ბარსელონა-სელტა – ჰანსი ფლიკის მატჩისწინა პრესკონფერენცია

ბარსელონა-სელტა – ჰანსი ფლიკის მატჩისწინა პრესკონფერენცია

“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა ესპანეთის ჩემპიონატის 32-ე ტურის მატჩში “სელტასთან” დაპირისპირების წინ პრესკონფერენცია გამართა.

ამ დილით ვისაუბრეთ იმ პრობლემებზე, რომლებმაც “დორტმუნდთან” მატჩში იჩინა თავი.

“დორტმუნდთან” მარცხი? იცით, რამდენი შეხვედრა ჩავატარეთ გასულ 2 კვირაში? ასეთი გრაფიკი არასდროს გამომიცდია. დორტმუნდში არცთუ ისე კარგად გვითამაშია, მაგრამ ნახევარფინალში ვართ. ამ შემთხვევაში ეს ნორმალურია.

სეზონის დასაწყისში რომ გეთქვათ, 18 აპრილისთვის ლა ლიგის ცხრილის სათავეში ვიქნებოდით, ჩემპიონთა ლიგაზე – ნახევარფინილაში, ესპანეთის თასზე კი – ფინალში, ამაზე ხელს მოვაწერდი.

ვფიქრობ, “სელტას” მკაფიო სტილი და ფილოსოფია აქვს. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ძლიერი მხარეები ვაჩვენოთ.

ახლა აქ ვართ. ფანები ბედნიერები არიან, კლუბი ბედნიერია. ამას ყველა, გუნდი. იმსახურებს და მე მათ დავიცავ. ფეხბურთელებს თითოეულ ვარჯიშზე ვაკვირდები. ისინი თავიანთ მაქსიმუმს აკეთებენ.

დორტმუნდში ძალიან გვიან ჩავფრინდით, დილის 03:00 თუ 04:00 საათზე. ფეხბურთელებმა 05:00 საათზე დაიძინეს, მატჩამდე სულ რაღაც ორი დღით ადრე. თავის მართლება ან წუწუნი არ მინდა. აქამდე ეს არასდროს მომხდარა.

ყველა ქვეყნის ჩემპიონატი თავიანთ კლუბებს იცავს, როდესაც გუნდები ჩემპიონთა ლიგაზე თამაშობენ, განსაკუთრებით ნახევარფინალში. დასვენების დრო არ გვქონია. ეს წარმოუდგენელია. ამაზე პასუხისმგებელ პირებთან საუბარს ვისურვებდი.

ფეხბურთელებით ვამაყობ, რადგან ისინი საოცრად თამაშობენ და ყოველთვის ცდილობენ, მოედანზე მაქსიმუმი დადონ. შესაძლოა, ზოგჯერ ყველაფერი ისე არ მიდის, როგორც გვინდა, მაგრამ მხოლოდ ერთი თამაში წავაგეთ.

პირველი შეხვედრის წყალობით ნახევარფინალში ვართ და ყველაზე მნიშვნელოვანი ესაა. პოზიტიურები უნდა ვიყოთ, რადგან ყველაფერს ვაანალიზებთ. ვფიქრობ, გუნდმა იცის, ხვალ რა უნდა გააკეთოს.

როდესაც მატჩს იწყებ, თამაშობ 45, 60 ან თუნდაც სულ რაღაც 30 წუთი, თუ ყველაფერი გააკეთე, რომ გუნდს გამარჯვებაში დაეხმარო, მაშინ ეს შესანიშნავია, შენი საქმე გააკეთე. თუ 30 წუთი ითამაშებ და მწვრთნელს ეტყვი, ვეღარ აგრძელებ, ეს პრობლემა არაა. ჩემთვის ესაა მენტალიტეტი, დამოკიდებულება, რაც უნდა გაგაჩნდეს.

“ინტერს” – შესანიშნავი თავდასხმა, მაგრამ ასევე ძალიან ძლიერი დაცვა ჰყავს. ბენჟამენ პავარი… მას ძალიან ვაფასებ, რადგან ჩემი ფეხბურთელი იყო. პავარი შესანიშნავი პროფესიონალი და საოცარი მოთამაშეა.

“ინტერი” კარგი გუნდია, რომელსაც შესანიშნავი მწვრთნელი ჰყავს. რაც მათ გასულ სეზონში გააკეთეს, საოცარი იყო. ისინი კარგად თამაშობენ. ძალიან რთული დაპირისპირება იქნება.

კუნდე არ ისვენებს? ჟიულთან პრობლემა ისაა, რომ, როდესაც მას 30 წუთი დასვენების საშუალებას მივცემ, ის მაშინვე სიტგესისკენ მიემართება, ამიტომ მირჩევნია, ამის ნაცვლად კუნდე გუნდისთვის დაიხარჯოს. ჩემთვის უკეთესია, ის მოედანზე მყავდეს ისევე, როგორც იამალი. უკვე ვთქვი, რომ ფეხბურთელებთან მუდმივად ვსაუბრობ და თუ რომელიმე მათგანი დაღლილობას იგრძნობს, შევცვლით.

ინიგოს არყოფნა “დორტმუნდთან”? თავისი პოზიციიდან მას ყველაფრის კონტროლი შეუძლია, რაც წინ ხდება. ინიგო ასევე ერთ-ერთი ის ფეხბურთელია, რომელიც გუნდს უკნიდან კარგად აორგანიზებს. მისით ძალიან კმაყოფილი ვარ.

ოლმოსთან დაკავშირებით გადაწყვეტილებს ხვალ მივიღებთ. ის მზადაა. ფერმინმაც კარგად ითამაშა, მაგრამ დანი მზადაა.

ბალდეს დაბრუნება მომდევნო კვირაში? მის პროგრესს ვაკვირდებით. ვნახოთ. უნდა მოვიცადოთ.

მოხარული ვარ, რომ “ვალიადოლიდთან” ღამის 02:00 საათზე არ ვთამაშობთ, მაგრამ რატომ არ შეიძლება მატჩის 18:00 საათზე ჩანიშვნა? ხვალ “სელტასთან” შეხვედრა ამ დროს გვაქვს, რატომ არ შეიძლება ასე “ვალიადოლიდი” შემთხვევაში? ერთი მიზეზი მითხარით. მინდა ვიცოდე, ვინაა ამაზე პასუხისმგებელი. ჩემთვის ეს შეკისმომგვრელია.

ასეთი კალენდარი არც ჩვენ და არც ესპანურ ფეხბურთს არ ეხმარება. ჩვენი და სხვა კლუბების წარმატება ევროპულ ტურნირებზე ესპანურ ფეხბურთს წაადგებოდა.

ყველა ფედერაცია და ქვეყნის ჩემპიონატი, თუნდაც ბუნდესლიგა ან პრემიერ ლიგა, თავიანთ კლუბებზე ზრუნავს, აქ კი ასე არაა. თამაშის შემდეგ სახლში დილის 05:00 ან 06:00 საათზე ვბრუნდებით. ეს წარმლუდგენელია.

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი

კომენტარები (34)

  • nika 54
    23 აპრ 2026, 16:09

    ციტატა: Lasha Mamuladze
    nika 54, მაგათზე საუბარი არც ღირს, გასაგებია მაგათი ბოღმაც და შურიც, სტაჟიანმა “იმენნო” რეალის ფანებმა რონალდინიოს წიოკსაც მოესწრნენ, შემდეგ იყო და მესიმ გააგრძელა, ეხლა
    არი და იამალია უკვე სუნი სცემთ ისტორიის განმეორებით და გიჟებივით იქნებიან მე შენ გეტყვი, კლუბს რომელსაც ეგენი ვითომ არ აღიარებენ და გუშინდელ გუნდს ეძახიან იმის გამო, რომ ცოტა ჩლ აქ და კიდე ბევრი რსმოს თქმა
    შეილება, მაგათზე რაღა უნდა თქვაა ბარსას, როცა ეხება თემა ყოვლად ფეხბურთის უვიცრბი და არა ობიექტურები იჩითებიან, რას არ იტყვიან, თუმცა ფაქტები მოედანზე კარგად ჩანს, მაგათთან ბარსამ დიდი ანგარიშით მოგებულ
    მატჩში ჩუამენიმ ხელით, რო აიღო ბურთი და ზოგადად მაგ სკანდალურ მატჩში რაც მოხდა პირიქით, რომ ყოფილიყო წარმოიდგინე რეებს შეთხზავდნენ, ბარსელონა რომ ფრინავდა მაშინ პერესმა და მისმა ჯოგმა ვერაფერი რო ვერ დააკლეს ბარსას ნეგრეირა მოიგონეს და დღესაც ბრმად მაგას გაიძახიან, რომ თურმე ბარსაა ფულს იხდიდა მსაჯებისთვის, არა და 2000 წლიდან მხოლოდ რეალის მატჩებს რო უყურო ეგ ნეგრეირა პირიქით არი,, მარსელოც ამბობს ბაიერნთან
    მატჩში” რონალდო აშკარად თამაშგარეში იყოო მთელმა გუნდმა
    ვიცოდით ეგ, მაგრამ ეხლა რა აარიო?? უკვე წარსულიაო”, მოდი ეხლა და ეკამათე მაგათ…აზრი არ აქ, გუშინ ალავესს მოუგეს წვალებით და ვსო ახლა ბარსაა თუ წააგრბს ლალიგის მოგების შანსი უკვე აქვთ..


    სწორედ ეგ აღნიშნეს ბაიერნის ყოფილმა ფეხბურთელებმა, რეალი თუ იგებს მეფეა და თუ წააგებს იწყებენ ტირილსო, და რამდენიმე მომენტი გაიხსენეს სადაც მსაჯებს გაყავდა რეალი, სხვათა შორის ეგ თამაშიც ახსენეს. და დაამატეს იმიტომა აქვს 15 ლიგაო.

  • პენდრაგონი
    პენდრაგონი ვეტერანი
    23 აპრ 2026, 12:54

    მიდი ჰანს მომდევნო სეზონში უნდა მოიხოდოთ

  • b l e c k
    22 აპრ 2026, 09:21

    მოგესალმებით ყველას, ზოგადათ დიდი ხანია ამ სიტს ვადევნებ თვალს მაგრამ პირველათ დავწერე ესემესი ანი გაოდის მაინც ახალი ვარ. 😊 ყველას წარმატებას გისურვებთ ჩვენ საყვარელ ბარსელონას გუნდთან ერთად. ♥️♥️

  • Lasha Mamuladze
    22 აპრ 2026, 08:37

    nika 54, მაგათზე საუბარი არც ღირს, გასაგებია მაგათი ბოღმაც და შურიც, სტაჟიანმა “იმენნო” რეალის ფანებმა რონალდინიოს წიოკსაც მოესწრნენ, შემდეგ იყო და მესიმ გააგრძელა, ეხლა
    არი და იამალია უკვე სუნი სცემთ ისტორიის განმეორებით და გიჟებივით იქნებიან მე შენ გეტყვი, კლუბს რომელსაც ეგენი ვითომ არ აღიარებენ და გუშინდელ გუნდს ეძახიან იმის გამო, რომ ცოტა ჩლ აქ და კიდე ბევრი რსმოს თქმა
    შეილება, მაგათზე რაღა უნდა თქვაა ბარსას, როცა ეხება თემა ყოვლად ფეხბურთის უვიცრბი და არა ობიექტურები იჩითებიან, რას არ იტყვიან, თუმცა ფაქტები მოედანზე კარგად ჩანს, მაგათთან ბარსამ დიდი ანგარიშით მოგებულ
    მატჩში ჩუამენიმ ხელით, რო აიღო ბურთი და ზოგადად მაგ სკანდალურ მატჩში რაც მოხდა პირიქით, რომ ყოფილიყო წარმოიდგინე რეებს შეთხზავდნენ, ბარსელონა რომ ფრინავდა მაშინ პერესმა და მისმა ჯოგმა ვერაფერი რო ვერ დააკლეს ბარსას ნეგრეირა მოიგონეს და დღესაც ბრმად მაგას გაიძახიან, რომ თურმე ბარსაა ფულს იხდიდა მსაჯებისთვის, არა და 2000 წლიდან მხოლოდ რეალის მატჩებს რო უყურო ეგ ნეგრეირა პირიქით არი,, მარსელოც ამბობს ბაიერნთან
    მატჩში” რონალდო აშკარად თამაშგარეში იყოო მთელმა გუნდმა
    ვიცოდით ეგ, მაგრამ ეხლა რა აარიო?? უკვე წარსულიაო”, მოდი ეხლა და ეკამათე მაგათ…აზრი არ აქ, გუშინ ალავესს მოუგეს წვალებით და ვსო ახლა ბარსაა თუ წააგრბს ლალიგის მოგების შანსი უკვე აქვთ..

  • Motamashe
    22 აპრ 2026, 02:07

    ციტატა: Visca-barca

    ციტატა: Visca barca
    დეიონგს ყიდიან მაღალი ხელფასის გამოო🔥🤔


    ლოგიკურად რო შევხედოთ გუნდისთვისაც კაია პლოუს ლევაც მიდის და სახელფასო ჭერი საკაიფოდ თავისუფლდება იქნება შტეგენიც მოაშორონ და იმენა ამოისუნთქებს კლუბი სულ როცა გვჭირდება დე იონგი ტრავმა აქვს და თვეები უნდა გამოჯამრთელებას მოჭამა მაგან ჩემი აზრით ბარსელონური კარიერა მინიმუმ 80 მილიონს მაინც გადაიხდის რომელიმე ინგლისური გუნდი მაგაში


    მიყვარს ფრენკი მაგრამ 80 ნაღდათ უნდა გაყიდონ. პსჟ 55 თავაზობსო და კეთილი ინებონ და მოჯვან 80 მაგ ფულად კიდევ ტონალი მოვა და ბევრად ნაკლებ ხელფასზეც თანახმა იქნება.ან მე თუ მკითხავთ ვაბშე რომ არავინ მოვიყვანოთ ჩამშლელად, მთელი იმედები ბერნარზე დავამყაროთ და აკადემიიდან ამოვწიოთ შემცვლეკი ვინმე
    ბავშვი არც მაგით თაშავდება დიდათ რამე. ზატო მაგ შემთხვევაში წესით უნდა მოაბან თავი სუპერ თავდამსხმელს, ბასტონსაც, სენესისაც და მარცხენა შემტევსაც. რავი ცალკე დასახარჯი 70-80 ლიმონიც თუ არ გვაწვს და დაგვნძრევია და ვერ გაგვიგია🤨

    ციტატა: MESSI 2017

    ციტატა: cruyff9
    კაროჩე ცხრიანს რო მოიყვანენ იასნა,ალბათ ოსიმენი იქნება იმიტო რო ალვარესს არავინ გაყიდის,,ბასტონი მოვა დიდი ალბათობით,მოვიყვანდი ბერნარდო სილვას გამოდგება ორი სეზონი გამოცდილია და სკამზეც დაჯდება როტაციებისთვის,,50მილიონად მოვიყვანდი ლეაოს ეგეც სკამისთვის,რაშფორდმა უნდა გაასხას და მარჯვენა ფლანგის მცველს ვინმეს რავი დუმფრისი იყიდონ ბოლო ბოლო და გუნდი იქნება კამპფეტი,,ვნახოთ რა იქნება


    ლეაოს ხელფასად 2 რონის დონის ფეხბურთელი მოვა😀


    დამიჯერე ბერნარდო სილვას თუ მოიყვანენ საერთოდ არ გვჭირდება არც რაშფორდი და მით უმეტეს ლეაო 50 მილიონად. მსრცხნივ ძირითადის კაცი მაინც რაფინიაა და ბერნარდოს შეუძლია რაფას ტრავმის შემთხვევაში მარცხნივ დადგეს, ასე ვე შეუძლია მარჯვნივ, პედრის შეცვლაც და დაჟე ცრუ ცხრიანადაც თამაში. თუ ტყვილი არ არის რომ ბარსაზე ოცნებობს იმინა ერთი ლოგიკური მიზეზი არ არსებობს ბერნარდოზე უარის თქმის, თან უფასოდ. მიცენ ერთი 15 მილიონი, უფასოდ მოდის და რაშფორდ თუ აძლევენ მაგდენ ხელფასს ბერნარდოს მარცხენა ყვერად არ ღირს რაშფორდი, გინდათ კლასით,გინდათ ნიჭიდ და გინდათ მრავალფეროვნებით✊

  • Visca-barca
    21 აპრ 2026, 23:17

    ციტატა: Visca barca
    დეიონგს ყიდიან მაღალი ხელფასის გამოო🔥🤔


    ლოგიკურად რო შევხედოთ გუნდისთვისაც კაია პლოუს ლევაც მიდის და სახელფასო ჭერი საკაიფოდ თავისუფლდება იქნება შტეგენიც მოაშორონ და იმენა ამოისუნთქებს კლუბი სულ როცა გვჭირდება დე იონგი ტრავმა აქვს და თვეები უნდა გამოჯამრთელებას მოჭამა მაგან ჩემი აზრით ბარსელონური კარიერა მინიმუმ 80 მილიონს მაინც გადაიხდის რომელიმე ინგლისური გუნდი მაგაში

  • MESSI 2017
    21 აპრ 2026, 23:16

    ციტატა: cruyff9
    კაროჩე ცხრიანს რო მოიყვანენ იასნა,ალბათ ოსიმენი იქნება იმიტო რო ალვარესს არავინ გაყიდის,,ბასტონი მოვა დიდი ალბათობით,მოვიყვანდი ბერნარდო სილვას გამოდგება ორი სეზონი გამოცდილია და სკამზეც დაჯდება როტაციებისთვის,,50მილიონად მოვიყვანდი ლეაოს ეგეც სკამისთვის,რაშფორდმა უნდა გაასხას და მარჯვენა ფლანგის მცველს ვინმეს რავი დუმფრისი იყიდონ ბოლო ბოლო და გუნდი იქნება კამპფეტი,,ვნახოთ რა იქნება


    ლეაოს ხელფასად 2 რონის დონის ფეხბურთელი მოვა😀

  • nika 54
    21 აპრ 2026, 22:41

    "საპატიო დერეფანი არ მაღელვებს"
    რა თქმა უნდა, რეალი რო პატივს არ გცემს ესე იგი ეზიზღები და როცა ეზიზღები ეტყობა რო დაჩაგრულებად გრძნობენ თავს. კარგად გეხსომებათ ჩავის მწვრთნელობის დროს რამდენიმე თამაში მოგვიგეს 2 თუ 3 დაგაგიჟებულები იყვნენ, მესის ტყ..სგან გადაღლილები. როცა გაიგეს რეალის ფანებმა ჩავი მიდისო საშაყიროდ სიმღერაც მოიგონეს არ წახვიდე ჩავიო. აი ეხლა რო ჩამოეთრევიან და მწვრთნელი თანაც სეზონზე უკვე მეორეც ფაქტიურად გაგდებულია ყავთ ბარსას ფანებმაც რამე მსგავსი მოუწყონ. 2 სეზონია არაფერი მოუგიათ ამ მართლა სამეფო სპერმისფერებს.

  • dshvelidze
    21 აპრ 2026, 22:32

    ციტატა: me da barca
    ორგაზმივით იყო ჩემთვის, როცა მომტირალი ატლეტიკოს ფეხბურთელები ვნახე კოპას ფინალის შემდეგ.
    აქ კარგად ჯდება ანდაზა: ,,რაც არ გერგება, არ შეგერგება."
    შემდეგი ტირილი ლიგის ნახევარფინალის შემდეგ უნდა იყოს. იმ მორბენალ ცხენს, სიმეონე უმცროსს კარგად გამოსდის. ცალკე კოკეს მო…. გამზრდელი.


    აბა რა მაგათი დედაც
    ხო ჩა****ვეს. ფინალის ღირსები არ არიან. სიმეონეს დაერხა ნახევარფინალ

  • me da barca
    21 აპრ 2026, 21:17

    ორგაზმივით იყო ჩემთვის, როცა მომტირალი ატლეტიკოს ფეხბურთელები ვნახე კოპას ფინალის შემდეგ.
    აქ კარგად ჯდება ანდაზა: ,,რაც არ გერგება, არ შეგერგება."
    შემდეგი ტირილი ლიგის ნახევარფინალის შემდეგ უნდა იყოს. იმ მორბენალ ცხენს, სიმეონე უმცროსს კარგად გამოსდის. ცალკე კოკეს მო…. გამზრდელი.

  • La Pulga10
    21 აპრ 2026, 21:11

    მიდი ძია ჰანსი ლიგის გარეშე არ უნდა წახვიდე. ჩლ უნდა ამ კაცს რომ ბარსელონას ისტორიაში ჩაეწეროს. პრინციპში უკვე შესულია ისტორიაში, მაგრამ ოქროს ასოებისთვის ჩლ უნდა. თამაშის სტილს კიდე მრავალი წელი გაიხსენებენ.

  • Visca barca
    21 აპრ 2026, 20:37

    დეიონგს ყიდიან მაღალი ხელფასის გამოო🔥🤔

  • LEVANII
    21 აპრ 2026, 19:07

    ციტატა: cruyff9
    კაროჩე ცხრიანს რო მოიყვანენ იასნა,ალბათ ოსიმენი იქნება იმიტო რო ალვარესს არავინ გაყიდის,,ბასტონი მოვა დიდი ალბათობით,მოვიყვანდი ბერნარდო სილვას გამოდგება ორი სეზონი გამოცდილია და სკამზეც დაჯდება როტაციებისთვის,,50მილიონად მოვიყვანდი ლეაოს ეგეც სკამისთვის,რაშფორდმა უნდა გაასხას და მარჯვენა ფლანგის მცველს ვინმეს რავი დუმფრისი იყიდონ ბოლო ბოლო და გუნდი იქნება კამპფეტი,,ვნახოთ რა იქნება


    Ჟოან გარსია და იჯარით მოყვანილი რაშფორდი ძვლივს დაარეგისტრირეს და შენ გინდა ოსიმენი, ლეაო, დუმფრისი, ბასტონი მოიყვანონ ისე რომ ლალიგის რეგულაციებში ჩაჯდნენ?

  • cruyff9
    21 აპრ 2026, 18:42

    ციტატა: დავითი958
    cruyff9,
    მაგდენს იზამენ მერე ვითომ


    იზავენ❤️