რეალ მადრიდის დამარცხების (4-3) შემდეგ, ბარსელონას ერთ-ერთმა ლიდერმა, რაფინია დიას ბელოლიმ მედიასთან ისაუბრა.
აქ მატჩების მოსაგებად ვართ – მნიშვნელობა არ აქვს, ეს შეხვედრები ხალხისთვის მნიშვნელოვანი ჩანს თუ ნაკლებად მნიშვნელოვანი. დიდებულ საქმეს ვაკეთებთ. ვიცოდით, ეს ელ კლასიკო როგორი მნიშვნელოვანი იყო. ისიც ვიცოდით, რომ, თუ გოლებს გავუშვებდით, სიმშვიდე უნდა შეგვენარჩუნებინა და დაგვექამბექებინა.
ელ კლასიკოში ბევრი გოლი ხშირად ვერ გაგაქვს, მაგრამ ჩვენი და რეალ მადრიდის სათამაშო სტილების გამო უამრავი მომენტი იქმნება. მოედანზე მაღალი დონის მოთამაშეები იმყოფებიან. მნიშვნელოვანია, რომ საჭირო მომენტში თავის დაცვა და ქულების ნებისმიერი გზით აღება ვიცით.
ბევრი მომენტი გავაფუჭეთ, თორემ შეიძლებოდა, მატჩი ჩვენთვის უფრო მშვიდად წარმართულიყო. ვფიქრობ, რეალ მადრიდის მე-3 გოლმა საქმე გაართულა, მაგრამ თავი კარგად დავიცავით, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია.
2 გოლზე მეტის გატანა შემეძლო. 3 საგოლე შანსი ვერ გამოვიყენე, რაც არ უნდა მომხდარიყო. ჩემი თავისგან მაქსიმუმს ვითხოვ და გაფუჭებულ მომენტებზე უფრო ვფიქრობ, ვიდრე გატანილ გოლებზე. მსურს, ყოველთვის საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია ვიყო. როცა ასე არაა, ვგრძნობ, რომ მეტი შემეძლო.
ვფიქრობ, ახლა ლა ლიგაში ყველაფერი სრულად ჩვენს ხელშია. ელ კლასიკოს მოგება უნდა აღვნიშნოთ, რადგან ეს დაპირისპირება ყოველთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ ვიცით, რომ მომავალი მატჩის მოგებაც გვმართებს.
ყოველთვის ვამბობ, რომ ბარსელონაში ტიტულების მოსაგებად და კლუბის ისტორიაში ჩემი სახელის ჩასაწერად მოვედი.
რეალ მადრიდთან მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოს სხვას მივცემდი. ეს ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო თამაში არ ყოფილა. მგონია, რომ აღნიშნულ პრიზს პედრი იმსახურებს. რამდენიმე თანაგუნდელი მჯობდა – მაგალითად: ფერანი, კუბარსი და ინიგო.
— განაცხადა ბრაზილიელმა, რომელმაც რეალ მადრიდს დუბლი შეუსრულა და ამ ელ კლასიკოს მოგებაში დიდი წვლილი შეიტანა.
რაფო
მაგარია კაცმა უკაპიტნა გუნდს ულიდერა რთულ
დროს აუცილებლად ჩასაწერია ბარსას ლეგენდებში
“2 გოლზე მეტი უნდა გამეტანა” — რაფინია რეალ მადრიდთან მატჩის შემდეგ
მერე ვინ შეგიშალა ხელი? ვალვერდემ თუ ჩუამენმა. ისე რეალის ბოღმა ფანები რას აღარ კადრულობენ. "იმ გუნდის დედაო, სადაც რაფინია იქნება ლიდერიო წერენ ჰალაზე" ამ დროს რაფინია ბრაზილიის ნაკრებშიც ლიდერია და ვინისიუსზე მეტს იქაც აკეთებს და ჩვენ რა ვთქვათ.
ჰეთ-თრიკი გაფორმებული გქონდა იამალმა ისეთი პასი დაგიხატა უეჭველი უნდა გაგეტანა მაგრამ კარიდან გამოტანას უფრო გავდა ეგ ვიდრე დარტყმას,შეტანილი იყო ბურთი რო მიგერტყა გოლი იყო მაგრამ ქარს გაატანე ეგ გოლი
ნეიმარი?
რაფომ კიდევ 3 სეზონი ითამაშოს ამ შედეგიანობით და ერთი ნეიმარის ფულის მონა, არაპროფესიონალი დედაც მოვიკითხე
ნეიმარი?
სულ მინიმუმ ჰეთ-თრიკი უნდა შეგესრულებინა ძმა.
რაფო 2-3 ასეთი სეზონიც დადე და ვინ იცის, იქნებ ალვეშის და რონალდინიოს მერე საუკეთესო ბრაზილიელიც გახდე ბარსას ისტორიაში
ჰე გავარდით ყველამ youtube-ზე ბარსამ ახალი ვიდეოფილმი დაპოსტა