ლამინ იამალის მე-100 მატჩი ბარსელონაში

ლამინ იამალის მე-100 მატჩი ბარსელონაში

დღეს, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში, ინტერის წინააღმდეგ გამართული დაპირისპირება (3-3) ლამინ იამალისთვის საიუბილეო აღმოჩნდა — 17 წლის ფეხბურთელმა ბარსელონას პირველ გუნდში უკვე 100 მატჩი ჩაატარა!

გასაკვირი არაა, რომ იამალი ყველაზე ახალგაზრდა (17 წლისა და 291 დღის) მოთამაშეა, ვინც ლურჯ-ბროწეულისფერი მაისურით 100-მატჩიან ნიშნულს მიაღწია. მან გავის რეკორდი მოხსნა, რომელსაც 100 შეხვედრა 19 წლისა და 29 დღის ასაკში დაუგროვდა. ტოპ 5-ში ასევე არიან: ბოიანი (19 წლის, 2 თვისა და 24 დღის), პედრი (20 წლის, 2 თვისა და 4 დღის) და ანსუ ფატი (20 წლის, 5 თვისა და 15 დღის).

ლამინმა მე-100 მატჩი ინტერის კარში გატანილი საოცარი გოლით აღნიშნა, შეხვედრის დასრულების შემდეგ კი, გუნდის კაპიტანმა, მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა თინეიჯერ თანაგუნდელს სპეციალური მაისური გადასცა.

აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ, იამალის დებიუტიდან 2 წელი გავიდა — 2023 წლის 29 აპრილს, კამპ ნოუზე, ბეტისთან 4-0 მოგებულ მატჩში, ჩავი ერნანდესმა მოედანზე 15 წლის, 9 თვისა და 16 დღის ფეხბურთელი გამოიყვანა, რომელიც ისტორიის წერას უმალვე შეუდგა.

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (10)

  • nika 54
    03 მაი 2025, 16:31

    დიდი იმედი მაქვს განმეორებითში აღარ გაუმართლებთ ასე ძალიან. დამატებითში თუ პენალტების სერიაში, მაგრამ ფინალში უნდა გავიდეთ. და იქ საიდანღაც ნეხვიდან აყვავებულ დემბელეს აღარ გავაბლატავებთ. დიდი ბოდიში კვარაცხელიასთან, მაგრამ ვერ გავატანთ იმ საზანგეთში ლიგის თასს.

  • Rick Sanchez
    02 მაი 2025, 23:55

    უმაგრესი მატჩი ჰქონდა, უფრო პირველი ტაიმი, მაგრამ მეორე ტაიმში ბარსა ვერ იყო მთლიანად ხოდზე.

  • me da barca
    01 მაი 2025, 21:36

    ციტატა: C.PC5
    გამარჯვებით რომ აღენიშნა კარგი იქნებოდა, თან ისეთი გოლი შეაგდო მაგით მოგებული თამაში რო არ დაგვავიწყებოდა არასდროს. იმედია კიდე 8 ასეთ ნიშნულს გადალახავს ჩვენთან ერთად და ასე გააგრძელებს წლების განმავლობაში ჩვენს გაოცებას!!!


    რომც მოეგო ბოლო გამარჯვება მაინც სან სიროზე უნდა გადაწყდეს. ჰოდა გადაწყდება კიდევაც. მე მჯერა. იმედი ბოლოს კვდება. barca-4

  • პენდრაგონი
    პენდრაგონი ვეტერანი
    01 მაი 2025, 09:59

    არაფერი ინტერის კარნახით არ წასულა თამაში, გავარდნა გოლები გაუვარდათ და ბურთი დავახიეთ თავზე. ეგ იყო და ეგ. ყოველთვის მასე არ გაუმართლებთ. პირველ წამზე გოლი გაიტანონ, ორჯერ გადმოვიდნენ ცენტრს აქეთ და ორი გოლი გაიტანონ, იქ შესნი გამოშტერდეს და გოლი გაიტანონ, აქეთ კიდევ შტანგები დავღუნოთ და გასატანი მომენტები ვერ გავიტანოთ. დავადუღებთ სან სიროზე ჩვეილებრივ, კუნდეს გარეშეც(მთავარია ბალდე ბრუნდება)

  • C.PC5
    01 მაი 2025, 09:41

    გამარჯვებით რომ აღენიშნა კარგი იქნებოდა, თან ისეთი გოლი შეაგდო მაგით მოგებული თამაში რო არ დაგვავიწყებოდა არასდროს. იმედია კიდე 8 ასეთ ნიშნულს გადალახავს ჩვენთან ერთად და ასე გააგრძელებს წლების განმავლობაში ჩვენს გაოცებას!!!

  • Iniesta_8
    01 მაი 2025, 09:25

    ციტატა: Griezzy7
    ინტერის კარნახით წავიდა თამაში და ფრე არაა ცუდი შედეგი თუ იმას გავითვალისწინებთ რომ 30 წამზე გავუშვით გოლი. მე არ ვარ უკმაყოფილო თან ისიც არ მინდოდა ბარსას 2 ან სამ ბურთიანი უპირატესობა ჰწონოდა და მერე ჩავსულიყავით მილანში. მგონია რომ მასე უფრო ცუდად დამთავრდებოდა მეორე თამაში. ახლა მოსაგებად უნდა ჩავიდეთ და ეგ უფრო კარგია.

    სახლში რომ ფრე ვითამაშეთ გასაგებია რომ არაა მთლად კარგი შედეგი მაგრამ ჩვენი გუნდისთვის აზრი არ აქვს სახლში ითამაშებს თუ გასვლაზე, სამწუხაროდ ფანების ყოფნა არც იგრძნობა ხოლმე სახლის თამაშებში.

    მოკლედ მე რატომღაც დარწმუნებული ვარ რომ ჩვენ გავალთ ფინალში 💜


    გასვალში დარწმუნებული არ ვარ, ყველაფერი შეიძლება მოხდეს მარა ასეთი შეცდომები უბრალოდ აღარ უნდა განმეორდეს. ფლიკმა უნდა გააანალიზოს დღევანდელი შეხვედრა და გადააწყდოს გუნდი.

  • Griezzy7
    01 მაი 2025, 09:10

    ინტერის კარნახით წავიდა თამაში და ფრე არაა ცუდი შედეგი თუ იმას გავითვალისწინებთ რომ 30 წამზე გავუშვით გოლი. მე არ ვარ უკმაყოფილო თან ისიც არ მინდოდა ბარსას 2 ან სამ ბურთიანი უპირატესობა ჰწონოდა და მერე ჩავსულიყავით მილანში. მგონია რომ მასე უფრო ცუდად დამთავრდებოდა მეორე თამაში. ახლა მოსაგებად უნდა ჩავიდეთ და ეგ უფრო კარგია.

    სახლში რომ ფრე ვითამაშეთ გასაგებია რომ არაა მთლად კარგი შედეგი მაგრამ ჩვენი გუნდისთვის აზრი არ აქვს სახლში ითამაშებს თუ გასვლაზე, სამწუხაროდ ფანების ყოფნა არც იგრძნობა ხოლმე სახლის თამაშებში.

    მოკლედ მე რატომღაც დარწმუნებული ვარ რომ ჩვენ გავალთ ფინალში 💜

  • Frenkie de Jong_
    01 მაი 2025, 09:06

    ციტატა: ზებულონი
    კუნდეს ტრამვა იქნებოდა ეხლა?ინტერი არის მძიმე გუნდი.ინტერი ჩელსი და ატლეტიკო ჩემი საძულველი გუნდებია.სტანდარტულებში სისუსტე გამოჩნდა ბარსასი.იმედია ფლიკი მაგ პრობლემას მალე მოაგ ვარებს.


    მგონი კუნდეს უბრალოდ კუნთი დაეჭიმა,
    არ მგონია რამე სერიოზული იყოს, თან ბოოლოს თუ დააკვირდი კარგ ხასიათზე იჯდა სკამზე რამე.

    მოკლედ ამ ზაფხულს, ორი კაი ფულბექი გვჭირდება ორივე ფლანგისთვის,
    კარგი 9 იანი,
    და მეკარე რაც მთავარია,
    ის მცველი როა ჰოლანდიელი ესპანეთის ნაკრებში რო თამაშობს, ძან კაია,
    იქნებ დაითრიონ, კუბარსივით ჭკვიანია და ფლიკის სტილში მგონაი რო ჩაჯდება

  • ზებულონი
    01 მაი 2025, 09:01

    კუნდეს ტრამვა იქნებოდა ეხლა?ინტერი არის მძიმე გუნდი.ინტერი ჩელსი და ატლეტიკო ჩემი საძულველი გუნდებია.სტანდარტულებში სისუსტე გამოჩნდა ბარსასი.იმედია ფლიკი მაგ პრობლემას მალე მოაგ ვარებს.