workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“იტალიის ნაკრების არჩევასთან ახლოს ვიყავი” | რაფინია

“იტალიის ნაკრების არჩევასთან ახლოს ვიყავი” | რაფინია

ბარსელონას ერთ-ერთმა ლიდერმა, რაფინია ბელოლიმ, სანაკრებო კარიერასთან დაკავშირებით, საინტერესო ისტორია გაიხსენა.

იტალიის ნაკრების შემოთავაზების მიღებასთან ახლოს ვიყავი. “სკუადრა აძურა” რომ ამერჩია, 2020 წლის ევროპის ჩემპიონატზე ვითამაშებდი, რომელიც მათ მოიგეს. წასასვლელად გავემზადე, მაგრამ, საბედნიეროდ, პასპორტი არ მომივიდა.

იმ დროს იტალიის ეროვნული გუნდიდან მირეკავდნენ, მათ შორის, ჟორჟინიოც – ის მუდმივად მესაუბრებოდა. იტალიელებმა დიდებული პროექტი წარმომიდგინეს, რამაც ნამდვილად დამაინტერესა.

თუმცა, ამავდროულად, გულის სიღრმეში, ჯერ კიდევ მქონდა პატარა იმედი, რომ ბრაზილიის ნაკრებში გამომიძახებდნენ. გამიმართლა, რომ იტალიური პასპორტი დროზე ვერ გამიმზადეს.

— თქვა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა იზაბელა პალიარისთან ინტერვიუში.

რაფინია ბრაზილიაში დაიბადა და დედაც ბრაზილიელი ჰყავს, მაგრამ მამამისი იტალიური წარმომავლობისაა და, შესაბამისად, მას იტალიის ნაკრებში თამაში შეეძლო.

საბოლოოდ, ბელოლიმ ოცნება აისრულა და 2021 წლიდან ბრაზილიის ეროვნულ გუნდში ასპარეზობს. “სელესაოს” რიგებში მის აქტივში 33 მატჩი და 11 გოლია.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (7)

  • nika 54
    schedule 08 მაი 2025, 16:15
    #7

    ისე რა გაგიმართლა, ბრაზილიაში კი დაგიძახეს მაგრამ გუნდი მკვდარია.

  • me da barca
    schedule 05 მაი 2025, 23:43
    #6

    ბრაზილიაში იმდენი ტიტული დაგიგროვდა რომ არც კი იცი სად წაიღო.

  • პენდრაგონი
    პენდრაგონიshield ვეტერანი
    schedule 05 მაი 2025, 20:22
    #5

    ერთი შენ მაინც ყოლოდი იტალიას შეტევაში. კრიზისი აქვთ რახანია

  • Rick Sanchez
    schedule 05 მაი 2025, 18:21
    #4

    ბრაზილია აირჩია თორე რას ამბობ გადატ*ნეს ყველაფერი.

  • ნიკა
    schedule 05 მაი 2025, 16:11
    #3

    რაფიც ცოტა ილაპარაკე ძმურად,ან საერთოდ არ ილაპარაკო ხოლმე🤌

  • Koundè 23
    schedule 05 მაი 2025, 15:48
    #2

    ეს ვერაა ხო?😂😂😂

  • Messi 10
    schedule 05 მაი 2025, 13:19
    #1

    არნოლდი რეალში გადავიდა და ეხლა სალიბაც უნდათ 😂😂 ამ დროს ჩვენ რას ვაკეთებთ?