workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

check_circle დასრულდა
MATCHDAY
ჩემპიონთა ლიგა schedule 23:55

ბარსელონა

ბარსელონა ლოგო
3 - 0
ასტონ ვილა ლოგო

ასტონ ვილა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
იამალი 7'sports_soccer რაფინია 52'sports_soccer რაფინია 64'sports_soccer
4-4  — სიგიჟე მონჟუიკზე

4-4 — სიგიჟე მონჟუიკზე

დღეს, მონჟუიკზე, ბარსელონასა და ატლეტიკოს შორის კოპა დელ რეის ნახევარფინალური მატჩი გაიმართა.

შეხვედრა ნამდვილად გიჟური გამოდგა და 4-4 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ იყო მომენტები, როცა ორივე გუნდი 2-ბურთიანი სხვაობით იგებდა.

ხულიან ალვარესმა პირველივე წუთზე გაიტანა, მალევე კი ანტუან გრიზმანმა (6′) “როხიბლანკოს” უპირატესობა ორამდე გაზარდა. პედრისა (19′) და პაუ კუბარსის (21′) გოლებით “ბლაუგრანამ” ანგარიში გაათანაბრა, პირველი ტაიმის მიწურულს კი ინიგო მარტინესმა (41′) ბარსა საერთოდ წინ გაიყვანა.

მეორე ნახევარი შედარებით მშვიდად დაიწყო, მაგრამ უდრამატულესი დასასრული ჰქონდა. 74-ე წუთზე რობერტ ლევანდოვსკიმ ტაბლოზე 4-2 აანთო და ბარსელონას მოგება თითქოს გაუნაღდა, თუმცა ყველაფერი აქ არ დამთავრებულა. 84-ე წუთზე მარკოს ლიორენტემ 1 ბურთი გაქვითა, 93-ე წუთზე კი ალექსანდრ სორლოტმაც შეაგდო და წონასწორობა აღადგინა — 4-4.

ამ გუნდებს შორის განმეორებითი მატჩი 2 აპრილს, მეტროპოლიტანოზე შედგება, გამარჯვებული კი ფინალის საგზურს მიიღებს. შეხვედრა სტარტს 23:30 საათზე აიღებს.

მეორე ფინალისტი რეალ სოსიედადსა და რეალ მადრიდს შორის გაირკვევა. ისინი პირველ მატჩს 27 თებერვალს გამართავენ, განმეორებითს კი – 1 აპრილს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (8)

  • nika 54
    schedule 26 თებ 2025, 21:08

    როგორ გვეგონა თამაშის ბოლოსკენ, რო 2 ბურთით ვიგებდით. აფსუს.

  • Culer💙❤️
    schedule 26 თებ 2025, 17:07

    ეს სორლოტო ჭირივითაა, ლა ლიგაშიც მაგან ჩაგვაშხამა და აგვახია 1 ქულა

  • Rick Sanchez
    schedule 26 თებ 2025, 16:59

    4 გოლს კიარა. ორ გოლს ორ მატჩში არ იმსახურებდნენ.

  • me da barca
    schedule 26 თებ 2025, 16:05

    ჩოლო და კომპანია უნდა დადგეს ცხრის ნახევარივით ვანდაზე.

  • Andrinhooo
    schedule 26 თებ 2025, 03:04

    რა ძაღლია ეს ჩოლო და ატლეტიკო არაფერს იმსახურებდნენ და ფრე წაიღეს, არაუშავს სამართალი ყოველთვის აბრუნებს ხურდას ვანდაზე ამოვჭიმავთ

  • გიორგი ჩანგელია
    schedule 26 თებ 2025, 03:03

    ციტატა: cruyff9
    რა მაგარი იოლია დასაწერად არა?


    4-3 უფრო იოლი დასაწერი იქნებოდა 😏💔 barca-1

  • jacky iakovenko
    schedule 26 თებ 2025, 03:01

    პედრის რომ ასეთ თამაშს გაუფუჭებენ ….

  • cruyff9
    schedule 26 თებ 2025, 03:01

    რა მაგარი იოლია დასაწერად არა?😅😅ისევ სეზონის საუკეთესო იგრა,ფეხბურთის ზეიმი და მაინც ვერ მოგებული თამაში ამ ძაღლ გუნდთთან,არაუშავს ბურთი მრგვალია,,მადლობა ღმერთს პედრისთვის❤️❤️❤️❤️