“ბარსელონას” ცენტრალურმა მცველმა რონალდ არაუხომ ესპანეთის თასის ფინალში გასამართი “ელ კლასიკოს” წინ პრესკონფერენცია გამართა.
ხვალინდელ მატჩს მოუთმენლად ველით. ეს ფინალი ჩვენთვის ბევრს ნიშნავს. ამ სეზონის მორიგი მნიშვნელოვანი ფინალი, კიდევ ერთი ტიტული.
ვფიქრობ, ეს იქნება სრულიად განსხვავებული თამაში იმ მატჩებისგან, რომლებიც ჩავატარეთ.
ვეცდებით, შედეგი და ტიტული დავდოთ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. შესანიშნავ ფორმაში ვართ და მოგება გვინდა.
არ მინახავს, რა მოხდა “რეალ მადრიდსა” და მსაჯს შორის. ამაზე არც გვისაუბრია. მსაჯობა რთულია. არბიტრებს პატივი უნდა ვცეთ.
გუნდი კარგ ფორმაშია და ეს აშკარაა. ყველაფრის მოგება შეგვიძლია, მაგრამ ეს ნაბიჯ-ნაბიჯს უნდა გავაკეთოთ. აქამდე სწორედ ამ მენტალიტეტმა მოგვიყვანა.
დავიჯერებდი, ვინმეს რომ ეთქვა, რომ ტრებლისთვის ვიბრძოლებდით? რა თქმა უნდა, არა. როდესაც სეზონს იწყებ, ყოველთვის ყველაფრის მოგება გინდა, მით უმეტეს, როდესაც “ბარსელონაში” თამაშობ, არა?
გულშემატკივრების დამსახურებულ მხარდაჭერას ვაფასებთ. ამ ყველაფრით ბედნიერები ვართ.
ტიტულის მოგება ყოველთვის მნიშვნელოვანია, მით უმეტეს მაშინ, როდესაც შენი უდიდესი მეტოქის წინააღმდეგ თამაშობ. ახლა ამ გუნდს ცოტათი განსხვავებული მენტალიტეტი აქვს.
ხვალ მოგება გვინდა, მაგრამ, თუ ასე არ მოხდა, ბრძოლას გავაგრძელებთ, რადგან ლა ლიგაში პირველები ვართ, ჩემპიონთა ლიგაზე – ნახევარფინალში. რაც შეიძლება მეტი ტიტულისთვის ვიბრძოლებთ.
“რეალ მადრიდი” ძალიან კარგი გუნდია. მათ შესანიშნავი ფეხბურთელები და მწვრთნელი ჰყავთ.
ფუი ეშმაკს, არავითარ შემთხვევაში. ეს შემოვა უკვე მოგებულში რეალის ფეხბურთელები რო დაიღლებიან.
კლიენტები არ აკლია 65-ს მგონი არსენალი იძლევა, არაბები კი 100-ზეც თანახმა არიან.
პრესკონფერენციაზე ეს რომ დასვეს ხომ არ ნიშნავს რომ ძირითადში იქნება?
ხვალ არაფერი მიქარო რა
ეჰჰ ეს ისევ ისეთი მხეცი გახდეს როგორც 2 წლის წინ იყო და დაცვა მინიმუმ 7-8 წელი გვეყოლება ნადირი. მთავარია ხვალ უტრავმოდ მოვიგოთ თუნდაც 1-0. ლევანას და ბალდეს გარეშე 4-0 და 5-2 არამგონია მარა მოგებაში დარწმუნებული ვარ.
ეჰ შენ რა გითხარი ხვალ უნდა დავლოდებოდით როგორ გამოისვამდი ვინისიუს+მბაპეს და მაქსიმუმ სკამი გამოისვა ახლა
ამან მაგრად დააგდო დონე,ტეხავს.