workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჩვენი დროის გმირები

ჩვენი დროის გმირები

 

   “ბარსელონას” 8 ფეხბურთელი, ოქროს ბურთის მოპოვების პრეტენდენტად დაასახელეს. რა არის ეს მეგობრებო? გაკვირვებულები ხართ? მე პირადად–არა. ახლა ვინმე მეტყვის, რატო უნდა გამკვირვებოდა, ლაპარაკი ხომ “ბარსელონაზეაო” და მართალიც იქნება. მოდით, გვერდი ავუაროთ უკვე გაცვეთილ საკამათო თემებს, სხვა გუნდის გულშემატკივრებს დავუტოვოთ სალაპარაკო თემად ბუსკეცის, მსაჯის მოქმედებები და ჩვენ სხვა საკითხზე ვისაუბროთ.  

   ჩვენი ცხოვრების ღირებულებები და იდეალები გამოძახილს ფეხბურთში პოულობს. ფეხბურთში არის დაპირისპირება კეთილისა და ბოროტისა, ფეხბურთში მოიძებნა ადგილი დიდი უიღბლოების და დიდი იღბლიანებისთვის, გამოუსწორებელი რომანტიკოსებისთვის და პრაგმატისტებისთვის, ისეთებისთვის, როგორებიც არიან არსენ ვენგერი და ჯოზე მოურინიო. ეს სპორტი ასწავლის ადამიანს მუდმივად ბრძოლას და არ აძლევს დანებების უფლებას. მოკლედ რომ ვთქვათ, ფეხბურთი რეალურ ცხოვრებად იქცა. დიახ, დიახ რეალურ ცხოვრებად, სადაც გვხვდება პატივისცემა ერთმანეთისა და თავხედობაც(არადა არ ვაპირებდი მოურინიოზე საუბარს).  თუმცა ყველა ამ უარყოფითი გამოვლინებების გარდა, ფეხბურთმა გაცილებით მეტი დადებითი ემოცია და გრძნობაც მოიტანა. ის თითქოს მოდად იქცა და აშკარაა, რომ ამ მოდის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი “ბარსელონაა”.

    საითაც არ უნდა გაიხედო, ყველგან ხედავ “ბარსელონას”. აი ლურჯ–ბროწეულისფერი მაისურში გამოწყობილი 10 წლის ბავშვები ბურთს დასდევენ, აი ოქროს ბურთის 8 პრედენდენტიდან ერთ–ერთის სახე ვიღაცის ჩანთას, საფულეს ამშვენებს, აი ერთ–ერთი გულშემატკივარი საკუთარ facebook-ზე წერს: “ბარსელონა” –ეს მეტია, ვიდრე ხელოვნება” და  თავისი “ორიგინალური”  სტატუსით აღფრთოვანებული ელოდება, როდის მოიწონებენ მის ნააზრევს.. ეს დიდი ხანია ყოველდღიურობად იქცა. ჩვენ არ გაგვიკვირდება შეხვედრა მესის ახალ ფანებთან, “ბარსას” გულშემატკივარ გოგონებთან, ხალხთან, რომელიც თვლის, რომ მისი სისხლი ლურჯ–ბროწეულისფერია. სინამდვილეში კი, ამ ხალხიდან ძალიან ცოტას ახსოვდა “ბარსელონა” რამდენიმე წლის წინ, ახლა კი ყველას მისი სახელი აკერია პირზე. ეს კატალონილების ბრალი სულაც არ არის, ისინი ძველებურად აგრძელებენ საკუთარ საქმეს, აკვირვებენ მსოფლიოს ფენომენალური თამაშით. 

   “ბარსელონა”–ეს მოდაა, ხოლო ამაში ცუდი არაფერი არ არის… რომ არა “ბარსელონა” იქნებოდა სხვა გუნდი, რომელსაც არანაკლები თაყვანისმცემელი ეყოლებოდა ვიდრე ჩვენს გუნდს. ცუდი ის არის, თუ თქვენ ამ მოდას გაუცნობიერებლად მისდევთ და ცოტა ხანში ისე მისცემთ დავიწებას, როგორც თქვენი ძველი საყვარელი კლუბები მიეცით. თუ თქვენ გიყვართ “ბარსელონა”, მაშინ უგულშემატკივრეთ მას მთელი გულით და არასდროს, არასდროს იფიქროთ მისი გაცვლა “მილანში”, “ბაიერნში” ან “რეალში”. იყავით ბოლომდე მისი ერთგული, ისიამოვნეთ ყველა დროის საუკეთესო გუნდის თამაშით და არ დაივიწყოთ რამდენი სიხარული გაჩუქათ ამ გუნდმა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward