“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა ლა ლიგის 32-ე ტურში “სელტასთან” გამართული დრამატული მატჩის (4-3) შემდეგ კომენტარი გააკეთა.
როდესაც იმარჯვებ, ასეთი თამაშები გსიამოვნებს. კარგი გუნდის წინააღმდეგ ვთამაშობდით და ეს გუშინ პრესკონფერენციაზე უკვე ვთქვი. მათ აქვთ მკაფიო წარმოდგენა, თუ რა სურთ ამ მწვრთნელთან ერთად.
უნდა მოვიცადოთ, რომ ლევანდოვსკიზე მეტი გავიგოთ.
რაფინია ჩემთვის ბევრს ნიშნავს, როგორც ყველა სხვა მოთამაშე.
შესვენებაზე რაფინიას ვუთხარი: “მოდი, დადებითად იფიქრე. მოედანზე ლიდერის ამპლუაში გვჭირდები”. შემდეგ ის გავიდა და ასეთი პერფორმანსი შემოგვთავაზა.
ნამდვილად შესანიშნავი ქამბექი იყო ისეთი დიდი გუნდის წინააღმდეგ, როგორიც “სელტაა”. გუნდმა ყველაფერი გააკეთა. არ დავნებდით. ჩვენი ეს მენტალიტეტი, რაც მოედანზე ვაჩვენეთ, წარმოუდგენელია.
ფეხბურთი არის თამაში, რომელსაც შეცდომები წყვეტს. რაც უფრო მეტ შეცდომას ვუშვებთ, მეტოქეს გოლის გატანის მით უფრო მეტი შანსი აქვს.
ვფიქრობ, მოგება დავიმსახურეთ. საოცარი მენტალიტეტი ვაჩვენეთ. ძალიან ბედნიერი ვარ.
არც კუბარსია ძალიან სწრაფი, გახსოვთ ბეტისთან რა არბენინა იმ ანტონი იყო თუ ვიღაცა, რამდენჯერმე ისე გაექცა ვერაფრით ვერ დაეწია.
არ მინდა ის კუ ნინძა წამოეწიოს. ხვალ ისიც არ იქნება, მაგრამ შემდეგ ხომ იქნება, 3 გოლით უსწრებს. დღეს 1 მაინც, რომ გაეტანა არ იქნებოდა ცუდი.
სელტას რომ მოვუ***ან დამაარსებელი.რას გაგვიბლატავდნენ მაგ ჩვენი ბულკები?მაგათ კიდევ არ მოუნელებიათ ეტყობათ რაც მესი სუარესი ნეიმარმა გაუკეთეს ნოუ კამპზე.პენალტი რომ გაითამაშეს.მესიმ და სუარესმა.რასაც ქვია ბოლომდე დაა**ვეს თავზე