workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჰანსი ფლიკმა ბარსას დატოვების შემდეგ, შესაძლოა, კარიერა დაასრულოს

ჰანსი ფლიკმა ბარსას დატოვების შემდეგ, შესაძლოა, კარიერა დაასრულოს

“ბარსელონა”, სავარაუდოდ, ჰანსი ფლიკის სამწვრთნელო კარიერაში ბოლო კლუბია.

Mundo Deportivo იტყობინება, რომ ფლიკმა “ბარსადან” წასვლის შემდეგ, შესაძლოა, სამწვრთნელო კარიერა დაასრულოს.

წყაროს ცნობებით, 60 წლის გერმანელმა სპეციალისტმა არაერთხელ გაუსვა ხაზი იმას, რომ კიდევ მრავალი წელი მუშაობას არ გეგმავს და არაა გამორიცხული, მან კატალონიური კლუბიდან წასვლის შემდეგ სამწვრთნელო კარიერა დაასრულოს.

ფლიკმა “ბარსა” გასული წლის ზაფხულში ჩაიბარა. ჰანსის მოქმედი კონტრაქტის ვადა 2026 წლის ივნისში იწურება, თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, ის უახლოეს მომავალში “ბლაუგრანასთან” ხელშეკრულებას 2027 წლამდე გაახანგრძლივებს.

იმედია, ჰანსი ფლიკი “ბარსელონაში” კიდევ დიდხანს იმუშავებს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (13)

  • nika 54
    schedule 03 მაი 2025, 16:57
    #13

    ციტატა: CHEPE
    5 წელიც ამ წლის მერე და ეგაა მერე რამე გამოჩნდება კიდე😌😌


    ხო ჩავი დახვეწავს ან ინიესტა აიღებს მწვრთნელის ლიცენზიას.

  • პენდრაგონი
    პენდრაგონიshield ვეტერანი
    schedule 29 აპრ 2025, 21:42
    #12

    იყოს 5-10 წელი ჩვენთან და მერე კიბატონო

  • ზებულონი
    schedule 29 აპრ 2025, 20:45
    #11

    ამ კაცმა ლიგა და ლა ლიგა თუ მოიგო წელს.იმსახურებს ძეგლი დაუდგან.ასეთ გაფარჩაკებული გუნდისგან მონსტრი შექმნა.ეს გასაოცარია.მაგრად მეწყინება ეს კაცი რომ წავა გუნდიდან.უდიდესი პატივისცემა ჩემგან ამ კაცს.მისი მადლიერი ვიქნები პირადად.რასაც ბარსაში აკეთებს.ბარსას ისტორიაში შევა ოქროს ასოებით.არამარტო ბარსასი

  • La Pulga10
    schedule 29 აპრ 2025, 18:05
    #10

    ჩვენთა მოიგებს ყველაფერს აბსოლიტურად და წავა მერე.

  • C.PC5
    schedule 29 აპრ 2025, 16:06
    #9

    ისეთი მენტალობის კაცია ძალიან მიჭირს წარმოვიდგინო ის მომენტი როცა ვიტყვი მადლობა მაგრამ წასვლის დროათქო, რავი ისეთი რეჟიმი აქვს გუნდში და ისე შეაყვარა ფეხბურთელებს თავი ვერ წამომიდგენია ამ კაცის ხელმძღვანელობის პირობებში როდესმე ბარსამ ის ფეხბურთი ითამაშოს რომელიც აღარ მოგვეწონება და გაშვებას მოვითხოვთ. თვითონ ისეთი ტიპაჟია თუ იტყვის არ გადათქვამს მემგონი და სავარაუდოდ იქამდე დარჩება სანამ არ მობეზრდება და ინტერესს არ დაკარგავს, აი ეს როდის იქნება უკვე ალბათ მხოლოდ თვითონ იცის, შეიძლება აქვს თავისი მიზნები რისი მიღწევააც მწვრთნელის რანგში უნდა ან კონკრეტულად ბარასასთან ერთად. ხოდა იმედია რო ფერგის თუარა ვენგერის მსგავსად მაინც შემოგვაბერდება ჰანსიც ბარსაში და რაც შეიძლება დიდხანს არ მობეზრდება თავისი სამუშაო, მიუხედავად იმისა რომ არ გეგმავს დიდხანს კიდევ მუშაობას.

  • Futbol Club Barcelona
    schedule 29 აპრ 2025, 15:41
    #8

    ციტატა: mesi_10
    ერთია როცა მაღალი დონის მწვრთნელი უკვე ძლიერ გუნდს ჩაიბარებს და პერველივე სეზონში ტიტულს ან ტიტულებს დადებს, მაგრამ მეორეა როცა ასევე მაღალი დონის მწვრთნელი ფარჩაკ გუნდს ჩაიბარებს ნახევრად გაკოტრებულს და ისე წამოწევს წინ იგივე რესურსით რაც დახვდა რომ, ორ მნიშვნელოვან ტიტულს დადებს და ორ უფრო მნიშვნელოვან ტიტულზე კიდევ მოსაგებად გაიწევს თან ამას თამაშის უკეთესი ხარისხით და მონდომებით გააკეთებს.. აი ეს არის პროფესიონალიზმი და გამარჯვებულის მენტალიტეტი. ასეთ სტარტს ვერავინ წარმოვიდგენდით იმდენათ უსახური გუნდი დახვდა ფლიკს ყველას გვქონდა გააზრებული რომ ბარსა ასეთ თამაშს ახლა რასაც აჩვენებს მინიმუმ მომავალ წელს დაიწყებდა ანუ შარშანდელი და წლევანდელი სეზონი დასჭირდებოდა ფლიკის ადაფტაციას მისი ხასიათის და რერეფორმების ჩანერგვას გუნდში, ასევე ტრანსფერებს და სხვადასხა წვრილმან და მსხვილმან ნიუანსებს. წამსვლელები წავიდოდნენ მომსვლელები მოვიდოდნენ მწირი ფინანსების ფარგლებში. ნუ აქ არამარტო ფეხბურყელები არამედ სამწვრთნელო და სამედიცინო სტაფიც მოიაზრება და კიდე მენეჯმენტის სფეროსაც მოიცავს და ამას ყველაფერს შეგუებულები ვიყავით.. ეს ყველაფერი მართლაც ასე მოხდა მარა ამან შედეგი პირველივე სეზონზე დადო ჩვენდა გასაკვირათ და დროში არ გაიწელილა რაც მთავარია..ამ შედეგით, ტემპით და ლოგიკით თუ ვიმსჯელებთ მომავალი წელი კიდევ უფრო წარმატებული შეიძლება იყოს ვინაიდან აქ უკვე ადამიანურ რესურსთან და გამოცდილებასთა ერთათ გამართული ფინანსური მხარეც დაგვეხმარება რადგან გუნდი სრულფასოვან კონკურენციას გაუწევს ნებისმიერ გრანდს ტრანსფერებში და ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია გუნდის წინსვლასა და განვითარებაში…


    მოსვლის დღიდან ვწერდი, რომ ფლიკი ტრებლს დადებდა, შეგიზლიათ გადაამოწმოთ. ბაიერნში მისი ყოფნიდან მოყოლებული მინდოდა

  • me da barca
    schedule 29 აპრ 2025, 15:40
    #7

    ციტატა: Albicelecte
    ანუ მაგ დროისათვის არტეტას უნდა ჰქონდეს თოკი ჩაბმული;
    ლა მასიას აღზრდილი, ლამზად მოთამაშე, სერიოზული კლუბის ამწყობი, პეპის სკოლაგავლილი და რეალის დედის ძალადობრივად გამბახებელი კაცი გასაშვები არაა;
    თუ იმათ ჩაბი მიიყვანეს, მერე კი იქნება რთული საყურებელი მათი დუელი;
    ბასკები არიან, ერთად გაზრდილები, ბავშვობის ძმაკაცები


    ჩაბი რეალამდე მახსოვს მშვიდი, გაწონასწორებული ადამიანი. რეალში კი ეგრევე გადაუსხეს სისხლი, როგორც ჩვევიათ და გახადეს აგრესიული და რაც მთავარია ბარსას მოძულე. აბა რეალი რისი რეალია თუ ასე არ მოიქცა. იქ ხომ ბარსას სიძულვილით ზრდიან და კვებავენ ყველას. რეალზე უფრო საზიზღარი გუნდი არ მეგულება, რეალის დ……..

  • Andrinhooo
    schedule 29 აპრ 2025, 15:31
    #6

    ჯერ ადრეა დამშვიდობება ფლიკ. ჩვეულებრივად შეგიძლია კლუბის ყველადროის საუკეთესო მწვრთნელი გახდე ისეთი თაობა გვყავს

  • Albicelecte
    schedule 29 აპრ 2025, 14:13
    #5

    ანუ მაგ დროისათვის არტეტას უნდა ჰქონდეს თოკი ჩაბმული;
    ლა მასიას აღზრდილი, ლამზად მოთამაშე, სერიოზული კლუბის ამწყობი, პეპის სკოლაგავლილი და რეალის დედის ძალადობრივად გამბახებელი კაცი გასაშვები არაა;
    თუ იმათ ჩაბი მიიყვანეს, მერე კი იქნება რთული საყურებელი მათი დუელი;
    ბასკები არიან, ერთად გაზრდილები, ბავშვობის ძმაკაცები

  • mesi_10
    schedule 29 აპრ 2025, 14:11
    #4

    ერთია როცა მაღალი დონის მწვრთნელი უკვე ძლიერ გუნდს ჩაიბარებს და პერველივე სეზონში ტიტულს ან ტიტულებს დადებს, მაგრამ მეორეა როცა ასევე მაღალი დონის მწვრთნელი ფარჩაკ გუნდს ჩაიბარებს ნახევრად გაკოტრებულს და ისე წამოწევს წინ იგივე რესურსით რაც დახვდა რომ, ორ მნიშვნელოვან ტიტულს დადებს და ორ უფრო მნიშვნელოვან ტიტულზე კიდევ მოსაგებად გაიწევს თან ამას თამაშის უკეთესი ხარისხით და მონდომებით გააკეთებს.. აი ეს არის პროფესიონალიზმი და გამარჯვებულის მენტალიტეტი. ასეთ სტარტს ვერავინ წარმოვიდგენდით იმდენათ უსახური გუნდი დახვდა ფლიკს ყველას გვქონდა გააზრებული რომ ბარსა ასეთ თამაშს ახლა რასაც აჩვენებს მინიმუმ მომავალ წელს დაიწყებდა ანუ შარშანდელი და წლევანდელი სეზონი დასჭირდებოდა ფლიკის ადაფტაციას მისი ხასიათის და რერეფორმების ჩანერგვას გუნდში, ასევე ტრანსფერებს და სხვადასხა წვრილმან და მსხვილმან ნიუანსებს. წამსვლელები წავიდოდნენ მომსვლელები მოვიდოდნენ მწირი ფინანსების ფარგლებში. ნუ აქ არამარტო ფეხბურყელები არამედ სამწვრთნელო და სამედიცინო სტაფიც მოიაზრება და კიდე მენეჯმენტის სფეროსაც მოიცავს და ამას ყველაფერს შეგუებულები ვიყავით.. ეს ყველაფერი მართლაც ასე მოხდა მარა ამან შედეგი პირველივე სეზონზე დადო ჩვენდა გასაკვირათ და დროში არ გაიწელილა რაც მთავარია..ამ შედეგით, ტემპით და ლოგიკით თუ ვიმსჯელებთ მომავალი წელი კიდევ უფრო წარმატებული შეიძლება იყოს ვინაიდან აქ უკვე ადამიანურ რესურსთან და გამოცდილებასთა ერთათ გამართული ფინანსური მხარეც დაგვეხმარება რადგან გუნდი სრულფასოვან კონკურენციას გაუწევს ნებისმიერ გრანდს ტრანსფერებში და ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია გუნდის წინსვლასა და განვითარებაში…

  • GelaD8
    schedule 29 აპრ 2025, 14:07
    #3

    ისე ვფიქრობ რომ ბარსელონამ თუ ლიგა მოიგო და პედრიმ თავის დონე ითამაშა..ოქროს ბურთის ღირსეული მფლობელი იქნება

  • me da barca
    schedule 29 აპრ 2025, 14:07
    #2

    არის კადრები, სადაც ჩანს როგორ საკუთარი შვილებივით ექცევა ფეხბურთელებს. როგორ ეფერება, საკუთარ კურტკას იხდის და მოაცმევს მგონი დე იონგს, რომ არ გაცივდეს. ანუ ყველა უყვარს და ელოლიავება და მამასავით ზრუნავს. ამის მერე ძნელი წარმოსადგენია ეს კაცი სხვა გუნდში და მერე ბარსას წინააღმდეგ, რომ მოუწიოს თამაში. ამიტომ კარგია ბარსას მერე რომ დაამთავრებს კარიერას.
    არავის შეურაცყოფას არ ვაყენებ, მაგრამ მაგალითად კარლო, დარწმუნებული ვარ სიკვდილამდე დარჩება რეალში თუ არ გააგდეს. მაგ კაცის მიმართ მაშინ დავკარგე პატივისცემა, როცა ერთხელ გაგდებულს და არა გაშვებულს ისევ დაუძახა ბებერმა მელამ, თანაც მას მერე, როცა ირგვლივ ვერავინ ვერ ნახა. ამან დაყარა ყველაფერი, შუა გზაზე მიატოვა ევერტონი და როგორც ძაღლი დადგება ორ ფეხზე ენა გადმოგდებული, ისე დადგა პერესის წინაშე. თავმოყვარეობა ჩარეცხა უნიტაზში ამ თანამდებობის გამო. მე ასეთ ხალხს პატივს არ ვცემ.

  • CHEPE
    schedule 29 აპრ 2025, 14:03
    #1

    5 წელიც ამ წლის მერე და ეგაა მერე რამე გამოჩნდება კიდე😌😌