workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჰანსი ფლიკი კლასიკოს შემდეგ

ჰანსი ფლიკი კლასიკოს შემდეგ

“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა “რეალ მადრიდთან” დაპირისპირების (4-3) შემდეგ კომენტარი გააკეთა.

რაც გუნდა გააკეთა, დაუჯერებელია.

4 “კლასიკოს” მოგება ფანებისთვის ბევრს ნიშნავს. ახლა მომდევნო მატჩზე ვართ კონცენტრირებულები.

ყველაფრის საკვანძო ფაქტორი ვარჯიშების დროს ინტენსივობაა.

იამალი ძალიან თავდაჯერებულია. მან იცის, რისი გაკეთება შეუძლია. ლამინი ძალიან ჭკვიანი მოთამაშეა.

გაუმჯობესება ყოველთვის გვსურს, თითოეული მატჩის შემდეგ. დიდი პოტენციალი გვაქვს.

თამაშით კმაყოფილი ვარ. ფეხბურთი შეცდომების თამაშია, რომლებიც მინიმუმამდე უნდა დავიყვანოთ.

ჩვენ 4 გავიტანეთ, მათ – 3. უკვე ვთქვი, რომ დაცვის გაწვრთნა იოლი არაა, როდესაც მატჩებს შორის ასეთი ცოტა დრო გვაქვს.

ვიცით, რომ დაცვაში თამაში უნდა გავაუმჯობესოთ. ამას მომდევნო სეზონში გავაკეთებთ.

ბედნიერი ვარ, რომ ასეთი გუნდი და ფეხბურთელები მყავს.

ამ გრაფიკით სათანადოდ ვარჯიში შეუძლებელია. ყოველ 3 დღეში ვთამაშობთ და არ გვაქვს დრო, რომ რაღაც განვავითაროთ. მომდევნო სეზონში კიდევ უფრო გავუმჯობესდებით.

გაუმჯობესებას მატჩებში ამჩნევ, მაგრამ მთავარი სამუშაო ვარჯიშებზე კეთდება.

ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ ფეხბურთელებს “ინტერთან” მომხდარი არ დაევიწყებინათ.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (52)

  • Barcelona2026
    schedule 12 მაი 2025, 07:52
    #20

    Berlinetta♥, დაიცა შტეგენი მასეე არიყო ხოლმეე რაატო არგევასებათ ეგკაციი 5 მკვდარ ბურთს გამოაძრობდა მარააა იმდენს ურტყავდნენ რო ფიზიკურად ვერაფერს ვეღარ შვებოდა რეალობას ჩავხედოთ, შტეგენი ფორმაში თუააა კურტუას კიარააა გოლიიი არგადის წინა ლალიგა რომ მოვიგეთ გოლს ვერუტანდნენ საშვალო დონის მეკარეე იმიტო გონიათ რო დაცვაა სულ ორღობე ყავდა ამ კაცსს არადაა პრაიმ შტეგენი ზომერს დონარუმას და ბევრ მეკარეს 100 ჯერ ჯობიაა, პროსტა დაცვააა არასდროს არყავდა ნორმალურიც კი მარტო იგებდა თამაშებს არვიცი ასე რატო გადაუსვით ხაზი შესნის მაგივრად რომდგარიყო დარწმუნებულივარ ახლა ფინალში ვიქნებოდით შუაში დარტყმულის გარდა ვერაფერს იღებს ტიპი, ზომერი კიდე დაიმახსოვრეთ ყველამეკარე ჩვენზე გიჟდება ფინალში ან რრალს როშეხვდება იღლიებში გაუშვებს ბურთებს

    Don_Andresito, შტეგენს რამდენი თამაშიც აქვს მაჩანჩალა ბარსელპნაში პირადად მოგებული იმდენი 100 ლარიანი შენ, მარტო თამაშობდა ხოლმე და ნუგადაუსვით ხაზიი დაცვაა გააძლიერონ და შტეგენი ისეთ ბურთებს გამოაძრობს ამ აწეულ დაცვაში აგერ ნახავთ რარის მეკარე , 50 ჯერ რო დაარტყმევინებ და ერთიერთზე გაუშვებ შტეგენსკიარაა 3 კურტუას გამოავსებენ

  • Vamsdreini.1
    schedule 12 მაი 2025, 07:42
    #19

    რანაირი ტიპია, რაის 1-2 წლიანი კონტრაქტი, ეს უნდა დაბერდეს ბარსაში, სათანადო ფეხბურთელები მოიყვანონ და ყველა წელს მინიმუმ 2 ტიტული იქნება.

  • Frenkie de Jong_
    schedule 12 მაი 2025, 07:42
    #18

    ფლიკკ შენი მჯერა,
    ზფხულში ლაპორტას ტრანსფერები დადეებინე და ეგაა,

    ხო კიდე ეს ბუტილკა შარვალი გაიხადე 😂

    🚨 𝐎𝐅𝐅𝐈𝐂𝐈𝐀𝐋: Barcelona have broken the record of the most goals scored against Real Madrid in a single season with 16 goals.

    The 2nd is the season 2011/12, with 13 goals scored.

    ამასობაში რეკორდიცგვქონია

  • Bakero
    schedule 12 მაი 2025, 05:38
    #17

    დაუკვირდით რას ლაპარაკობს ეს კაცი : " ყველაფრის საკვანძო ფაქტორი ვარჯიშების დროს ინტენსივობაა. " … " ფეხბურთი შეცდომების თამაშია, რომლებიც მინიმუმამდე უნდა დავიყვანოთ. " …" დაცვის გაწვრთნა იოლი არაა, როდესაც მატჩებს შორის ასეთი ცოტა დრო გვაქვს "…" ვიცით, რომ დაცვაში თამაში უნდა გავაუმჯობესოთ. ამას მომდევნო სეზონში გავაკეთებთ" …" ამ გრაფიკით სათანადოდ ვარჯიში შეუძლებელია. ყოველ 3 დღეში ვთამაშობთ და არ გვაქვს დრო, რომ რაღაც განვავითაროთ. მომდევნო სეზონში კიდევ უფრო გავუმჯობესდებით. "…." გაუმჯობესებას მატჩებში ამჩნევ, მაგრამ მთავარი სამუშაო ვარჯიშებზე კეთდება." ყველაფერს აკონტროლებს გერმანულად smiley მე მაინც მგონია რომ გუნდის ყველა ცალ ცალკე მოთამაშის ფიზიკურ და მენტალური მდგომარეობის უმაღლეს დონეზე აყვანაში ამ კაცს ვერავინ შეედრება ! მხეცია იმენნა heart_eyes

  • ☠️Spooky☠️
    schedule 12 მაი 2025, 05:13
    #16

    ამ გუნდს ყველაზე მეტად 2 შემტევი ჭირდება მომავალ წელს, ერთი ვინგერი და ერთი 9-იანი,ეს სულ მცირე. მერე მოფის ერთი ფლანგის მცველი კაი ზამენა, უფრო მარცხნივ, არაუხო უნდა წავიდეს და ქრისტო დარჩეს. ჰიონესი დაცვაში უკეთესია მარა ის ტოტეს იგროკი უფრო სწრაფია და მგონი ეგ უფრო გვჭირდება. მეკარე მარა არ მოიყვანენ, საყრდენიც მარა არ მოიყვანენ,იმედია ბერნალი და კასადო გაქაჩავენ და გვეყოფა. 10-იანზე ოლმო კი კაი ბიჭია მარა მომენტებში ჩავარდნა აქვს, მე მაინც გავყიდდი და ეგება მუსიალა დაგვეთრია, ეგ დაითრიოს ლაპორტამ და მეტი არ მინდა არაფერი,მარა ზღაპარია,ხსწნებაშიც არაა…იტოგში 2 შემტევი და ერთი ფლანგის მცველი ასე თუ ისე კარგად დაალაგებდა თემას. პლუს აკადემია და რაღაც სიღრმე გვექნებოდა რა…

  • Giorgi17
    schedule 12 მაი 2025, 04:36
    #15

    ციტატა: Rick Sanchez
    კარგი მეკარეა მოსაყვანი, მსოფლიო დონის, ნახეთ რა კიპერები ჰყავთ სხვა გუნდებს – კურტუა, დონარუმა, ზომერი… ძლიერი მეკარე უმნიშვნელოვანესია, ჩვენ ორი საშუალო დონის მეკარე გვყავს სამწუხაროდ. აუცილებელია მარჯვენა და მარცხენა მცველები როტაციისთვის, მარტინს ინტერთან ორი ასისტისთვის მადლობა, მაგრამ გასაშვებია, შანსი აღარ უნდა მიეცეს. ფორტი ჯერჯერობით მარცხნივ უკეთესია და დიდი თამაშებისთვის მზად არ არის. ცენტრში კრისტენსენს დავტოვებდი, გარსია ულაპარაკოდ საჭირო კაცია, არაუხოზე ფლიკმა გადაწყვიტოს რას უპირებს, თუ იტყვის პრესეზონზე შევხედავო კიბატონო, მე მაგ კაცის ბრმად მწამს უკვე. ტა მოვა ასევე. ნახევარდაცვა მშვენიერია, თან ბერნალი დაბრუნდება და საყრდენის პრობლემა აღარ იქნება მგონი. დე იონგი ფორმაშია, შეეჩვია ფლიკია სისტემას, იქ კასადოა, მოკლედ ცენტრში არ გვიჭირს. ოლმოს ტრავმები ატრაკებს მხოლოდ და მანდაც ფერმინი თუ მოიხოდება ეგ ორი შეცვლის ერთმანეთს. მარჯვნივ იამალი დიდებულია, მაგრამ სკამისთვის მოსაყვანია ვინმე, მარცხნივ რაფინიაა, მხეცი კაცი, მაგრამ ბალდეს არყოფნაში მკვდარია ხოლმე ეგ ფლანგი და ვინგერი მაგ პოზიციაზეც მოსაყვანია, ვინმე გამქცევი და კაცის მომტყუებელი. მაგაზეც ფლიკმა გადაწყვიტოს ვინ ურჩევნია. ფორვარდია საჭირო, ისაკი? გიოკერეში? არ ვიცი, ვინმე გამტანი, ისეთი კაცი, ფლიკის სისტემაში რომ ჩაჯდება პრაიმ ლევანდოვსკივით. პოლონელთან დროს რომ გაიყოფს ერთი სეზონი და მერე ძირითადის უცვლელი კაცი გახდება, ოღონდ ფერანი რას შვება მაგ შემთხვევაში აღარ ვიცი. სკამისთვის იდეალური მოთამაშეა და მენანება გასაშვებად. ფატი ულაპარაკოდ გასაყიდია სამწუხაროდ… მოკლედ ფლიკს და ლაპორტას ბევრი საქმე ექნებათ, მე მჯერა ამ კლუბის და მჯერა, რომ მომავალ წელს კიდევ ერთხელ გავიწევთ ტრებლზე, იქნებ წამოვიღოთ კიდევაც😅❤️

    ფორმაში თუ შევიდა იქით სეზონში შტეგენი ვერ მოერგება ვითომ ამ სტილს? მგონია რო გაამართლებს ფეხით თამაში კარგად გამოსდის თან და გამოსვლებზეც სულ კარგი იყო

  • Berlinetta♥
    schedule 12 მაი 2025, 03:40
    #14

    გილოცავთ ყველას,

    არ მახსენდება მატჩი, სადაც ასე მიკერძოებული მსაჯი იყო, ეს რა ვნახე … ნუ შეერგოთ ეს ანგარიში , ისე კი ჰანდიკაპის გარეშე ტეხავს რა ფლიკის ბარსასთვის …

    დაცვაში გვაქვა ცუდი სიტუაცია, რომ დავფიქრდეთ , ინიგომ დღეს აჩუქა მბაპეს გოლი , კუბარსიმ თერთმეტ მეტრიანი, ინტერთან ტურამის გოლი ინიგოს კისერზე იყო , ნუ ლაუტაროსთან სხვა რა გზა ქონდა პაუს ეგ ჯანდაბას, არაუხომ რაც ქნა ყველას გვახსოვს , რეალურად , ამოწეული დაცვით სივრცეს რომ ვტოვებთ და დანის პირზე დავრბივართ ეგ ხომ საფრთხეს ქმნის, მაგრამ მეტოქეს რომ უბრალოდ ჩუქნი გოლებს, ეგ მაინც უნდა გამოვასწოროთ , მაინც მგონია რომ ჯანმრთელი კრისტენსენი ყველაზე მაღლა დგას თავისი სტაბილურობით და რა ვქნა …

    ასე უტრავმოდ ვერ ჩაივლის ყველა სეზონი ხალხო , ვინგერებს ვგულისხმობ , ლამინსაც და რაფინიასაც შემცვლელი ჭირდება, ტორესი აღარ უნდა განვიხილოთ ვინგერად, ორი ვინგერი, ან ფრინპოგი თუ მოვა მარჯვემა ვინგერი აღარ გვჭირდება , მარცხნივ კარგი ვინგერი და ოლმოს ნაცვლად ან სულ ფერმინი იდგეს და არავინ მოიყვანონ , ან გაყიდონ და ვინმე ჯანმრთელი მოიყვანონ ალაგ ალაგ მშვიდობაში რო ანათებს დანი, ნერვები მეშლება .. ისეთი ათიანი დაგვხატავდა, ჯარიმებსაც რომ ასრულებდეს …

    ფორვარდად ეკიტიკეს ვცდიდი იჯარით , კარგი სეზონი აქვს ძალიან …

    კურტუა ნომერ პირველია დღეს , სასწრაფოდ მსგავსი მეკარე ყავს რეალს მოსაძებნი, თორე მიეჩვივნენ 8 მკვდარი ბურთის გამოძრობას კურტუასგან და მასე ვერ წავლენ შორს … მარა რეალს არ გაუჭირდება , ჯიჯოს დაითრევენ ეგრევე … ეჰ ეგ მეკარე მოგვცა , ყველაზე ახლოსაა კურტუასთან , დაჟე ჩახვეულ ბურთებს ჯიჯო უფრო იღებს დაბლებს განსაკუთრებით …

  • jacky iakovenko
    schedule 12 მაი 2025, 03:14
    #13

    ანრიმ და მისმა ამერიკელმა ტრიპაჩმა ტერიმ მივიდნენ გადაეხვიენ 😍

  • Rick Sanchez
    schedule 12 მაი 2025, 03:09
    #12

    კარგი მეკარეა მოსაყვანი, მსოფლიო დონის, ნახეთ რა კიპერები ჰყავთ სხვა გუნდებს – კურტუა, დონარუმა, ზომერი… ძლიერი მეკარე უმნიშვნელოვანესია, ჩვენ ორი საშუალო დონის მეკარე გვყავს სამწუხაროდ. აუცილებელია მარჯვენა და მარცხენა მცველები როტაციისთვის, მარტინს ინტერთან ორი ასისტისთვის მადლობა, მაგრამ გასაშვებია, შანსი აღარ უნდა მიეცეს. ფორტი ჯერჯერობით მარცხნივ უკეთესია და დიდი თამაშებისთვის მზად არ არის. ცენტრში კრისტენსენს დავტოვებდი, გარსია ულაპარაკოდ საჭირო კაცია, არაუხოზე ფლიკმა გადაწყვიტოს რას უპირებს, თუ იტყვის პრესეზონზე შევხედავო კიბატონო, მე მაგ კაცის ბრმად მწამს უკვე. ტა მოვა ასევე. ნახევარდაცვა მშვენიერია, თან ბერნალი დაბრუნდება და საყრდენის პრობლემა აღარ იქნება მგონი. დე იონგი ფორმაშია, შეეჩვია ფლიკია სისტემას, იქ კასადოა, მოკლედ ცენტრში არ გვიჭირს. ოლმოს ტრავმები ატრაკებს მხოლოდ და მანდაც ფერმინი თუ მოიხოდება ეგ ორი შეცვლის ერთმანეთს. მარჯვნივ იამალი დიდებულია, მაგრამ სკამისთვის მოსაყვანია ვინმე, მარცხნივ რაფინიაა, მხეცი კაცი, მაგრამ ბალდეს არყოფნაში მკვდარია ხოლმე ეგ ფლანგი და ვინგერი მაგ პოზიციაზეც მოსაყვანია, ვინმე გამქცევი და კაცის მომტყუებელი. მაგაზეც ფლიკმა გადაწყვიტოს ვინ ურჩევნია. ფორვარდია საჭირო, ისაკი? გიოკერეში? არ ვიცი, ვინმე გამტანი, ისეთი კაცი, ფლიკის სისტემაში რომ ჩაჯდება პრაიმ ლევანდოვსკივით. პოლონელთან დროს რომ გაიყოფს ერთი სეზონი და მერე ძირითადის უცვლელი კაცი გახდება, ოღონდ ფერანი რას შვება მაგ შემთხვევაში აღარ ვიცი. სკამისთვის იდეალური მოთამაშეა და მენანება გასაშვებად. ფატი ულაპარაკოდ გასაყიდია სამწუხაროდ… მოკლედ ფლიკს და ლაპორტას ბევრი საქმე ექნებათ, მე მჯერა ამ კლუბის და მჯერა, რომ მომავალ წელს კიდევ ერთხელ გავიწევთ ტრებლზე, იქნებ წამოვიღოთ კიდევაც😅❤️

  • Gaucho24
    schedule 12 მაი 2025, 03:09
    #11

    ბალდე უკონკურენტოა ჩემი აზრით მარცხენა ფლანგზე , მარჯვენა მცველი გვჭირდება მსგავსი მაგალითად ფრიმპონგი , კუნდე ცენტრში შემოიწევს კუბარსთან , მარტინესი კრისტენსენი/გარსია სკამზე , ასევე ტა მოდის და რო რამე კუნდე მარჯვენა მცველადაც დადგება და დაცვაში როტაციებიც იქნება , მეკარედ კალაგერი/კოსტა/ჩევალიე სამივე კარგი ვარიანტია , ცენტრში არავინაა საჭირო ბერნალი კასადო დაბრუნდება და ოლმო ფორმაში შევა , ფერმინიც გაიზრდება და ცენტრს ლა მასია მიხედავს , წინ სკამისთვის გვჭირდება სწრაფი ტექნიკური ვინგერი რომელსაც ფინიშინგიც ექნება , რაფინია იამალს ისეთი ქიმია აქვთ ძირითადები არიან , ისეთი ვინგერი გვინდა ამათი დასვენება და შეცვლა უპრობლემოდ რომ შეძლოს და ფორვარდი გვჭირდება უსიცოცლოდ , გიოკერეში დახატავდა მაგრამ ძვირია , ისაკიც ძვირია , მანდ უნდა მოვძებნოთ კარგი ვარიანტი რადგან ლევა სკამისთვისაა უკვე და ტორესი ყველამ ვიცით რომ არაა ძირითადის

  • Don_Andresito
    schedule 12 მაი 2025, 03:01
    #10

    ციტატა: Griezzy7
    მეკარეა აუცილებლად მოსაყვანი, თუ შტეგენის ან შესნის იმედად ვაპირებთ ყოფნას ისევ დავემშვიდობებით ჩემპიონთა ლიგას. ისეთი მეკარე გვინდა თამაშების მოგება რომ შეუძლია

    დაცვის ფლანგები – ბალდეს და კუნდეს კარგი შემცვლელები გვჭირდება, მნიშვბელოვან თამაშებშიც რომ არ შეგევშინდება დაყენება ისეთი.

    დაცვის ცენრში გვინდა სწრაფი მცველი – კუბარსი, ინიგო, გარსია, არაუხო, ქრისტენსენი – ყველა ნელია თან არაუხოს სილვა საერთოდ აღარ მინდა ბარსას მაისურით. ქრისტენსენი ძაან მომწონს მაგრამ გამოტოვებს ისევ ტრავმების გამო სეზონის ნახევარს და გვჭირდება ერთი კაცი. მაღალი და სწრაფი თუ იანება მთლად უკეთესი. (არაუხო უნდა წავიდეს და შეიძლება ქრისტენსენიც) (გარსიამ დაიმსახურა დარჩენა)

    – შემტევი სტილის, ბოლო პასის გამკეთებელი ნახევარმცველი გვჭირდება აუცილებლად. ოლმო ფაქტია ვერ ჩაჯდა სქემაში და ჩემი აზრით არც შესაბამისი მონაცემები აქვს რომ ბარსას ძირითადში თამაშობდეს + ხშირი ტრავმიანობა (ფერმინი ბევრად ჯობია)

    მარცხნივ ვინგერი – სწრაფი და ტექნიკური ფეხბურთელი გვინდა რომელიც სივრცეებში გაიქცევა და მოტყუებაზე წავა მცველების. (ნიკო კარგი იქნებოდა)

    ფორვარდი – ფოევარდი აუცილებლად გვჭირდება ძირითადისთვის, ლევანდოვსკი სკამზე უნდა გადაჯდეს და ფერმინი გაიყიდოს.

    მოკლედ 6-7 ტრანსფერი არის საჭირო. ოლმოს პოზიციის დროებით გადადება კიდევ შეიძლება მაგრამ დანარჩენები აუცილებლად მოსაგვარებელია


    100%. უბრალოდ 3 სატრანსფერო ფანჯარა მაინც უნდა უნიათო ხელმძღვანელობას მაგის მისაღწევად.
    კარში ჩევალიეს გავუწევდი რეკომენდაციას, ლილიდან. დაცვის ფლანგებზე ფრიმპონგი ოცნებაა. მარცხნივ გრიმალდო თუნდაც. ჩვენი აღზრდილია და იაფი ვარიანტია. დაცვის ცენტრში ჰუისენია სწრაფი და მაღალი. ტოპ მცველი დადგება 99% ით. ოლმოს რაღას ვუზამთ აწი, ნაყიდია უკვე, იჯარა მაინც იყოს. თორე ჩავი სიმონსიც დაგვხატავდა და ჩერკიც ლიონიდან. მარცხნივ ნიკო/დოკუ. დიასი არ მომწონს თან ასაკშია. 9 ზე ისაკი/ალვარესი/გიოკერეში. საყრდენზე ბერნალის იმედი მაქვს, კარგი 8 გილეა კიდე, დააწინაურებენ მალე. ასე რომ აკადემიაც წაგვაშველებს კარგ ბიჭებს, ვირგილი მარცხენა ვინგერათ ძალიან ნიჭიერია. მოკლედ რაც ვთქვით 4-5 ტრანსფერი რო გაკეთდეს აქედან ფლიკი მონსტრს შექმნის. სკამი რო გვყოლოდა და მარტინებს და ტორესებს არ მოწეოდათ თამაში ტრებლს დავდებდით დღეს

  • Griezzy7
    schedule 12 მაი 2025, 02:34
    #9

    მეკარეა აუცილებლად მოსაყვანი, თუ შტეგენის ან შესნის იმედად ვაპირებთ ყოფნას ისევ დავემშვიდობებით ჩემპიონთა ლიგას. ისეთი მეკარე გვინდა თამაშების მოგება რომ შეუძლია

    დაცვის ფლანგები – ბალდეს და კუნდეს კარგი შემცვლელები გვჭირდება, მნიშვბელოვან თამაშებშიც რომ არ შეგევშინდება დაყენება ისეთი.

    დაცვის ცენრში გვინდა სწრაფი მცველი – კუბარსი, ინიგო, გარსია, არაუხო, ქრისტენსენი – ყველა ნელია თან არაუხოს სილვა საერთოდ აღარ მინდა ბარსას მაისურით. ქრისტენსენი ძაან მომწონს მაგრამ გამოტოვებს ისევ ტრავმების გამო სეზონის ნახევარს და გვჭირდება ერთი კაცი. მაღალი და სწრაფი თუ იანება მთლად უკეთესი. (არაუხო უნდა წავიდეს და შეიძლება ქრისტენსენიც) (გარსიამ დაიმსახურა დარჩენა)

    – შემტევი სტილის, ბოლო პასის გამკეთებელი ნახევარმცველი გვჭირდება აუცილებლად. ოლმო ფაქტია ვერ ჩაჯდა სქემაში და ჩემი აზრით არც შესაბამისი მონაცემები აქვს რომ ბარსას ძირითადში თამაშობდეს + ხშირი ტრავმიანობა (ფერმინი ბევრად ჯობია)

    მარცხნივ ვინგერი – სწრაფი და ტექნიკური ფეხბურთელი გვინდა რომელიც სივრცეებში გაიქცევა და მოტყუებაზე წავა მცველების. (ნიკო კარგი იქნებოდა)

    ფორვარდი – ფოევარდი აუცილებლად გვჭირდება ძირითადისთვის, ლევანდოვსკი სკამზე უნდა გადაჯდეს და ფერმინი გაიყიდოს.

    მოკლედ 6-7 ტრანსფერი არის საჭირო. ოლმოს პოზიციის დროებით გადადება კიდევ შეიძლება მაგრამ დანარჩენები აუცილებლად მოსაგვარებელია

  • me da barca
    schedule 12 მაი 2025, 02:04
    #8

    თამაშამდე დავწერე გეგმა, მინიმუმ ერთი გოლით მეტი უნდა გავიტანოთქო და შეასრულა ამ კაცმა. მეტიც იყო, თუმცა ფერმინის ხელი, ხელი ყოფილა, ჩუამენის კი არა.

  • პენდრაგონი
    პენდრაგონიshield ვეტერანი
    schedule 12 მაი 2025, 02:00
    #7

    ხოდა წინა სასეზონო მომზადების პერიოდი უნდა გამოიყენო ჰანს, მეტი გზა არ გვაქვს. მომდევნო სეზონში კიდევ უფრო მონსტრი იქნება ბარსა ამ კაცის ხელში

  • me da barca
    schedule 12 მაი 2025, 01:58
    #6

    ორ სიტყვას ვიტყვი. როგორც იქნა წლების მერე ნორმალური მწვრთნელი გვეღირსა. მიეცით ნორმალური შემადგენლობა და ლიგასაც დადებს.

  • Don Leo
    schedule 12 მაი 2025, 01:57
    #5

    ეხ ხულიანი ვილიამსი და მამარდა მიეცი ამ კაცს ახლა და მერე ნახეთ თამაშები !!

  • Levani
    schedule 12 მაი 2025, 01:45
    #4

    Იმაზე ბევრად მაგარი სეზონი გამოვიდა ვიდრე სეზონის სტარტზე წარმოვიდგენდით. კი შეგვეძლო საერთოდ ტრიპლეტი დაგვედო მაგრამ რას ვიზავთ არ გაგვიმართლა. Რაც მთავარია ჭაობიდან ამოსულები ვართ და გვყავს ახალგაზრდული შემადგენლობა რომელსაც უსაზღრო პოტენციალი აქვთ ბარსელონა კვლავ დაუბრუნდა დომინანტ ფეხბურთს და ეს იმაზე ადრე მოხდა ვიდრე წარმოვიდგენდი ამ ფინანსური კრიზისის ფონზე. Ეს თაობა აუცილებლად მოიგებს ჩემპიონთა ლიგასაც და თან არა ერთს მაგრამ ჩემთვის მაინც მთავარი ის არის რო თითოეული თამაშის ყურება ზეიმი გახდა ესეთ სანახაობრივ ფეხბურთს სხვა არცერთი კლუბი არ თამაშობს, ამისთვის კი უდიდესი მადლიერება ჰანსი ფლიკს

  • ana1988
    schedule 12 მაი 2025, 01:44
    #3

    ფლიიიკ გთხოვ დიდხანს დიდხანს იყავი ჩვენთან.
    ზედიზედ რამდენჯერმე ტრებლი უნდა დადოოოოოოო

  • Bakero
    schedule 12 მაი 2025, 01:40
    #2

    N1 ხარ ულაპარაკოდ ! ამ შემადგენლობით ასეთი შედეგი !

  • gettoo_msd
    schedule 12 მაი 2025, 01:35
    #1

    გენიოსი ხარ ჩემო ძმაო.მომავალ სეზონში აუცილებლად ტრებლს დადებს ფლიკი