“ბარსელონას” ბრაზილიელმა შემტვემა რაფინიამ “სელტასთან” გამართული შთამბეჭდავი მატჩის (4-3) შემდეგ კომენტარი გააკეთა.
ყოველთვის ვამბობ, რომ, თუ ყველაფრის მოგება გვინდა, არასდროს უნდა დავნებდეთ.
ყველაფრისთვის ვიბრძვით. რაც არ უნდა მოხდეს, არასოდეს დავნებდებით. ვფიქრობ, დღეს გუნდის ხასიათი ვაჩვენეთ.
თამაშში რაღაცების შესაცვლელად ყოველთვის მზად უნდა ვიყოთ.
არ ვფიქრობ, რომ მატჩის გმირი მე ვიყავი. ამ სიტყვებს გუნდი იმსახურებს.
ჩემი გოლები გუნდის კარგი თამაშის დამსახურებაა.
ოლმოზე ვარდნა რომ დავინახე, ვიცოდი, რომ პენალტი იქნებოდა, ჩემთვის ეს ძალიან აშკარა იყო… იმ მომენტიდან დავიწყე დარტყმაზე ფოკუსირება.
როდესაც ბურთი თერთმეტმეტრიანის ნიშნულზე დავდე, კიდევ უფრო ვკონცენტრირდი… სხვა არაფერზე ვფიქრობდი. მხოლოდ გოლის გატანაზე ვიყავი ფოკუსირებული. ამ მაისურის ტარება ნიშნავს, რომ ასეთი მომენტებისთვის მზად უნდა იყო.
გულშემატკივრებისთვის ეს დაძაბული მომენტებია, მაგრამ ჩვენ, ვინც მოედანზე ვართ, მაქსიმალურად მშვიდად უნდა ვიყოთ, რათა გუნდს დავეხმაროთ.
ამ გუნდში 50 გოლის გატანა 3 წელზე ნაკლებ დროში ჩემთვის რაღაც ძალიან განსაკუთრებულია. ოცნებებშიც კი ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ეს შესაძლებელი იქნებოდა. ამის რეალურად გაკეთება განსაკუთრებულია (იცინის).
მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც სიყვარულსა და მხარდაჭერას გამოხატავს. გაუმჯობესებას გავაგრძელებ, რათა უფრო მეტი გოლის გატანა შევძლო.
რაფინია მიმდინარე სეზონში ბრწყინვალეა. მის აქტივში 48 შეხვედრაში 30 გოლი და 23 ასისტია.
Frenkie de Jong_,
ბელინგემს რომ ოლმოს Შეადარებ😂
თამაშის ბოლოსკენ, რო ჩვენი ყოფილი ნაგავი მორიბა გადიოდა და თან დრო გაყავდა ეს როგორ მოსდევდა უკნიდან და ხელს როგორ ურტყავდა საჯდომზე. ეს მორიბა რა ნაგავიც იყო ისევე დარჩენილა. მაგრამ ას ასპასს არაფერი ეშველება, მსაჯის სასტვენის შემდეგ რო აგრძელებდა ვითომ თამაშს და როცა ყვითელი მიიღო გაუკვირდა კიდეც მე რატოო ყვითელი. თითქოს დროს გაყვანაზე მეკარეებსაც არ აყვითლებდნენ.
რაფინია ამ სიტუაციაში ლიდერია ულაპარაკოდ ეგ კი არა ლევანდოვსკი როცა მოედანზეა მაშინაც კი რაფინიაა ლიდერი ! პირველ რიგში ფლიკმა იცის ეგ ამბავი მიუხედავად ყველაფრის პრაიმ ოლმო და განსაკუთრებით ბალდე უსიკვდილოდ გვჭირდება ორივე იმედია კლასიკოში და ინტერთან ორივე იქნება
სანაკრებო პაუზამ და იქ რაც მოხდა იმან მაგარი დაღი დაასვა ამას. როგორიც იქეთ წავიდა იმის ნახევარი დაბრუნდა. იმედია დღეიდან ძველი, რაც წასვლამდე იყო ის რაფინია დაგვიბრუნდება.
მიდი რაფო ცოტაც დარჩა და შენს შედეგიანობაზე იქნება ძალიან ბევრი რამ დამოკიდებული. მოხოდავს ახლა ეს თამაში არგენტინასთან განცდილი წარუმატებლობის შემდეგ
ოლმო ტოპია იმენა. ეგ რო ხრუსტალის არ იყოს იმენა შარშანდელი ბელინგემის არანაკლები ტოლფასი ტრანსფერია….
ეს კაცია ნამდვილი კაპიტანი