი ესპანეთის ჩემპიონობასა და სეზონში მე-3 ტიტულს გაინაღდებს. თუმცა, შესაძლოა, ყველაფერი მანამდეც დასრულდეს – თუ 14 მაისს რეალ მადრიდი მალიორკას ვერ მოუგებს, ბარსა გაჩემპიონდება.
იმ შემთხვევაშიც კი, თუ მადრიდელები ყველა შეხვედრას მოიგებენ, “ბლაუგრანას” დარჩენილ 3 ტურში მხოლოდ 2 ქულა სჭირდება, რომ ჩემპიონი გახდეს.
აცალეთ რეალს, ხვალ ფრეს გააგორებს მალიორკასთან(9 ფეხბურთელი არ ეყოლება რეალს) და მიუწვდომელი გავხდებით. ისე რომ ესპანიოლთან შეიძლება საჩემპიონო დერეფანიც გაგვიკეთონ.
მაინტერესებს თქვენი აზრი, რომელი ვარიანტია უფრო რელევანტური? სად გადაუგდო კურტუას და რეალ მადრიდს ლამინემ?!
ა). მეკარისაკან მარჯვენა დაბალ კუთხეში;
ბ). გლანდებში;
გ). ბაირამ-დუდუკში;
დ). ხორხში…
ე) ხახაში…
კარგი შერბენები აქვს ტორესს და პლიუს მეტოქეს უფრო იმიტომ უჭირს ტორესის გაჩერება რადგან არაა კლასიკური ცხრიანი,შემოსვლებზე კარგად შემოდიოდა და ახლა მემგონი სასტარტოა.ყველას მეგონა გააცოცხლებდა ფლიკი მაგრამ ტორესს ნაღდად არ მოველოდი
მაინტერესებს თქვენი აზრი, რომელი ვარიანტია უფრო რელევანტური? სად გადაუგდო კურტუას და რეალ მადრიდს ლამინემ?!
ა). მეკარისაკან მარჯვენა დაბალ კუთხეში;
ბ). გლანდებში;
გ). ბაირამ-დუდუკში;
დ). ხორხში…
გადაუგდო ჩვილი ხბოსავით :დდდ
ლამინეს გოლის შემდეგ პირველი რა ფრაზაც ამეკვიატა იყო – "გადაუგდო"
მაინტერესებს თქვენი აზრი, რომელი ვარიანტია უფრო რელევანტური? სად გადაუგდო კურტუას და რეალ მადრიდს ლამინემ?!
ა). მეკარისაკან მარჯვენა დაბალ კუთხეში;
ბ). გლანდებში;
გ). ბაირამ-დუდუკში;
დ). ხორხში…
ძაან ცუდი იყო 😀 მაგ 3 ასისტიდან მარტო პირველი ასისტი იყო მაგის დამსახურება😀 გუშინ რაც ამან და რაფინიამ იყღლევეს იმაზე მეტი თუ შესნის ეღლევა მე ვიყო ვინისუსი😀 სტატისტიკა არ ნიშნავს რომ კარგი თამაში გქონდა
აუ 2 წლის წინაც ესპანიოლის სტადიონზე ვიზეიმეთ ჩემპიონობა და ახლაც იგივე მეორდება, გაგიჟდებიან ის ჩემისები😂😂
დე ბრუინი გაეძრო გუშინ
3 ასისტი რეალთან ფერან ტორესისგან რამდენიმე სეზონის წინ ვინმეს რომ ეთქვა არ დავიჯერებდი
ფიზიკაშიც მოუმატა მენტალურადაც სულ მომართულია სამი ასისტის გარდა სუფთა გოლი გაჰქონდა ჩუამენიმ " აუღო " ოღონდ ხელით ! საუკეთესო შემცვლელად აქცია ფლიკმა
უმაგრესი სეზონი აქვს ფერანს და უნდა დარჩეს კიდევ ერთი წელი. ამისი საჯარიმოში მეორე ტემპით შერბენები ძალიამ გვადგება და ტაქტიკის ცვლილების საშუალებასაც გვაძლევს. ფორვარდზე, მარჯვენა ვინგერად, მარცხენა ვინგერად, შეტევის ნებისმიერ პოზიციაზე შეუძლია თამაში და ძალიან კარგი ზამენაა. აბა ზამენაზე ვარსკვლავი არ დაგიჯდება დიდი ხნით და კარგი არჩევანია ტორესი ამ მხრივ
იმედია ხუთშაბათს უკვე ჩემპიონები ვიქნებით და იმ ბოზებს დერეფნის გაკეთება მოუწევთ
თუ ოთხშაბათს რეალმა ვერ მოიგო ბარსა ჩემპიონი ხდება და ესპანიოლს მოუწევს საჩემპიონო კორიდორის გაკეთება.
ისე მე მირჩევნია ჩემპიონობი საკუთარ სტადიონზე გახდნენ და იქ იზეიმონ. ესპანიოლის ახვარმა ფანებმა შეიძლება ქვების სროლა დაუწყონ ბოღმისა და შურისგან გაბერილებმა.
ამას წელს კარიერის სეზონი აქვს, არ ვიცი ფლიკმა რა უთხრა ასეთი ან შრეიძლება მძევლად ყავს რომელიმე ოჯახის წევრი სეზონის ბოლომდე