workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ფეხბურთელები გუნდის ექიმს ემშვიდობებიან

ფეხბურთელები გუნდის ექიმს ემშვიდობებიან

საფეხბურთო სამყარო “ბარსელონას” ექიმ კარლეს მინიარო გარსიას გლოვობს, რომელიც გუშინ მოულოდნელად გარდაიცვალა. ბუნებრივია, ამ ამბავმა ფეხბურთელებზე, რომლებისთვისაც მინიარო ძალიან ახლო ადმიანი იყო, დიდი გავლენა იქონია – “ბლაუგრანას” გასახდელი შოკირებულია.

“ბარსას” მოთამაშეები სოციალური ქსელების საშუალებით გუნდის ექიმს ემოციურად ემშვიდობებიან.

პედრი
კიდევ ვერ ვიჯერებ. ვუთანაგრძნობ კარლესის ოჯახსა და მეგობრებს.
ალეხანდო ბალდე
მშვიდად განისვენე, კარლეს. ვუსამძიმრებ ოჯახსა და ახლობლებს.
გავი
მშვიდად განისვენე, “დოკი”. ყოველთვის ჩვენს გულებში იქნები. ძალიან მოგვენატრები.
რონალდ არაუხო
დაუჯერებელია. მშვიდად განისვენე, ექიმო. გამძლეობა ოჯახსა და მეგობრებს.
რაფინია
გამძლეობა. მშვიდად განისვენე, ექიმო.
ინიგო მარტინესი
მშვიდად განისვენე, ექიმო.
მარკ-ანდრე ტერ შტეგენი
სიტყვები არ მაქვს… გამძლეობა და მხარდაჭერა ოჯახსა და მეგობრებს. მშვიდად განისვენე. ძალიან მოგვენატრები და ყოველთვის ჩვენს გულებში იქნები, კარლეს.
ფერან ტორესი
მშვიდად განისვენე. ძალიან მოგვენატრები, კარლეს.
ფერმინი
მშვიდად განისვენე, კარლეს. გამძლეობა ოჯახსა და მეგობრებს.
ექტორ ფორტი
მშვიდად განისვენე, ექიმო… მადლობა ყველაფრისთვის, რაც ჩვენთვის გააკეთა. ვუსამძიმრებ ოჯახსა და მეგობრებს.
ჟერარ მარტინი
მშვიდად განისვენე, კარლეს, მუდამ გვემახსოვრები.
პაბლო ტორე
მშვიდად განისვენე, კარლეს.
პაუ ვიქტორი
მშვიდად განისვენე, ექიმო. გამძლეობა ოჯახსა და მეგობრების. ყოველთვის გვემახსოვრები.
მარკ ბერნალი
მშვიდად განისვენე.
ერიკ გარსია
მოგვენატრები, მეგობარო. მადლობა ყველაფრისთვის, რაც ჩვენთვის გააკეთე. ვუსამძიმრებ შენს ოჯახს.
დანი ოლმო
რთულია იმის დაჯერება, რაც მოხდა… კარლეს, დიდი მადლობა ყველაფრისთვის, დახმარებისთვის არა მხოლოდ ამ წლის, არამედ მთელი კარიერის განმავლობაში. ძალიან მოგვენატრები და ყოველთვის ჩვენს და ჩემი ოჯახის გულებში იქნები. მშვიდად განისვენე, ექიმო.
sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (14)

  • nika 54
    schedule 10 მარ 2025, 15:58
    #14

    საცოდაობაა, 53 წლის! სადაა სამართალი ხალხი 90 წელს ცოცხლობენ უკვე.

  • Rick Sanchez
    schedule 09 მარ 2025, 23:19
    #13

    რეალსაც რო წაეგო კაი იქნებოდა, მაგრამ არაუშავს, მბაპემ გაიტანა გოლი და ეს ლევანდოვსკი აგრძელებს ჩა*მას ყველა თამაშში.

  • araujo4
    schedule 09 მარ 2025, 19:56
    #12

    კორეაც არ ეყლოებათ ჩვენთან. კი სკამის კაცია მარა მაინც აძლიერებს ზამენიდან

  • Bakero
    schedule 09 მარ 2025, 19:31
    #11

    ჩვენთან ითამაშებენ (ატლეტიკო) სეზონის თამაშს ეს ნეხვები ამ დროს ბორდალასმა იხმარა 10 წუთში joy ….საცოდაობაა ხულიან ალვარესი რომ მანდ თამაშობს ნაჯახებში confused

  • La Pulga10
    schedule 09 მარ 2025, 19:21
    #10

    ხეტაფერ რა ჭირია ეგეთი🤣🤣 კი გვიკისრა

  • C.PC5
    schedule 09 მარ 2025, 19:21
    #9

    ატლეტიკოს ამოსდო ხეტაფემ, ხო თითქოს გამოსწორდა სიმეონე და ისწავლა ფეხბურთი, მარა 4 დარტყმა რო ექნება გუნდს ხეტაფესთან და იმათ 11 ესეიგი ისევე იგივე ნეხვს ჭამენ, აი ამათ როგორ დაგვიქამბექეს ორჯერ თანაც?! ის კიდე ჯანდაბას თასზე ორი ბურთი რანაირად დააქაჩინეს, ხეტაფე ყველაზე ბონძღი ავტობუსა გუნდი უქამბექებთ, რეალი სადაც შეხვდებათ ეგრევე შტერდებიან და ჩვენთან რატო უნდათ სეზონის მატჩების ჩატარება?! ან ამათ რა აქლიავებთ რა უბედურებაა. ორივე მატჩი მეტროპოლიტანოზეა და ამოტენონ როგორც უნდათ, თორე სელტა რო გვიდღნავდა რამდენიმე წლის წინი ტვინს ისე წავა ამათი საქმეც.

  • me da barca
    schedule 09 მარ 2025, 19:17
    #8

    87-ე წუთზე ანგარიში 0:1 იყო და რას წარმოვიდგენდი თუ 2:1 წააგებდნენ ნაჯახები. ავტობუსს ისევ ავტობუსით თუ დაამარცხებ.
    აბა ბალერინებო თქვენი ჯერია. როგორც არ უნდა დამთავრდეს მაინც პირველზე ვართ.

  • CHEPE
    schedule 09 მარ 2025, 19:08
    #7

    ისე ეს ტურია რაღაც ყველა ქვეყანაში მაღალი კუშები დაჯდა გერმანიამ ვაფშე ჩახია 11 კუში 5 კუში 7 კუში სახლში წააგეს ბაიერ მიუნხენმა, ლევერკუზენმა და ბორუსიამ ვერ მოიგო ვოლსბურგმა.. იტალიაში ინტერი აგებდა 0:2 პირველ ტაიმს😅😅😅 ლალიგაში ატლერკომ 6 იანი კუში დასვა და ძალიან მინდა რომ 10.40 იანუ კუში დაჯდეს დღეს ბარემ 19:15 საათიან თამაშში🤭🤭❤️

  • JustBarcaLover
    schedule 09 მარ 2025, 19:01
    #6

    რეალმაც დაკარგოს ქულები და ეგ არის

  • Vamsdreini.1
    schedule 09 მარ 2025, 18:53
    #5

    ამ თემასთან არაფერ შუაშია მაგრამ ატლეტიკოს კაცი გაუგდეს, 1-0 იგებდა და ახლა 2-1 აგებს ხეტაფესთან, 5 წუთი არის დარჩენილი.

  • Visca barca
    schedule 09 მარ 2025, 18:53
    #4

    ატლეტიკო აგებს 🥳

  • me da barca
    schedule 09 მარ 2025, 18:39
    #3

    თუ ასე მოულოდნელად გარდაიცვალა, ესეიგი ჩემი აზრით ან გულია ან ტრომბი.

  • M10 S9 D11
    schedule 09 მარ 2025, 18:31
    #2

    ხოდა ლიგაზე თამაში უნდა მიუძღვნან და გადაუარონ ბენფიკას

  • La Pulga10
    schedule 09 მარ 2025, 17:47
    #1

    ტეხავს