რეალ მადრიდის ლეგენდამ, ტონი კროოსმა, ბარსელონას ნახევარმცველზე, პედრი გონსალესზე ისაუბრა.
პედრი, ჩემი აზრით, ამჟამად მსოფლიოში საუკეთესო ნახევარმცველია.
ზოგადად, ის ისეთი ფეხბურთელია, რომელიც, როცა არ თამაშობს, გენატრება – მნიშვნელობა არ აქვს, ვინ წინააღმდეგ. პედრის მხოლოდ გოლები არ გააქვს და მხოლოდ ასისტებს არ აკეთებს, – იგი გამოსავალს პოულობს.
ამ სეზონში ესპანელს ვაკვირდები – ჩემპიონთა ლიგაზე იგი თამაშში, საშუალოდ, მოწინააღმდეგის ბარიერს 52-ჯერ ლახავს, ლა ლიგაში კი კიდევ უფრო საოცარი შედეგი აქვს – 59! ის მატჩში 11-12 მცველს უმკლავდება, რაც შუახაზელისთვის ყველაზე რთული საქმეა.
გონსალესი საუკეთესოა. თუ ასეთი მოთამაშე გაკლია, ამას შეამჩნევ!
პედრი იმ მცირერიცხოვან ნახევარმცველთა შორისაა, რომელთაც მჭიდრო სივრცეებში მეტოქეების მოტყუება შეუძლიათ. მისნაირი ფეხბურთელი თამაშის ყველა ფაზაში გეხმარება.
ყოველთვის მქონდა გრძნობა, რომ ის სწრაფი არ ჩანდა, მაგრამ შემდეგ დრიბლინგს დაიწყებდა და საკუთარ თავს ვეუბნებოდი: “მაინც შეცდა… თუმცა, მე ამის გაკეთებაც არ შემიძლია.”
პედრი მესივით არაა. ხედავდი, რომ არგენტინელი წარმოუდგენელი სისწრაფით მოძრაობდა, პედრი კი ასეთი არ ჩანს, მაგრამ არის – ის ყველაფერს ძალიან მარტივად აკეთებს.
შეიძლება, ითქვას, რომ პედრისნაირი ფეხბურთელი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ლამინ იამალი, რაფინია ან ლევანდოვსკი. ისინი მატჩების ბედს წყვეტენ, მაგრამ იქამდე საქმეს პედრი ასრულებს, რომელიც დღეს, თავის პოზიციაზე, საუკეთესოა.
— თქვა გერმანელმა ბარსელონას ერთ-ერთ ლიდერზე.
მოკლედ სანამ რეალს არ დატოვებენ, რეალის ფეხბურთელებს ბარსას ფეხბურთელების ქება სასტიკად აქვთ აკრძალული. მესის უკვე 5 ოქროს ბურთი ქონდა და მადრიდელებს უფლება არ ქონდათ მისი შექების, რამოსი რო მოისროლეს და პსჟ-მ შეიფარა მერეღა აღიარა ჩვენ გუნდში(პსჟ-ში) მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი გვყავსო მესის სახით.
სექტანტი მადრიდისტები შეგიძულებენ ამ სიმართლისთვის.
შენც ძალიან დიდი იყავი ტონი. ძალიან აკლიხარ რეალსაც და ფეხბურთსაც. ისე ეს რომ მოგვეყვანა თავის დროზე ბარსაში რაკიტიჩის მაგივრად… რაკეტამაც თავისი სიტყვა თქვა ბარსაში და მადლიერები უნდა ვიყოთ, მაგრამ კროოსი მაინც კროოსი იყო
აბსოლიტურად ვეთანხმები კროოსს, მე ვინ ვარ მარა, ზუსტად აღწერა პედრის თამაში.
რასამბობ ტონი აქ ვაი ბარსას ქომაგებს კამავინგა ჩუამენი ერჩივნათ პედრი გაპიარებულიაოო😂😂😂
ძლივს რაღაც ჭკვიანური თქვა
ნახევარმცველია და თან უბრალო ნახევარმცველი არააა ძააან კლასნი იყო კროოსი კაცი რომელიც გულწრფელად მაგრად მევასებოდა რეალში, პროსტაა ჩავი იყო ბარსაში და დიდად გული არ დამწყდა კროოსმა
რომ ბარსაში არ ითამაშა, ძააან დერზკიი იქნებოდა ბარსას ფილოსოფიაში და ტაქტიკაში… პედრის რაც შეეხება მე რავი 20 წელი ბარსას ფანი ვარ და ზოგადად მაგაზე უფრო დიდი ხანი ფეხბურთია მოყვარულო, მე პედრის თამაშით უფრო ვიღებ კაიფს ვიდრე ლამიან იამალის ფინტაობით ეგ ასაკი გავიარე ეხლა როგორც კი თამაში იწყება სულ
პედრიზე მაქ თვალები მიწებებული ძაან კლასნი გვყავს რაა პედრინიო 🥰💘💘
ობიექტური შეფასებაა მაგრამ რაც შენ ბოლო თამაში გაუკეთე შე ნაბო”ვარო პედრის ის არ დამავიწყდება
როგორ გინდა შეეკამათო . ნახევარმცველია და იცის თუ რატო ჯობია იამალს და რაფიმიას პედრის ნაირი ნახევარმცველი გუნდში . მართლაც ის როცა არ იყო მაშინ ძაან გვიჭირდა
Ობიექტური შეფასება. Სასიამოვნოა