workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჰანსი ფლიკმა ჟიულ კუნდე დასაჯა

ჰანსი ფლიკმა ჟიულ კუნდე დასაჯა

“რაიო ვალეკანოსთან” გასამართი მატჩისთვის “ბარსელონას” სასტარტო შემადგენლობა ცნობილია.

თერთმეტეულში ერთადერთი უცნაურობაა – მარჯვენა მცველის პოზიციაზე ჟიულ კუნდეს ნაცვლად ექტორ ფორტს ვიხილავთ. არადა გუნდის ლიდერებს დასასვენებლად საკმარისი დრო ჰქონდათ.

COPE-ზე დაყრდნობით ფაბრიციო რომანო იტყობინება, რომ კუნდეს სკამზე დარჩენის მიზეზი მისი დასჯაა. საქმე ისაა, რომ ფრანგმა მატჩისწინა შეკრებაზე დააგვიანა, რაც მიმდინარე სეზონში უკვე მეორედ მოხდა, ჰანსი ფლიკი კი ამას არავის პატიობს.

თავად გერმანელი სპეციალისტი კუნდეს სათადარიგოთა შორის დატოვებაზე ასეთ კომენტარს აკეთებს: “ეს ჩვენი შიდა გადაწყვეტილებაა”.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (6)

  • nika 54
    schedule 18 თებ 2025, 15:25

    რუსი კომენტატორი მაგრა ღადაობდა, კუნდემ რო გახდა დაიწყო მგონი ამნისტია შეეხოო.

  • nikusha
    schedule 18 თებ 2025, 02:12

    მემგონი ძალით აკეთებსხოლ,ე ძალიან რომ იღლება და დასვენება უნდა გრაფიკისგან და მეტოქეებისგან ასევე სუსტი შემცვლელისგან და დაძაბული სიტუაციისა ცხრილში ვერ ახერხებს სათანადოდ ფლიკი და იცის რამდენსაც დაააგვიანებს დაისჯება დაჯდება სკამზე და ასე ისვენებსხოლმე

  • Rick Sanchez
    schedule 18 თებ 2025, 02:08

    სწორია მაგრამ ფორტმა ვერ ითამაშა დღეს კარგად.

  • Lasha Mamuladze
    schedule 18 თებ 2025, 02:08

    ამდენი ხნიანი შეავენება არ მოუხდა გუნდს აშკრად ეს რას გაბდა რა თამაში იყო რააა 😒😒

  • gafbabb
    schedule 18 თებ 2025, 00:06

    ისდეაც ბევრს თამაშობს და კაია რომ დაისვინებს

  • La Pulga10
    schedule 17 თებ 2025, 23:46

    კაი ხარ ფლიკ სიმკაცრე თორე გადაი*ვავენ თავზე