ლა ლიგამ “ბარსელონასა” და “ოსასუნას” 27-ე ტურის გადადებული მატჩის ჩატარების თარიღი განსაზღვრა. შეხვედრა ხუთშაბათს 27 მარტს გაიმართება.
ესპანური მედიის ინფორმაციით, კატალონიური კლუბი ამ გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა და მის გასაჩივრებას აპირებს. გუნდს სანაკრებო პაუზიდან ფეხბურთელების დიდი ნაწილი 25 მარტს უბრუნდება, რონალდ არაუხო და რაფინია კი კიდევ უფრო გვიან დაბრუნდებიან და მატჩის გამოტოვება მოუწევთ. ამასთან “ბარსას” კვირას, ამ შეხვედრიდან დაახლოებით 68 საათის შემდეგ “ჟირონასთან” თამაში უწევს.
“ბარსელონასა” და “ოსასუნას” თამაში “ლუი კომპანისზე” 8 მარტს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა “ბლაუგრანას” პირველი გუნდის ექიმის კარლეს მინიაროს მოულოდნელი გარდაცვალების გამო მატჩი გადაიდო.
ლა ლიგაში ყ*ეები არიან დასაქმებული აბსოლიტურად ყველა პოზიციაზე, მსაჯებით დაწყებული პრეზიდენტით დამთავრებული, დავიჯერო ესპანელების სენია ეს არაპროფესიონალიზმი?😃
ტებასმა აამოქმეა სათადარიგო, სადამსჯელო გეგმა ბ სახელად ,,ფლორენტინო".
რეალი 72 საათი გვქონდა არ გვეყოო და ჩვენ ვაბშე 68 მოგვცეს მალე ალბათ ყოველდღე ათამაშებენ ამ საცოდავებს.
ეუ ძაან შორსაა დღეს ჩაენიშნათ მოითავებდნენ ბარემ ამ ვალებს, შიგ აქვთ და ელაპარაკე ამ ლალიგის ხალხს რამდენიც გინდა, ფეხბურთელები არ გვყავს ერთია და მეორე რო ვინც გვეყოლება ისინიც დაღლილები იქნბიან, რას წყვეტდა ახლა როარ ჩაეკვეხებინათ მაინცდამაინც ეს თამაში და აპრილში ან მაისში ჩაენიშნათ თუნდაც, რეალს რო გადაედო ხოლმე თამაშები მთელი სეზონი დააპრონწიალებდნენ ლამის და ახლა ჩვენ თუარ მოგვაჩობდნენ აბა როგორ გაუჩინონ ჩემპიონობის შანსი ბალერინებს.
ხო არ ძმარავთ ამათ!