ცნობილია, რომ “რეალ მადრიდი” ფინალებს არ აგებს, თუმცა ეს მხოლოდ მაშინ ხდება, როდესაც “ბლანკოსი” “ბარსელონას” არ ეთამაშება.
2018 წელს “რეალ მადრიდი” ევროპის სუპერ თასის ფინალში თანაქალაქელ “ატლეტიკოსთან” დამარცხდა. მას შემდეგ მადრიდელები ფინალებში არ მარცხდებიან… თუ “ბარსელონას” არ ხვდებიან.
იმ შეხვედრის შემდეგ “ბლანკოსმა” 14 ფინალი ითამაშა – 2 ჩემპიონთა ლიგაზე, 2 ესპანეთის თასზე, 5 ესპანეთის სუპერ თასზე, 2 ევროპის სუპერ თასზე, 2 მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე და ერთიც საკონტინენტთაშორისო თასზე. აქედან მადრიდელებმა 11 თამაში მოიგეს. დანარჩენი 3 კი გუნდმა “ბარსელონასთან” ჩაატარა.
2023 წელს ესპანეთის სუპერ თასის ფინალში “ბარსამ” მეტოქე 3-1 დაამარცხა. მიმდინარე წელს იმავე ტურნირზე კატალონიელებმა მადრიდელები 5-2 გაანადგურეს. გუშინ კი, ესპანეთის თასის ფინალში ჰანსი ფლიკის გუნდმა 3-2 მოიგო.
ლა ლიგაშიც მივატ*ნათ და ეგაა
არც ისე დიდი მიღწევაა, უკეთესიც შეგვეძლო და იმედია სანამ ფლიკი გვეყოლება( ეგ ფინალებს არ აგებს) მუდამ გამარჯვებულები ვიქნებით.
ბარსელონა რეალთანაც აგებს ფინალებს და სხვა გუნდებთანაც სამწუხაროდ. ამ მხრივ რეალის სტატისტიკა უფრო კარგია ვიდრე ბარსასი
ქიშმიშიანი?
ჩვენი ბულკები იყვნენ ყოველთვის
ყოჩაღ ბიჭბს ეხლა ლა ლიგაშიც უნდა დავადუღოთ და ამ სეზონში გამოვა რო 3 ტიტული ავახიეთ. იქამდე კი ინტერი უნდა დავადუღოთ წელს ტრიპლეტი უნდა დავდოთ ზაფხულში კიდე ფულიც იქნება უკვე ფეხბურთელების მოყვანისთვის და კაი ტრანსფერები უნდა დავდოთ