4-1 მონუმენტალზე — არგენტინამ ბრაზილია გაანადგურა

4-1 მონუმენტალზე — არგენტინამ ბრაზილია გაანადგურა

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-14 ტურში, არგენტინა მონუმენტალზე ბრაზილიას დაუპირისპირდა და 4-1 დაამარცხა.

მატჩის სტარტზევე ხულიან ალვარესმა გაიტანა, მალევე კი ენცო ფერნანდესმა არგენტინელთა უპირატესობა ორამდე გაზარდა. ამის შემდეგ, კრისტიან რომეროს შეცდომის გამო, მატეუს კუნიამ 1 გოლი გაქვითა, მაგრამ ალექსის მაკ ალისტერმა სხვაობა კვლავ 2-ბურთიანი გახადა — პირველი ტაიმი 3-1 დასრულდა.

მეორე ნახევარში, შეცვლაზე შემოსულა ჯულიანო სიმეონემ, უძლიერესი დარტყმით, ნაკრებში სადებიუტო გოლი გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა: 4-1 — მიუხედავად იმისა, რომ არგენტინას ლიონელ მესი არ ჰყავდა, ბრაზილია მაინც გაანადგურა.

აღსანიშნავია, რომ “ალბისელესტე” მთელი მატჩის განმავლობაში დომინირებდა. ბრაზილიას, გოლის გარდა, სახიფათო მომენტი, პრაქტიკულად, არ ჰქონია და კარში ზუსტად მეტჯერ ვერც დაარტყა. ერთადერთი გამორჩეული ეპიზოდი რაფინიას ჯარიმა იყო, რომელიც ხარიხას გაარტყა.

არგენტინა 4-1 ბრაზილია

⚽️ 1-0 | ალვარესი 4’ (არგენტინა)

⚽️ 2-0 | ე. ფერნანდესი 12’ (არგენტინა)

⚽️ 2-1 | კუნია 26’ (ბრაზილია)

⚽️ 3-1 | მაკ ალისტერი 37’ (არგენტინა)

⚽️ 4-1 | სიმეონე 71’ (არგენტინა)

საინტერესოა, რომ არგენტინის მუნდიალზე გასვლა, ამ შეხვედრამდე ცოტა ხნით ადრე გადაწყდა, რადგან ბოლივიამ ურუგვაის ვერ მოუგო. 14 ტურის შემდეგ, ლიონელ სკალონის გუნდს 31 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილს დამაჯერებლად ლიდერობს.

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (37)

  • ზებულონი
    26 მარ 2025, 14:52

    სანამ არგენტინა ხოდზეა.ბრაზილიას დედა არ ეყოლება

  • Iniesta_8
    26 მარ 2025, 14:45

    რაფო გადაგიარეს კატოკით? აწი გეცოდინება რომ ენა 👅 უნდა გააჩერო და თუ რამის ტრაკი გაქვს მოედანზე დაამტკიცო. ვინ უფრო საცოდავი იყო რაფინია თუ ვინისიუსი რთული გადასაწყვეტია, ორივემ პამპერსი გაავსო. ის გამო*ლევებული ვინისიუსი რომ ეუბნება არგენტინის ფეხბურთელებს 2 ლიგა მაქო, ჯერ ნაკრებთან რა შუაშია ლიგა და მეორეც, იმათ მსოფლიო აქვთ და ამან რა ჩემი კლე გააკეთა ნაკრებისთვის, 6 წელში 6 გოლი რომ აქვს.

  • Gigo1989
    26 მარ 2025, 13:44

    98 დან ბრაზილიის ქომაგი ვარ …კიჭამ შემაყვარა დაცლ დღემდე მის ქომაგად ვრჩები და სეე იქნება მუდამ… მერამდენე წელია ვიძახი მწრთვნელი უნდა ევროპელი …. გვარდიოლა კლოპი ანჩელოტი ვინმე აქედან ამათ უფანტაზიო ფედრრაცია მ….. რა ფეხბურთელებიბყავს და 1 საგოლე მომენტი ვერ შექმნეს გამაფრენინეს. ის გოლიც მცველმა აჩუქა… მთელი ნაკრები იყო 0 …. ფანტაზია არანაირი… ერთმანეთს პას არ აძლევენ დისციპლინა 0 . რაფინიას განცხადება და მისი თამაში საერთოდ ვერ უძლებს ვერანაირ კრიტიკას.. მარტო ამ თამაშის გამო არ მივცემ ოქროს ბურთს

  • La Pulga10
    26 მარ 2025, 13:25

    მაგრად გაავსო რაფომ🤣 ნიჩივოო უფრო გამგელებული დაბრუნდება და უფრო ხოდზე იქნება.

  • Rick Sanchez
    26 მარ 2025, 13:16

    ციტატა: ნიკა
    რაფიკ თუ მართლა თქვი ის რაც თქვი,იმედია ჭკუას ისწავლი და თრეშთოქებს არ გამიმართავ მტირალა ვინესიუსივით.ხალხს იმიტო ევასები რო თავმდაბალი და თამაშზე ორიენტირებული ხარ და არა მაგისთვის.

    პროვოკაციული იყო თვითონ ინტერვიუს კითხვები.

  • Lasha Mamuladze
    26 მარ 2025, 13:07

    არი შანსი ამ არგენტინამ მეორე მსოფლიო დადოს და ძააან გამიხარდება თუ ეგრე მიხდება….😁😁❤️💙 ინფარქტი გარანტირებული ექნებათ ყანამადრიდელებს და პორტუგალიელ ვითომ გოუთს❤️💙…❤️💙😆😆😆

  • mesi_10
    26 მარ 2025, 12:46

    მსოფლიოს ფინალში არგენტინა ესპანეთი დახატავდა რაა ოღონთ იასნია ესპანეთმა რო მოიგოს.. ეგ კი არა ერთა ლიგაც ესპანეთმა უნდა მოიგოს და თუ რამე სანაკრებო ტიტული გათამაშდება ყველაფერი ესპანეთმა მინდა მოიგოს…

  • nika 54
    26 მარ 2025, 12:42

    ციტატა: Levani
    Ბრაზილია ერთ დროს რა ნაკრები იყო და ეხლა რას დაემსგავსნენ არგენტინასთან 4ით 1 თან მესის გარეშე სირცხვილია

    ადრე ისინი თამაშობდნენ, ეხლა კი ვინისიუსის თამადობით კლოუნობენ და რო არ გასდით ხელჩართულზეც გადადიან.
    კარგია რო დღეს ჰალზე ადმინი არ დაწერს "ვინისიუსის ბრაზილიამ" არგენტინა დააამარცხა და ამაში მას დიდი წვლილი მიუძღვისო. ისევე როგორც "ვალვერდეს ურუგვაიმ" ბოლივიაო. თუმცა "ბელინგემის ინგლისს" ვიღაცა დაუმარცხებია და რეალის ადმინა დაადასტურა რო ამაში დიდი წვლილი სწორედ რეალის ფეხბურთელს მიუძღოდა. საერთოდ ჰალაზე რეალის დამარცხებას ერთი სიტყვით ხსნიან, დრამატულ ბრძოლაში რეალი დამარცხდაო, მოგების შემთხვევაში კი რეალის 11-ვე ფეხბურთელის ინტერვიუებია და ლაპარაკი იმაზე როგორ ვაჟკაცურად დაამარცხეს მაგალითად ოსასუნა ან ჟირონა.

    ციტატა: nika 54

    იმედია ამ წაგების გამო რაფინიას ის ჟილკა რაც ქონდა არ დაეკარგება და ბარსაში დაამტკიცებს რო დღეს საუკეთესო მარტო ფურცელზე არ არის.

  • Andrinhooo
    26 მარ 2025, 11:18

    მოაქ არგენტინას ზედიზეეედდ

  • B.L.A.U.G.R.A.N.A
    26 მარ 2025, 11:06

    ვფიქრობდი გამეთენებინა თუ არა, მაგრამ ღირდა ამად. არგენტინის ესეთი დომინანტური თამაში ბრაზილიასთან მე არ მახსენდება, შოუ დადგეს.

  • Nikolay
    26 მარ 2025, 10:54

    Ბრაზილიის ნაკრებში პირველად ვერ ვიცანი ხალხი, ვინებიც თამაშობდნენ:დ

  • me da barca
    26 მარ 2025, 09:54

    ხომ გითხარი რაფიკჯან, ჯერ გადახტი და ოპლა მერე დაიძახეთქო. გამოდის პროვოკატორმა რომარიომ გაგიჩალიჩა, შენ კიდევ წამოეგე ღორჯოსავით. laughing
    ის დაპირებული კინკილა გოლი, რომელიც მცველმა გაჩუქათ, ის მაინც შენ გაგეტანა.

  • Don Leo
    26 მარ 2025, 09:50

    ასეა სირნისიუსის იმედად კაცი რომ მოედანზე გამოხვალ 😂😂

  • La Pulga10
    26 მარ 2025, 09:46

    ეჰ რაფო წაგკუზეს.

  • jacky iakovenko
    26 მარ 2025, 09:46

    გაანადგურა კიარა ათრია მოპარული ჟეშტივით 😂😂😂😂რაც თავი მახსოვს ბრაზილიის ფანი ვარ მაგრამ ეს ნაკრები არის 💩მარტინესი ძაან კაიფობდა 😂

  • Levani
    26 მარ 2025, 08:58

    Ბრაზილია ერთ დროს რა ნაკრები იყო და ეხლა რას დაემსგავსნენ არგენტინასთან 4ით 1 თან მესის გარეშე სირცხვილია

  • Barca1980
    26 მარ 2025, 08:50

    ციტატა: Albicelecte
    ღირდა ღამსითევად barca-3 barca-3 barca-3 barca-3 barca-5

    არ უნდა დამთავრებულიყო ისეთი თამაში იყოო. ბრავო არგენტინას, საოცარი თამაში დადოო, ესეთი ფანტაზისტა გუნდიი, ესპანეთი თუ გაგახსენდება ისევ. ისეთი გუნდია, მესის მშვიდად შეუძლია იყვეს.

  • ნიკა
    26 მარ 2025, 08:05

    რაფიკ თუ მართლა თქვი ის რაც თქვი,იმედია ჭკუას ისწავლი და თრეშთოქებს არ გამიმართავ მტირალა ვინესიუსივით.ხალხს იმიტო ევასები რო თავმდაბალი და თამაშზე ორიენტირებული ხარ და არა მაგისთვის.

  • Vamsdreini.1
    26 მარ 2025, 07:32

    სომხები იძახიან ბრაზილია ჩვენიაო 😂😂😂😂

  • Albicelecte
    26 მარ 2025, 06:51

    ღირდა ღამსითევად barca-3 barca-3 barca-3 barca-3 barca-5