ბარსელონა 4-3 რეალ მადრიდი | ბარსამ ზედიზედ ოთხი ელ კლასიკო მოიგო

ბარსელონა 4-3 რეალ მადრიდი | ბარსამ ზედიზედ ოთხი ელ კლასიკო მოიგო

ბარსელონამ ლა ლიგის 35-ე ტურში რეალ მადრიდს უმასპინძლა და 4-3 დაამარცხა.

საწყის წუთებში კილიან მბაპემ დუბლი შეასრულა, მაგრამ ბარსამ პირველივე ტაიმში დააქამბექა – ფრანგის მეორე გოლიდან მალევე ერიკ გარსიამ გაიტანა, შემდეგ ლამინ იამალმა ანგარიში გაათანაბრა, რაფინიამ კი გუნდი დააწინაურა. ტაიმის მიწურულს ბრაზილიელმა კიდევ ერთი გოლი გაიტანა და ორბურთიანი სხვაობით წინ უკვე ბარსელონა გავიდა.

მეორე ნახევარში მბაპემ ერთი ბურთი გაქვითა და ჰეთ-თრიქი შეასრულა. ამას ემატებოდა ალეხანდრო ერნანდეს ერნანდესისა და ვიდეორეფერის ოთახში მყოფი არბიტრების არაადეკვატური გადაწყვეტილებებიც – მსაჯებმა ყველაფერი გააკეთეს, რომ ბარსას წაეგო, თუმცა ჰანსი ფლიკის შეგირდებმა ეს მატჩი მაინც არ დათმეს და 4-3 მოიგეს.

ბარსელონა 4-3 რეალ მადრიდი

⚽️ 0-1 | მბაპე 5’ (რეალ მადრიდი)

⚽️ 0-2 | მბაპე 14′ (რეალ მადრიდი)

⚽️ 1-2 | ერიკ გარსია 19’ (ბარსელონა)

⚽️ 2-2 | იამალი 32’ (ბარსელონა)

⚽️ 3-2 | რაფინია 34′ (ბარსელონა)

⚽️ 4-2 | რაფინია 45′ (ბარსელონა)

⚽️ 4-3 | მბაპე 70’ (რეალ მადრიდი)

შედეგად, ბარსელონამ რეალ მადრიდი მიმდინარე სეზონში მეოთხედ დაამარცხა: 4-0, 5-2, 3-2, 4-3. თანაც, აღსანიშნავია, რომ ამ ოთხი დაპირისპირებიდან, ორი ფინალი იყო (ესპანეთის სუპერ თასსა და კოპა დელ რეიზე). ბარსამ 16 გოლი გაიტანა და მხოლოდ 7 გაუშვა.

ბარსელონა ლა ლიგაში დღევანდელ ელ კლასიკომდეც პირველ ადგილზე იყო, ახლა კი რეალ მადრიდთან სხვაობა 7 ქულამდე გაზარდა.

ხუთშაბათს, 15 მაისს, ბარსელონა გასვლაზე ესპანიოლს დაუპირისპირდება – მოგების შემთხვევაში, კატალონიური გრანდი ესპანეთის ჩემპიონობასა და სეზონში მე-3 ტიტულს გაინაღდებს. თუმცა, შესაძლოა, ყველაფერი მანამდეც დასრულდეს – თუ 14 მაისს რეალ მადრიდი სანტიაგო ბერნაბეუზე მალიორკას ვერ მოუგებს, ბარსა გაჩემპიონდება.

იმ შემთხვევაშიც კი, თუ მადრიდელები ყველა შეხვედრას მოიგებენ, “ბლაუგრანას” დარჩენილ 3 ტურში მხოლოდ 2 ქულა სჭირდება, რომ ჩემპიონი გახდეს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (73)

  • nika 54
    schedule 12 მაი 2025, 17:58

    რეალი რო არ თვლის ამხანაგურებს ვიცით, ჩვენც აღარ გვაინტერესებს?

  • Albicelecte
    schedule 12 მაი 2025, 01:13

    მსაჯებიან რეალს რომ ქოცზე გადაირტყავ, კიდევ სხვა სიამოვნებაა barca-3 barca-1

  • Mascerano
    schedule 11 მაი 2025, 23:48

    ციტატა: Frenkie de Jong_
    ესპანიოლთან რო გვიწევს კიდე მოგება
    ეგაა მაგარი

    ლევანა იმედია შეაგდებს , მინდა რო ბომბარდირი გახდეს.

    2020 წლის ოქროს ბურთის მერე მაგრა მეცოდება,


    შანსი არაქვს ლევანას, ტრანსიდღანიამ უკვე დიდი ფორა აიღო

  • პენდრაგონი
    პენდრაგონიshield ვეტერანი
    schedule 11 მაი 2025, 23:43

    როცა ის ორანგუტანი, უინტელექტო მაზილა არაუხო არ თამაშობს, მსაჯებიანადაც ყველას ბურთს ვახევთ თავზე

  • Messi 10
    schedule 11 მაი 2025, 23:11

    ციტატა: Visca barca
    დავუშვათ ინტერმა მოიგო ლიგა. დემბელე მოიგებს ოქროს ბურთს? ვერა. ინტერიდან? ვერა. ან რაფინია მოიგებს ოქროს ბურთს ან იამალი ამიტომ კიდევ აქვთ შანსი იამალს და რაფინიას მითუმეტეს თუ ვერაფერი ქნა დემბელემ ფინალში.


    ინტერმა თუ მოიგო მაშინ რაფინია, სალაჰი, დემბელე/იამალი იბრძოლებს ოქროს ბურთისთვის და მეც ინტერს ვწურავ მაგრამ არ მაქვს იმედი მაგათი

  • Visca barca
    schedule 11 მაი 2025, 22:55

    დავუშვათ ინტერმა მოიგო ლიგა. დემბელე მოიგებს ოქროს ბურთს? ვერა. ინტერიდან? ვერა. ან რაფინია მოიგებს ოქროს ბურთს ან იამალი ამიტომ კიდევ აქვთ შანსი იამალს და რაფინიას მითუმეტეს თუ ვერაფერი ქნა დემბელემ ფინალში.

  • Frenkie de Jong_
    schedule 11 მაი 2025, 22:47

    ციტატა: jacky iakovenko
    ან აქ ან გვერდზე პოსტში დაწერა ვიღაცამ და ნამდვილად რაა … დღეს ნახევარდაცვამ ითამაშა ძაან, შეილება ოლმო ფრენკივით და პედრივით არ ჩანდა მარა სამივემ იმენა რეალს ბურთი დაუმალეს …. არადა მე ვიყავი 2-0ზე რო დავწერე ნახევარდაცვა მკვდარია წაგებულიათქვა თამაში 🤣😂ფლიკის ეფექტი 😂


    დეიონგი დღეს იმენა უშეცდომო იყო,
    ვარდნაზე რო ქვეშაფსიაა ხოლმე სხვათაშორის ბევრჯერ გგაურისკა დღეს მაგრა გამიკვირდა.

  • jacky iakovenko
    schedule 11 მაი 2025, 22:43

    ან აქ ან გვერდზე პოსტში დაწერა ვიღაცამ და ნამდვილად რაა … დღეს ნახევარდაცვამ ითამაშა ძაან, შეილება ოლმო ფრენკივით და პედრივით არ ჩანდა მარა სამივემ იმენა რეალს ბურთი დაუმალეს …. არადა მე ვიყავი 2-0ზე რო დავწერე ნახევარდაცვა მკვდარია წაგებულიათქვა თამაში 🤣😂ფლიკის ეფექტი 😂

  • Bakero
    schedule 11 მაი 2025, 22:41

    ციტატა: jacky iakovenko
    ფლიკმა კუბარსი კარქაა არ იჯავროთო მარა კისტენსემა შემოვიდა ძაან კარქაო კარქაოოოო 😂


    ინიგომ მეხუთე ყვითელი მიიღო და გამოტოვებს ესპანიოლთან ქრისტენსენს ათამაშებს ალბათ

  • Vamsdreini.1
    schedule 11 მაი 2025, 22:33

    ბოდიში რომ გაგიყარეთ – ჯოტია ცაავას შორენას ხმით 😂😂😂😂👌👌

  • rivaldo80
    schedule 11 მაი 2025, 22:33

    პორველ რიგში მე ვიყიდდი გამოცდილ დაცვით საყრდენს მერე მეკარეს და ბოლოს მოძრავ გოლეადორს.აუცილებლად მოსაფიქრებელია გეგმა ბ როცა აწეული დაცვა არ მუშაობს გუნდი უნდა გახდეს მოქნილი როცა საჭიროა უნდა იცოდეს 10-15 წუთი როგორ ჩაჯდეს დაცვაში.

  • Frenkie de Jong_
    schedule 11 მაი 2025, 22:31

    ესპანიოლთან რო გვიწევს კიდე მოგება
    ეგაა მაგარი

    ლევანა იმედია შეაგდებს , მინდა რო ბომბარდირი გახდეს.

    2020 წლის ოქროს ბურთის მერე მაგრა მეცოდება,

  • jacky iakovenko
    schedule 11 მაი 2025, 22:24

    დღე რომელიც ისეჩაიარა კაციშვილს დედისტრ# არ უგინებია მარტინისთვის 😂🤣😂🤣