ბარსელონა 4-3 რეალ მადრიდი | ბარსამ ზედიზედ ოთხი ელ კლასიკო მოიგო

ბარსელონა 4-3 რეალ მადრიდი | ბარსამ ზედიზედ ოთხი ელ კლასიკო მოიგო

ბარსელონამ ლა ლიგის 35-ე ტურში რეალ მადრიდს უმასპინძლა და 4-3 დაამარცხა.

საწყის წუთებში კილიან მბაპემ დუბლი შეასრულა, მაგრამ ბარსამ პირველივე ტაიმში დააქამბექა – ფრანგის მეორე გოლიდან მალევე ერიკ გარსიამ გაიტანა, შემდეგ ლამინ იამალმა ანგარიში გაათანაბრა, რაფინიამ კი გუნდი დააწინაურა. ტაიმის მიწურულს ბრაზილიელმა კიდევ ერთი გოლი გაიტანა და ორბურთიანი სხვაობით წინ უკვე ბარსელონა გავიდა.

მეორე ნახევარში მბაპემ ერთი ბურთი გაქვითა და ჰეთ-თრიქი შეასრულა. ამას ემატებოდა ალეხანდრო ერნანდეს ერნანდესისა და ვიდეორეფერის ოთახში მყოფი არბიტრების არაადეკვატური გადაწყვეტილებებიც – მსაჯებმა ყველაფერი გააკეთეს, რომ ბარსას წაეგო, თუმცა ჰანსი ფლიკის შეგირდებმა ეს მატჩი მაინც არ დათმეს და 4-3 მოიგეს.

ბარსელონა 4-3 რეალ მადრიდი

⚽️ 0-1 | მბაპე 5’ (რეალ მადრიდი)

⚽️ 0-2 | მბაპე 14′ (რეალ მადრიდი)

⚽️ 1-2 | ერიკ გარსია 19’ (ბარსელონა)

⚽️ 2-2 | იამალი 32’ (ბარსელონა)

⚽️ 3-2 | რაფინია 34′ (ბარსელონა)

⚽️ 4-2 | რაფინია 45′ (ბარსელონა)

⚽️ 4-3 | მბაპე 70’ (რეალ მადრიდი)

შედეგად, ბარსელონამ რეალ მადრიდი მიმდინარე სეზონში მეოთხედ დაამარცხა: 4-0, 5-2, 3-2, 4-3. თანაც, აღსანიშნავია, რომ ამ ოთხი დაპირისპირებიდან, ორი ფინალი იყო (ესპანეთის სუპერ თასსა და კოპა დელ რეიზე). ბარსამ 16 გოლი გაიტანა და მხოლოდ 7 გაუშვა.

ბარსელონა ლა ლიგაში დღევანდელ ელ კლასიკომდეც პირველ ადგილზე იყო, ახლა კი რეალ მადრიდთან სხვაობა 7 ქულამდე გაზარდა.

ხუთშაბათს, 15 მაისს, ბარსელონა გასვლაზე ესპანიოლს დაუპირისპირდება – მოგების შემთხვევაში, კატალონიური გრანდი ესპანეთის ჩემპიონობასა და სეზონში მე-3 ტიტულს გაინაღდებს. თუმცა, შესაძლოა, ყველაფერი მანამდეც დასრულდეს – თუ 14 მაისს რეალ მადრიდი სანტიაგო ბერნაბეუზე მალიორკას ვერ მოუგებს, ბარსა გაჩემპიონდება.

იმ შემთხვევაშიც კი, თუ მადრიდელები ყველა შეხვედრას მოიგებენ, “ბლაუგრანას” დარჩენილ 3 ტურში მხოლოდ 2 ქულა სჭირდება, რომ ჩემპიონი გახდეს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (73)

  • gruz-in
    schedule 11 მაი 2025, 22:23

    ახალი წესით ხელი თუ ბუნებრივ მდგომარეობაშია და თან მეკარეც დგას(ანუ ცარიელი კარი არაა)არ დებენ კარშიც რო მიდიოდეს
    მაგრამ
    ფერანის ხელიც ბუნებრივ მდგომარეობაში იყო,თან ახალი წესით შემტევს თუ ხელზე ხვდება და შემდეგი მოქმედება გოლია ჯარიმაა,არადა ხელზე მოხვედრის მერე 3 კაცი მოატყუა,კარისკენ რამდენიმე ნაბიჯით იარა და გაიტანა–გოლია!
    სუდია პიდარ

  • Culer💙❤️
    schedule 11 მაი 2025, 22:21

    Aroni,

    ციტატა: Aroni
    ეს ყველაფერი კარგი და მშვენიერი, უბრალოდ სუფთა სპორტული ინტერესიდან და არა ბარსას გულშემატკივრობიდან მაქვს კითხვა, პენალტი რატო არ დადო?! პერესმა გადაიხადა, რეალის მსაჯია და ა.შ ეს არ მაინტერესებს, უბრალოდ რაღაცით ხო ხსნის თამაშის შემდეგ მსაჯი, ხო წერს პატაკია თუ რაც არის, უბრალოდ იქ რას ჩაწერს, პენალტი ვარზე გადამოწმების შემდეგ რატო არ დადო?! თუ იცით ვინმემ ოფიციალური ვერსია, მადლობელი დაგრჩებით.


    სიმართლე არ გაინტერეზებს და რავი ვთქვათ რომ მსაჯი ელამია და ვერ შეამჩნია რომ ბურთი მკლავის ქვემოთა ნაწილში იყო

    ანუ მკლავი ხომ იკეცება, მაგის ზემოთ თუ მოხვდა ბურთი ფეხბურთელს მაშინ არაა ჯარიმა/პენალტი, თუ ქვემოთ მაშინ არის

  • jacky iakovenko
    schedule 11 მაი 2025, 22:19

    ფლიკმა კუბარსი კარქაა არ იჯავროთო მარა კისტენსემა შემოვიდა ძაან კარქაო კარქაოოოო 😂

  • Aroni
    schedule 11 მაი 2025, 22:14

    ეს ყველაფერი კარგი და მშვენიერი, უბრალოდ სუფთა სპორტული ინტერესიდან და არა ბარსას გულშემატკივრობიდან მაქვს კითხვა, პენალტი რატო არ დადო?! პერესმა გადაიხადა, რეალის მსაჯია და ა.შ ეს არ მაინტერესებს, უბრალოდ რაღაცით ხო ხსნის თამაშის შემდეგ მსაჯი, ხო წერს პატაკია თუ რაც არის, უბრალოდ იქ რას ჩაწერს, პენალტი ვარზე გადამოწმების შემდეგ რატო არ დადო?! თუ იცით ვინმემ ოფიციალური ვერსია, მადლობელი დაგრჩებით.

  • დიმიტრი არაყელი
    schedule 11 მაი 2025, 22:02

    გილოცავთ. გთხოვთ (ადმინ), ერთი სარწმუნო და დასაბუთებულ (არ იფიქროთ რომ რამე არ მჯერა) ფაქტებზე აწყობილი სტატია "გამოაცხვეთ" რეალეი-ბარსელონას ურთიერთდაპირისპირებების სტატისტიკაზე რა. გ თ ხ ო ვ თ.

    პატივისცემით.

  • jacky iakovenko
    schedule 11 მაი 2025, 21:59

    ტრევისაც კაი ფეხის დარჩა… სტადიონზეც კარქა იგიჟა .. მერე იამალასთანაც მივიდა … იქით ანრი ტერი და ტრევისა ანრის ცნობილ მიმიკას რო ჩალიჩობენ 🤣მოკლედ ბარსასგან ახლა ვიდეო ფილმს ველოდები სადაც ყველა იქნება ბარსას ლეგენდები, რომარიოდან დაწყებული რავიცი ვინ არ იყო

  • დიმიტრი არაყელი
    schedule 11 მაი 2025, 21:57

    გილოცავთ. გთხოვთ (ადმინ), ერთი სარწმუნო და დასაბუთებულ (არ იფიქროთ რომ რამე არ მჯერა) ფაქტებზე აწყობილი სტატია "გამოაცზვეთ" რეალეი-ბარსელონას ურთიერთდაპირისპირებების სტატისტიკაზე რა. გ თ ხ ო ვ თ.

    პატივისცემით.

  • Frenkie de Jong_
    schedule 11 მაი 2025, 21:57

    ის ეკურტუა რა დონის მეკარეა,
    ალბათ ნ1 ია დღეს,

    ხერარდ მარტინმა რა დაარტყა პირველ ტაიმში? :დ
    ვიბწკინე მეგონა სიზმარი იყო ;დ

  • Iniesta_8
    schedule 11 მაი 2025, 21:56

    მეკარე და კარგი ცხრიანი პირველ რიგში საყიდელია. ასევე არასანდო ფეხბურთელებისგან უნდა გათავისუფლდეს გუნდი. შესნი, არაუხო, პენია აუცილებლად გასაშვებია. მგონი 1 მაღალი დონის მეკარის და თავდამსხმელის ფული უნდა ჰქონდეთ. ჯერ ამით დაიწყონ და მერე ვნახოთ.

  • Bakero
    schedule 11 მაი 2025, 21:54

    ციტატა: jacky iakovenko
    აი არავის რო სიტყვა არ დაგცედნიათ კრისტენსენზე … როგორ კარგად შემოვიდა ის წუთები რაც ითამაშა რაა… რატო ემტერება და ვერ ენდობა ფლიკი. ძაან ვგულშემატკივრობ მაგ ბიჭს რა


    ინტერთან ეგ რომ ეთამაშებინა არაუხოს მაგივრად დღეს ფინალში ვიქნებოდით ყოველთვის კლასნი იყო და ჭკვიანი ! ერთადერთი მაგის სისუსტე სისწრაფეა მე თუ მკითხავ

  • Neymar
    schedule 11 მაი 2025, 21:53

    ბიჭო ტეხავს ჰალა მად**დზე დევს ფლიკის მატჩის შემდგომი ინტერვიუ და აქ არა

  • Messi 10
    schedule 11 მაი 2025, 21:52

    ციტატა: jacky iakovenko
    რაფინია: მვპ-ს მე არ ვიმსახურებ, პედრი იმსახურებს … ის ყველა თამაშში იმსახურებს მვპ-ს. მე ცუდად ვითამაშე დღეს, 2 გატანილ გოლზე მეტად იმ გაფუჭებულ მომენტებზე ვფიქრობ …
    პედრი: რაფინია იმსახურებს მვპ-ს … რასააც ის აკეთებს ამ სეზონში წარმოუდგენელია ….
    არ გინდათ თქვენ მა მვპ, მე მომეცით აგერ 🤣


    ეგ იმის მანიშნებელია, რომ გუნდშიძმაკაცური დამოკიდებულებაა ერთმანეთი ევასებათ და პატივს სცემენ … არავინ აგენებს საკუთარ თავს გუნდურობაზე წინ ♥️💙

  • Lasha Mamuladze
    schedule 11 მაი 2025, 21:51

    ციტატა: Visca barca
    მადრიდის „რეალში“ „ბარსელონასთან“ დაპირისპირებისთვის ძალიან სერიოზულად ემზადებოდნენ, ფრან გარსიამ კი იცოდა, რომ სასტარტო შემადგენლობაში ითამაშებდა და ლამინ იამალთან მოუწევდა ბრძოლა.

    ფრანი უკვე რამდენიმე დღეა „ბარსელონას“ დაპირისპირებებს ადევნებს თვალს და ლამინის მოძრაობებს სწავლობს, მას უკვე აქვს გაკეთებული კონკრეტული აქცენტები.

    გარსიამ რამდენჯერმე უყურა „ინტერისა“ და კატალონიური გრანდის ორივე დაპირისპირება, სადაც დი მარკო და სხვა მოთამაშეები ესპანელი ახალგაზრდის წინაარმდეგ წარმატებით გამოდიოდნენ.

    კარლო ანჩელოტის დავალებით, სამეფო კლუბის ანალიტიკოსებმა კატალონიელთა სქემები ზედმიწევნით შეისწავლეს და იმედი აქვთ, რომ ეს მიდგომა შედეგს გამოიღებს.

    ჰალამადრიდზე ასეთი პოსტი დაიდო 🤣🤣🤣🤣🤣🤣🤣


    😁😁😁 ეგენი მსაჯების დავერბოვკებას უფრო ახდენენ ვიდრე თამაშზე კონცენტრაციას…ერთხელ ხომ შეილება რეალი ბარსას თამაში ისე მორჩეს რო მსაჯზე არავინ ისაუბროს რააა…პერესის დედას თხარა რუდიგერმა…

  • Visca barca
    schedule 11 მაი 2025, 21:45

    ციტატა: GelaD8
    იციᲗ რა მაინტერესება ოფიციალურ ᲗამაᲨებᲨი სტატისტიკა როგორაა ურᲗიერᲗᲨეხვედრებᲨი.. წლების წინ მახსოვს რეალი წინ და ისევ გაგვისწრო მაგრამ ახლა ვერ ვნახე ვერსად რა სიტუაციაა


    ერთი თამაშით გვისწრებენ

  • nikusha
    schedule 11 მაი 2025, 21:45

    ციტატა: GelaD8
    იციᲗ რა მაინტერესება ოფიციალურ ᲗამაᲨებᲨი სტატისტიკა როგორაა ურᲗიერᲗᲨეხვედრებᲨი.. წლების წინ მახსოვს რეალი წინ და ისევ გაგვისწრო მაგრამ ახლა ვერ ვნახე ვერსად რა სიტუაციაა


    გილოცავთ მოგებას

    105-104

  • Frenkie de Jong_
    schedule 11 მაი 2025, 21:45

    ამმ გუშინდელ იამალს რო რაიანი შეარქვეს ძაან კაიფობენ smile smile smile smile

    ინტერნეტი აიკკლეს იმენა

  • Visca barca
    schedule 11 მაი 2025, 21:44

    მადრიდის „რეალში“ „ბარსელონასთან“ დაპირისპირებისთვის ძალიან სერიოზულად ემზადებოდნენ, ფრან გარსიამ კი იცოდა, რომ სასტარტო შემადგენლობაში ითამაშებდა და ლამინ იამალთან მოუწევდა ბრძოლა.

    ფრანი უკვე რამდენიმე დღეა „ბარსელონას“ დაპირისპირებებს ადევნებს თვალს და ლამინის მოძრაობებს სწავლობს, მას უკვე აქვს გაკეთებული კონკრეტული აქცენტები.

    გარსიამ რამდენჯერმე უყურა „ინტერისა“ და კატალონიური გრანდის ორივე დაპირისპირება, სადაც დი მარკო და სხვა მოთამაშეები ესპანელი ახალგაზრდის წინაარმდეგ წარმატებით გამოდიოდნენ.

    კარლო ანჩელოტის დავალებით, სამეფო კლუბის ანალიტიკოსებმა კატალონიელთა სქემები ზედმიწევნით შეისწავლეს და იმედი აქვთ, რომ ეს მიდგომა შედეგს გამოიღებს.

    ჰალამადრიდზე ასეთი პოსტი დაიდო 🤣🤣🤣🤣🤣🤣🤣

  • Dat-
    schedule 11 მაი 2025, 21:44

    ციტატა: GelaD8
    იციᲗ რა მაინტერესება ოფიციალურ ᲗამაᲨებᲨი სტატისტიკა როგორაა ურᲗიერᲗᲨეხვედრებᲨი.. წლების წინ მახსოვს რეალი წინ და ისევ გაგვისწრო მაგრამ ახლა ვერ ვნახე ვერსად რა სიტუაციაა


    104-105 ზეა გვიგებენ

  • Frenkie de Jong_
    schedule 11 მაი 2025, 21:44

    ციტატა: jacky iakovenko
    აი არავის რო სიტყვა არ დაგცედნიათ კრისტენსენზე … როგორ კარგად შემოვიდა ის წუთები რაც ითამაშა რაა… რატო ემტერება და ვერ ენდობა ფლიკი. ძაან ვგულშემატკივრობ მაგ ბიჭს რა


    ძან კლასნი იყოვინის ვარდნაზეც

    ეხა კუბარსი თუ არ იყო უეჭველი კრისტენსენს დააყენებს

  • nikusha
    schedule 11 მაი 2025, 21:42

    ციტატა: La Pulga10
    შემდეგი თამაში თუ მოვიგეთ ოფიციალურად ჩემპიონები ვართ ხო?


    კი.