“ბარსელონა” მორიგი ფეხბურთელის გაყიდვასთან არის ახლოს. საუბარია 19 წლის საყრდენ ნახევარმცველზე, ტომი მარკესზე, რომლიც პორტუგალიური “ბრაგაში” გადადის.
ფაბრიციო რომანოსა და პოლ ბალიუსის (The Athletic-ში “ბარსელონაზე” მწერალი ჟურნალისტი) ცნობით ახალგაზრდა ესპანელში “ბრაგა” 10 მილიონ ევროს გადაიხდის, რასაც ბონუსების სახით 2 მილიონი დაემატება, “ბარსელონა” კი მარკესის უპირატესი შესყიდვის უფლებას მიიღებს.
მარკესს პირველ გუნდში დებიუტი გასულ სეზონში ჰქონდა, როდესაც თებერვალში, ლა ლიგაში “მალიორკას” წინააღმდეგ საშინაო მატჩში ცვლილებაზე შემოვიდა. ამის შემდეგ მან ესპანეთის ჩემპიონატში სათადარიგოთა სკამიდან კიდევ ერთი შეხვედრა ჩაატარა.
როდრის ფაქტორი და კონკურენცია
ეს ტრანსფერი იმ ფონზე ხორციელდება, როცა “ბარსელონამ” როდრის ტრანსფერზე “მანჩესტერ სიტისთან” შეთანხმებას მიაღწია.
როდრის მოსვლა და მთავარი მწვრთნელის, ჰანსი ფლიკის განკარგულებაში არსებული ნახევარმცველების რაოდენობა ის მიზეზებია, რის გამოც მარკესი სხვაგან რეგულარული სათამაშო წუთების მიღების შესაძლებლობას ეძებდა, კლუბმა კი მის გაყიდვაზე თანხმობა განაცხადა.
არადა ცუდი ბიჭი არაა
10 მილიონი აიღეს არავიში ფაქტიურად. ყოჩაღ.
არადა კარგი ბიჭია ესეც, ესპარტიც, გილეც გორენიც და ფარინასიც. სულ ნახევარმცველები. ერთი ფორვარდი გამოაგდოს ლა მასიამ რა გახდა
ფორვარდის აღზრდა ყველაზე ძნელია მითუმეტეს ესპანეთში სადაც ყველა ფეხბურთელი ნახევარმცველის როლს ითავსებს, ლა მასიაში კიარა მსოფლიოში ალაბთ სულ 5 კაცია ვინც ბარსას ძირითადს გაწაჩავს.
ხოდა კარგი რო მშვენივრად მოიქცნენ, გამოსყიდვის უპირატესი უფლება რო გვექნება, თუ მართლაც სასწაული დადგა ისევ ჩვენთან დაბრუნდება.
ბერნალი გამოზარდონ და იდიალური ზამენა ეყოლება როდრის