მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ვილიამ თავის ყოფილ აგენტს სასამართლო პროცესი მოუგო

ვილიამ თავის ყოფილ აგენტს სასამართლო პროცესი მოუგო

ხოსე ლუის ტამარაგო, დავიდ ვილიას ყოფილი აგენტი, ფეხბურთელს სასამართლოში უჩიოდა და მისგან “ბარსელონასთან” განხორციელებული ტრანსფერიდან 15%-ან წილს ითხოვდა, რაც თანხებში 6 მილიონ ევროს შეადგენს.

 

ტამარაგოს ადვოკატებმა ფეხბურთელის წინააღმდეგ სარჩელი ამა წლის 22 მარტს შეიტანეს. იურისტები ამტკიცებდნენ, რომ აგენტი აქტიურად იყო ჩართული კატალონიურ გრანდთან მოლაპარაკებების პროცესში, თუმცა ვილიამ მოულოდნელად მასთან კონტრაქტი გაწყვიტა და ამით საკომისიოს გადახდას თავი აარიდა.

 

სასამართო პროცესზე “ბარსელონას” ყოფილმა პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ და დამატებით კლუბის ორმა წარომადგენელმა უარჰყვეს ტამარაგოს ჩართულობა მოლაპარაკებების პროცესში. შედეგად სასამართლომ დავიდ ვილია უდანაშაულოდ სცნო.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში